ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/01/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 27/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.162.016169
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
9
24/01/2013
ვებგვერდი, 29/01/2013
190020020.35.162.016169
ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/01/2013 - 19/04/2013)

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №9

2013 წლის 24 იანვარი

ქ. ახმეტა

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

   ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა აუცილებელ ღონისძიებად მიიჩნევს მუნიციპალური სოციალური პროგრამის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც სოციალურად დაუცველი ჯგუფები მიიღებენ ფულად და სხვა სახის დახმარებას. პროგრამის განხორციელების მიზანია საერთო სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა და უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება.

  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ და ,,ღ“ ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
დამტკიცდეს ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამა და მისი ბიუჯეტი“ (დანართი №1; დანართი №2).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2012 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 იანვრის №2 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 17/01/2012, 190020020.35.162.016087).
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარეზაქარია ქინქლაძე



დანართი №1
ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამა

მუხლი 1. პროგრამის სახელწოდება
წინამდებარე პროგრამის სახელწოდებაა ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა“.

მუხლი 2. პროგრამის განხორციელების ვადა
პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

მუხლი 3. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 285100 (ორას ოთხმოცდახუთი ათას ასი) ლარს.

მუხლი 4. პროგრამის დაფინანსების წყარო
პროგრამის დაფინანსება ხორციელდება ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან. 

მუხლი 5. სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფები
ა) ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახები, რომლებიც არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის  არა უმეტეს 80000;

    ბ) ეკონომიურად და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება (2013 წლის 1 ივნისიდან - გარდა მშობიარობის ხარჯებისა);

    გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები;

    დ) უდედმამო ბავშვები;

    ე) 95 წლის ასაკს გადაცილებული პირები;

    ვ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები;

    ზ) სოციალურად უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობა;

    თ) ხანძრით და სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა ოჯახები;

    ი) უპატრონო მიცვალებული;

    კ) დიდი სამამულო ომის ვეტერანები;

    ლ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთში) მუდმივად მცხოვრები ოჯახები;

   მ)  ა(ა)იპ ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის“ უფასო სასადილოს დაფინანსება.


მუხლი 6. სოციალური დახმარების ოდენობა
 ა) ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახებისთვის – 100 ლარი (ერთჯერადად);

   ბ) ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებულ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება (2013 წლის 1 ივნისიდან - გარდა მშობიარობისა) - ღირებულების 50 %, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა;

   გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (16 წლამდე) – 100 ლარი (სააღდგომო კალათი – 50 ლარი, საახალწლო კალათი – 50 ლარი);

   დ) უდედმამო ბავშვები (16 წლამდე) – 200 ლარი (100 ლარი სასკოლო ნივთების შესაძენად, სააღდგომო და საახალწლო კალათებისათვის –  50-50 ლარი);

   ე) 95 წლის ასაკს გადაცილებულ პირთა დახმარება – 100 ლარი (ერთჯერადად);

   ვ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახები - 250 ლარი;

   ზ) სოციალურად უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის სასურსათო პროდუქტებით დახმარება (საახალწლო სასურსათო პაკეტი) – 50 ლარი;

   თ) ხანძრითა ან/და სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა ოჯახი –  500 ლარი;

   ი) უპატრონო მიცვალებული – 200 ლარი;

   კ) დიდი სამამულო ომის ვეტერანთა სადღესასწაულო და სარიტუალო ხარჯები:

   კ.ა. 9 მაისის დღესასწაულისათვის – 204 ლარი; 

   კ.ბ. სარიტუალო ხარჯისათვის –  250 ლარი;

   ლ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთში) მცხოვრები ოჯახები – 100 ლარი (სასურსათო პაკეტები  საახალწლოდ და სააღდგომოდ –  50-50 ლარი);

   მ) უფასო კვების ობიექტი – 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარი (მისი დაფინანსება მოხდება ახმეტის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად).


მუხლი 7. სოციალური დახმარების გაცემის წესი
1. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სოციალური დახმარების კომისია.

   2. სოციალური დახმარების კომისიის გადაწყვეტილება მტკიცდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით.

