დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2012 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 55 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/06/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.162.016140 |
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №55
2012 წლის 31 მაისი
ქ. ახმეტა
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2012 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2012 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 იანვრის №2 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 17/01/2012, 190020020.35.162.016087) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 300.500 (სამასი ათას ხუთასი) ლარს.“.
2. მე-7 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) სოციალურად უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის სასურსათო პროდუქტებით დახმარება – 100 ლარი (საახალწლო და სააღდგომო სასურსათო პაკეტი – 50-50 ლარი);“.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები