სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის, ტერიტორიის ზონირების დამტკიცების და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 184
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
მიღების თარიღი 23/01/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/01/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 06/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.160.016167
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
184
23/01/2013
ვებგვერდი, 25/01/2013
200140030.35.160.016167
სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის, ტერიტორიის ზონირების დამტკიცების და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ
თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/01/2013 - 31/10/2013)

სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის, ტერიტორიის ზონირების დამტკიცების და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ
 
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს

 დადგენილება  №184

2013 წლის 23 იანვარი

ქ. რუსთავი

სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის, ტერიტორიის ზონირების დამტკიცების და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–6 პუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 195 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი განისაზღვროს 50–ის ოდენობით.
მუხლი 2
დამტკიცდეს თვითმმართველ ქალაქ რუსთავში არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ/მ ფართობისათვის ტერიტორიის ზონირების მიხედვით (დანართი  1).
მუხლი 3
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის ტერიტორიის ზონირება (დანართი  2).
მუხლი 4
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის ტერიტორიის ზონირების სქემატური რუკა (დანართი  3).

მუხლი 5
დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირა (დანართი 4).  
მუხლი 6
ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული საქართველოს პრეზიდენტის  2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ/მ ფართობისათვის განისაზღვროს ქალაქი რუსთავის შუალედური ზონისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100%–ის (8,40 ლარი) ოდენობით.
მუხლი 7
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს  2012 წლის  27 იანვრის №137 დადგენილება.

მუხლი 8
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეკახა ბარათაშვილი

დანართი 1
 
თვითმმართველ ქალაქ რუსთავში არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის

ნორმატიული ფასის მაჩვენებლები ზონირების მიხედვით

ზონის დასახელება

1 კვ/მ–ზე გადასახადის

საბაზისო განაკვეთი

საგადასახადო

კოდექსით (ლარი)

C

მაკრომდებარეობის

ინდექსი

Img

ლოკალური

ტერიტორიული

ინდექსი

ITL

მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი

კოეფიციენტი

K

1 კვ/მ მიწის

ნორმატიული ფასი

Cn

ცენტრალური ზონა

I     ქვეზონა

0,24

0,7

1,50

50

12,60

II    ქვეზონა

0,24

0,7

1,45

50

12,18

შუალედური ზონა

0,24

0,7

1,00

50

8,40

პერიფერიული ზონა

I     ქვეზონა

0,24

0,7

0,95

50

7,98

II    ქვეზონა

0,24

0,7

0,90

50

7,56

დანართი 2
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიის ზონირება 

ცენტრალური ზონა

I ქვეზონა

– „თვითმმართველი ქალაქი რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 14 თებერვლის 15685 დადგენილების შესაბამისად, რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში დამატებული ტერიტორია;

–        თბილისი–წითელი ხიდის გზატკეცილი (რუსთავის შემოსასვლელი);

–        ავტობაზრობა და მის მიმდებარედ განლაგებული მიწის ნაკვეთები;

–        ქუთაისის მოედნიდან, შარტავას გამზირი, ხალხთა მეგობრობის გამზირი სრულად და მათ მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთები;

–        ქუთაისის ქუჩა, ლეონიძის ქუჩა, ტაშკენტის ქუჩა, მე–20 და 21–ე მიკრორაიონებს შორის და მე–7 და მე–8 მიკრორაიონებს შორის გამავალი ქუჩები, ლომოურის ქუჩა, მესხიშვილის ქუჩა, დავით აღმაშენებლის გამზირი, ე.წ. „სტამბულის ბაზარის“ ტერიტორია სრულად, თოდრიის ქუჩა, კლდიაშვილის ქუჩები სრულად, ფალიაშვილის ქუჩის დასაწყისი, ცურტაველის ქუჩა სრულად, თბილისის ქუჩა, სანაპიროს ქუჩა, თავგორაშვილის ქუჩა და მათ მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთები;

–   მე–6    მიკრორაიონი  (სრულად)

–   მე–7    მიკრორაიონი  (სრულად)

–   მე–7   მიკრორაიონი  (სრულად)

–   მე–7   მიკრორაიონი  (სრულად)

–   მე–8    მიკრორაიონი  (სრულად)

–   21–ე    მიკრორაიონი  (სრულად)

–   მე–20  მიკრორაიონი  (სრულად)

–  მე–15  მიკრორაიონი (სრულად)

–   მე–14  მიკრორაიონი  (სრულად)

–   მე–17  მიკრორაიონი  (სრულად)

–   მე–16  მიკრორაიონი  (სრულად)

–   მე–12  მიკრორაიონი  (სრულად)

–   მე–19  მიკრორაიონი  (სრულად)

–   მე–18  მიკრორაიონი  (სრულად)

–   მე–11  მიკრორაიონი  (სრულად)

–   მე–5    მიკრორაიონი  (სრულად)

–   მე–9    მიკრორაიონი  (სრულად)

–  მელიქიშვილის ქუჩის დასავლეთი მხარე, თბილისის ქუჩის ჩრდილოეთი ნაწილი, ალ. ყაზბეგის, იალღუჯის, ვაჟა–ფშაველას და გორის ქუჩები სრულად; 

–        ლესელიძის ქუჩა სრულად (ჩიხები და გასასვლელები), ტურგენევის, ტაბიძის, არაგვისპირელის, ერისთავის, ჭონქაძის, ორბელიანის, პუშკინის, სანაპიროს, ქუჩიშვილის, დადიანის, ბესიკის, წულუკიძის ქუჩები სრულად, წულუკიძის შესახვევი;

II ქვეზონა

–        მტკვრის მარცხენა სანაპირო  (სრულად)

–        ჭყონდიდელის დასახლება  (სრულად)

– საწარმოო ზონა (სრულად – ლუდის კომბინატი, ფოლადკონსტრუქციების ქარხანა, სავენტილაციო ნაკეთობების ქარხანა, მეტალურგიული კომბინატი, ცემენტის ქარხანა, ქიმბოჭკოს და აზოტის ქარხნები);

შუალედური ზონა

–   კულტურისა და დასვენების პარკი (სრულად)

პერიფერიული ზონა

I ქვეზონა

–        ტყე – ჭალა (სრულად)

–     მდინარე მტკვრის მომიჯნავედ განლაგებული ტერიტორიები და ტყე – ჭალები (სრულად)

II ქვეზონა

–    სასაფლაოს ტერიტორია (სრულად) და მის გარშემო დარჩენილი    ტერიტორიები

დანართი 3
 ქალაქ რუსთავის ტერიტორიის ზონირების სქემატური რუკა 

დანართი 4
 
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირა

ზონის/ქვეზონის დასახელება

საწყისი წლიური ქირა                                                                                                                                                                       1 კვ.მ/ლარი

ცენტრალური ზონა

I ქვეზონა

1,35

II ქვეზონა

1,25

შუალედური ზონა

1,00

პერიფერიული ზონა

I ქვეზონა

0,90

II ქვეზონა

0,80