ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2012 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

  • Word
ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2012 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/01/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 29/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.162.016087
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2
06/01/2012
ვებგვერდი, 17/01/2012
190020020.35.162.016087
ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2012 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/01/2012 - 27/01/2012)

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2011 წლის 10 იანვარი

ქ. ახმეტა

ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის I პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 1. დამტკიცდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი თანდართული დანართის შესაბამისად.

 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 თებერვლის №3 დადგენილება ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“.

 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.       

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                   ა. მაილაშვილი

 

დანართი

ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

1. მიწის ნორმატიულ ფასს საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს ყოველი წლის თებერვლისა, ადგენს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო.

2. მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის ძირითადი კომპონენტებია: საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი წლიური გადასახადის საბაზისო განაკვეთი – 0.24 ლარი, ქალაქის (თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრის) მაკრომდებარეობის ინდექსი და თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის მინიმალური ოდენობა უდრის 20-ს.

3. მიწის ნორმატიული ფასი დიფერენცირებულია საქართველოს ტერიტორიული ზონების (ქვეზონების) მიხედვით.

4. მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის მეთოდიკა მდგომარეობს შემდეგში: საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების თანდართული ცხრილების შესაბამისად შედგენილია მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესი, რომელიც იანგარიშება შესაბამისი ფორმულის მიხედვით CN=IMG X ITL X C X K, სადაც:

 ა) CN - არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი;

 ბ) IMG - არის შესაბამისი დასახელების მაკრომდებარეობის ინდექსი, რომლის სიდიდეები მოცემულია ბრძანებულების №2 დანართში და შეადგენს - 0,3-ს;

 გ) ITL - არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომლის განსაზღვრა ხდება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მიერ ამ წესის შესაბამისად და ტოლია 1-ის;

 დ) C - არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა - 0.24 ლარის ტოლია.

 ე) K- არის შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მიერ დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის მინიმალური ოდენობა უდრის 20-ს CN=IMG X ITL X C X K=0.3x1x0.24x20=1.44 ლარი.

5. სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის არანაკლებ – 30 პროცენტით, ხოლო დაბისათვის არანაკლებ 50 პროცენტით – 1.44x30%=0.432 ლარი, 1.44x50%=0.72ლარი.

6. დასახლებათა შორის არეალებში ნორმატიული ფასი განისაზღვრება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის არანაკლებ 25 პროცენტით – 1.44x25%=0.36ლარი. აქედან გამომდინარე, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს:

 ქ. ახმეტა – 1.44 ლარი

 სოფლებში – 0.432 ლარი

 არეალებში – 0.36 ლარი

7. დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის არანაკლებ 50 პროცენტით, ანუ ამ ბრძანებულებით დამტკიცებული გზების ბაწარის ნაკრძალი და ზ. ხოდაშენი-ალავერდი-ქვ. ალვანი, აქ ჩამოთვლილ არეალებში გამავალი გზის მონაკვეთებში მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს – 0.72 ლარს.