დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის, ტერიტორიის ზონირების დამტკიცების და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №137 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 164 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი რუსთავი |
| მიღების თარიღი | 29/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/07/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.160.016147 |
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს
დადგენილება №164
2012 წლის 29 ივნისი
ქ . რუსთავი
„სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის , ტერიტორიის ზონირების დამტკიცების და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №137 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -2 0 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის , ტერიტორიის ზონირების დამტკიცების და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №137 დადგენილებაში (სსმ 01.02.2012 200140030.35.160.016120) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-3 მუხლით დამტკიცებული დანართი 2 – „ქალაქ რუსთავის ტერიტორიის ზონირება“ ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით.
ბ) დადგენილების 31 მუხლით დამტკიცებული დანართი შეიცვალოს თანდართული სქემატური რუკით და 3 1 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„31. დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის ტერიტორიის ზონირების სქემატური რუკა (დანართი 4).“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ . გურგენიძე
დანართი 2
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიის ზონირება
| ცენტრალური ზონა |
| I ქვეზონა |
|
– „თვითმმართველი ქალაქი რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 14 თებერვლის №5685 დადგენილების შესაბამისად,რუსთვის ადმინისტრაციულ საზღვრებში დამატებული ტერიტორია; თბილისი–წითელი ხიდის გზატკეცილი (რუსთავის შემოსასვლელი);
ავტობაზრობა და მის მიმდებარედ განლაგებული მიწის ნაკვეთები;
ქუთაისის მოედნიდან, შარტავას გამზირი, ხალხთა მეგობრობის გამზირი სრულად და მათ მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთები;
ქუთაისის ქუჩა, ლეონიძის ქუჩა, ტაშკენტის ქუჩა, მე-20 და 21–ე მიკრო რაიონებს შორის და მე-7 და მე-8 მიკრო-რაიონებს შორის გამავალი ქუჩები, ლომოურის ქუჩა, მესხიშვილის ქუჩა, დავით აღმაშენებლის გამზირი, ე.წ. „სტამბულის ბაზარის“ ტერიტორია სრულად, თოდრიის ქუჩა, კლდიაშვილის ქუჩები სრულად, ფალიაშვილის ქუჩის დასაწყისი, ცურტაველის ქუჩა სრულად, თბილისის ქუჩა, სანაპიროს ქუჩა, თავგორაშვილის ქუჩა და მათ მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთები;
– მე-6 მიკრორაიონი (სრულად)
– მე-7 მიკრორაიონი (სრულად)
– მე-7ა მიკრორაიონი (სრულად)
– მე-7ბ მიკრორაიონი (სრულად)
– მე-8 მიკრორაიონი (სრულად)
– 21–ე მიკრორაიონი (სრულად)
– მე-20 მიკრორაიონი (სრულად)
– მე-15 მიკრორაიონი (სრულად)
– მე-14 მიკრორაიონ(სრულად)
– მე-17 მიკრორაიონ(სრულად)
– მე-16 მიკრორაიონ(სრულად)
– მე-12 მიკრორაიონ(სრულად)
– მე-19 მიკრორაიონ(სრულად)
– მე-18 მიკრორაიონ(სრულად)
– მე-11 მიკრორაიონ(სრულად)
– მე-5 მიკრორაიონ(სრულად)
– მე-9 მიკრორაიონ(სრულად) – მელიქიშვილის ქუჩის დასავლეთი მხარე, თბილისის ქუჩის ჩრდილოეთი ნაწილი, ალ. ყაზბეგის, იალღუჯის, ვაჟა-ფშაველას და გორის ქუჩები სრულად; ლესელიძის ქუჩა სრულად (ჩიხები და გასასვლელები), ტურგენევის, ტაბიძის, არაგვისპირელის, ერისთავის, ჭონქაძის, ორბელიანის, პუშკინის, სანაპიროს, ქუჩიშვილის, დადიანის, ბესიკის, წულუკიძის ქუჩები სრულად, წულუკიძის შესახვევი; |
| II ქვეზონა |
|
მტკვრის მარცხენა სანაპირო (სრულად)
ჭყონდიდელის დასახლება (სრულად)
– საწარმოო ზონა (სრულად – ლუდის კომბინატი, ფოლადკონსტრუქციების ქარხანა, სავენტილაციო ნაკეთობების ქარხანა, მეტალურგიული კომბინატი, ცემენტის ქარხანა, ქიმბოჭკოს და აზოტის ქარხნები); |
| შუალედური ზონა |
| – კულტურისა და დასვენების პარკი (სრულად) |
| პერიფერიული ზონა |
| I ქვეზონა |
|
ტყე – ჭალა (სრულად)
– მდინარე მტკვრის მომიჯნავედ განლაგებული ტერიტორიები და ტყე – ჭალები (სრულად) |
| II ქვეზონა |
| – სასაფლაოს ტერიტორია (სრულად) და მის გარშემო დარჩენილი ტერიტორიები |
დანართი 4
ქალაქ რუსთავის ტერიტორიის ზონირების სქემატური რუკა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები