სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის, ტერიტორიის ზონირების დამტკიცების და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ

  • Word
სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის, ტერიტორიის ზონირების დამტკიცების და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 137
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
მიღების თარიღი 27/01/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 25/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.160.016120
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
137
27/01/2012
ვებგვერდი, 01/02/2012
200140030.35.160.016120
სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის, ტერიტორიის ზონირების დამტკიცების და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ
თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/02/2012 - 09/02/2012)

სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის, ტერიტორიის ზონირების დამტკიცების და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს

დადგენილება №137

2012 წლის 27 იანვარი

. რუსთავი

სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის, ტერიტორიის ზონირების დამტკიცების და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -19 მუხლის მე -6 პუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -195 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25 -ე მუხლის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1.    

სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი განისაზღვროს 100 -ის ოდენობით.

    მუხლი 2.

დამტკიცდეს თვითმმართველ ქალაქ რუსთავში არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ/მ ფართობისათვის ტერიტორიის ზონირების მიხედვით (დანართი 1).

    მუხლი 3.

დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის ტერიტორიის ზონირება (დანართი 2).

    მუხლი 4.

დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირა (დანართი 3).

    მუხლი 5.

ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ/მ ფართობისათვის განისაზღვროს ქალაქი რუსთავის შუალედური ზონისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100% -ის (16,80 ლარი) ოდენობით.

    მუხლი 6.

ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 26 თებერვლის №64 დადგენილება.

    მუხლი 7.

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე . გურგენიძე

 დანართი 1

თვითმმართველ ქალაქ რუსთავში არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის მაჩვენებლები ზონირების მიხედვით

ზონის დასახელება

1 კვ/მ -ზე გადასახადის

საბაზისო განაკვეთი

საგადასახადო

კოდექსით (ლარი)

C

მაკრომდება

რეობის

ინდექსი

 

Img

ლოკალური

ტერიტორიული

ინდექსი

 

ITL

მიწის ნორმატიული ფასის მარეგული

რებელი

კოეფიციენტი

K

1 კვ/მ მიწის

ნორმატიული ფასი

Cn

ცენტრალური ზონა

I ქვეზონა

0,24

0,7

1,50

100

25,20

II ქვეზონა

0,24

0,7

1,45

100

24,36

შუალედური ზონა

0,24

0,7

1,00

100

16,80

პერიფერიული ზონა

I ქვეზონა

0,24

0,7

0,95

100

15,96

II ქვეზონა

0,24

0,7

0,90

100

15,12

 

 შენიშვნა:     ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის 554 ბრძანებულებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50-მეტრიან რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი 1კვ/მ ფართობისათვის განისაზღვროს ქალაქი რუსთავის შუალედური ზონისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100% -ის (16,80 ლარი) ოდენობით.

 დანართი 2

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიის ზონირება

ცენტრალური ზონა

I ქვეზონა

 

თბილისი -წითელი ხიდის გზატკეცილი (რუსთავის შემოსასვლელი);

 

ავტობაზრობა და მის მიმდებარედ განლაგებული მიწის ნაკვეთები;

 

ქუთაისის მოედნიდან, შარტავას გამზირი, ხალხთა მეგობრობის გამზირი სრულად და მათ მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთები;

 

ქუთაისის ქუჩა, ლეონიძის ქუჩა, ტაშკენტის ქუჩა, მე -20 და 21 -ე მიკრორაიონებს შორის და მე -7 და მე -8 მიკრორაიონებს შორის გამავალი ქუჩები, ლომოურის ქუჩა, მესხიშვილის ქუჩა, დავით აღმაშენებლის გამზირი, ე.წ. „სტამბულის ბაზრის“ ტერიტორია სრულად, თოდრიის ქუჩა, კლდიაშვილის ქუჩები სრულად, ფალიაშვილის ქუჩის დასაწყისი, ცურტაველის ქუჩა სრულად, თბილისის ქუჩა, სანაპიროს ქუჩა, თავგორაშვილის ქუჩა და მათ მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთები;

 

– მე -6 მიკრორაიონი (სრულად)

 

– მე -7 მიკრორაიონი (სრულად)

 

– მე -7 მიკრორაიონი (სრულად)

 

– მე -7 მიკრორაიონი (სრულად)

 

– მე -8 მიკრორაიონი (სრულად)

 

– 21 -ე მიკრორაიონი (სრულად)

 

– მე -20 მიკრორაიონი (სრულად)

 

– მე -15 მიკრორაიონი (სრულად)

 

– მე -14 მიკრორაიონი (სრულად)

 

– მე -17 მიკრორაიონი (სრულად)

 

– მე -16 მიკრორაიონი (სრულად)

 

– მე -12 მიკრორაიონი (სრულად)

 

– მე -19 მიკრორაიონი (სრულად)

 

– მე -18 მიკრორაიონი (სრულად)

 

– მე -11 მიკრორაიონი (სრულად)

II ქვეზონა

 

– მელიქიშვილის ქუჩის დასავლეთი მხარე, თბილისის ქუჩის ჩრდილოეთი ნაწილი, ალ. ყაზბეგის, იალღუჯის, ვაჟა -ფშაველას და გორის ქუჩები სრულად;

 

ლესელიძის ქუჩა სრულად (ჩიხები და გასასვლელები), ტურგენევის, ტაბიძის, არაგვისპირელის, ერისთავის, ჭონქაძის, ორბელიანის, პუშკინის, სანაპიროს, ქუჩიშვილის, დადიანის, ბესიკის, წულუკიძის ქუჩები სრულად, წულუკიძის შესახვევი;

 

– მე -5 მიკრორაიონი (სრულად)

 

– მე -9 მიკრორაიონი (სრულად)

 

მტკვრის მარცხენა სანაპირო (სრულად)

 

ჭყონდიდელის დასახლება (სრულად)

 

– საწარმოო ზონა (სრულად – ლუდის კომბინატი, ფოლადკონსტრუქციების ქარხანა, სავენტილაციო ნაკეთობების ქარხანა, მეტალურგიული კომბინატი, ცემენტის ქარხანა, ქიმბოჭკოს და აზოტის ქარხნები);

შუალედური ზონა

– კულტურისა და დასვენების პარკი (სრულად)

პერიფერიული ზონა

I ქვეზონა

 

ტყე-ჭალა (სრულად)

 

– მდინარე მტკვრის მომიჯნავედ განლაგებული ტერიტორიები და ტყე-ჭალები (სრულად)

II ქვეზონა

– სასაფლაოს ტერიტორია (სრულად) და მის გარშემო დარჩენილი ტერიტორიები

 

დანართი 3

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირა

 

ზონის/ქვეზონის დასახელება

საწყისი წლიური ქირა 1 კვ.მ/ლარი

ცენტრალური ზონა

I ქვეზონა

1,35

II ქვეზონა

1,25

შუალედური ზონა

1,00

პერიფერიული ზონა

I ქვეზონა

0,90

II ქვეზონა

0,80