   3. სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა გამოიყოფა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, თითოეული მუხლის მიხედვით, ერთჯერადად, ამ პროგრამის შესაბამისად.

   4. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენისას მოქალაქეს დახმარებას უწევს გამგეობის კულტურის, სპორტის, სოციალურ და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური, ხოლო წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სოციალურ საკითხთა კომისია.

   5. სოციალურად დაუცველი პირი ან ოჯახი, რომელიც სოციალური დახმარების მისაღებად, ერთდროულად აკმაყოფილებს ამ პროგრამის რომელიმე მუხლის მოთხოვნას, დახმარებას მიიღებს ყველა შესაბამისი მუხლის მიხედვით.

  6. სტაციონარული მკურნალობის დაფინანსების (თანადაფინანსების), მოქალაქეთა ერთჯერადი სოციალური დახმარებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სოციალური დახმარების კომისია.

   7. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მომსახურე ბანკში წარმოდგენილი სიის საფუძველზე ან მოქალაქის მიერ გახსნილ საბანკო ანგარიშზე.

   8. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში თანხა ჩაირიცხება ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან/და კანონიერ წარმომადგენელზე.

   9. პირმა დახმარების მისაღებად ბანკში უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა.


მუხლი 8. პროგრამის განხორციელების შედეგი
პროგრამის განხორციელების შედეგი იქნება:

   ა) საერთო სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა;

   ბ) უკიდურესად გაჭირვებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.


მუხლი 9. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა
პროგრამის ბენეფიციარები პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ინფორმირებული იქნებიან შემდეგი გზით:

   ა)ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები;

   ბ) მუნიციპალიტეტის რწმუნებულები.


მუხლი 10. პროგრამის შეფასება
განხორციელებული სოციალური პროგრამის ეფექტურობის დადგენის მიზნით 2013 წლის დეკემბერში ახმეტის მუნიციპალიტეტი არასამთავრობო სექტორთან ერთად ჩაატარებს პროგრამის შეფასებას. შეფასებისათვის ძირითადი განმსაზღვრელი იქნება შემდეგი კრიტერიუმები:

   ა) სოციალური დახმარების სხვადასხვა ფორმით მოცული მოსახლეობის რაოდენობა განსაზღვრული კრიტერიუმის მიხედვით;

   ბ) სამიზნე ჯგუფების ინფორმირებულობა;

   გ) დახმარების მიღების პროცესის სიმარტივე და ვადები.



დანართი №2
ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამის ბიუჯეტი

 

პროგრამის დასახელება

 

ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა

სოციალური დახმარების მოცულობა (ლარებში)

ერთ პირზე/ოჯახზე

სულ

1

2

3

4

5

 

1

ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახები

 

618

 

100

 

61800

 

2

სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება ღირებულების 50%-ით

 

 

                   1000

 

 

 

3

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (16 წლამდე)

 

33

საახალწლოდ - 50

 

             1650

 

სააღდგომოდ - 50

             1650

 

სულ - 100

სულ - 3300

 

 

4

 

უდედმამო ბავშვები (16 წლამდე ასაკის)

 

14

საახალწლოდ -50

 

700

 

  სააღდგომოდ -50

 

700

სულ - 100

სულ - 1400

 

5

95 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა დახმარება

15

100

1500

 

6

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები

 

8

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს (26 მაისს) - 250

 

2000

 

7

 

 

 ა) სამამულო ომის ვეტერანების

 სადღესასწაულო დახმარება

 

 

25

 

 

9 მაისისთვის -204

 

 

5100

 

 

 ბ) სამამულო ომის ვეტერანთა

 სარიტუალო ხარჯები

 

 

20

 

გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახის ფულადი დახმარება - 250

 

5000

 

8

 

სოციალურად უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის სასურსათო პაკეტით დახმარება

 

30

 

საახალწლოდ - 50

 

 

1500

 

 

9

ოჯახები, რომელთაც სტიქიური უბედურების (ხანძარი, ქარიშხალი, წყალდიდობა და ა. შ.) შედეგად დაუზიანდათ საცხოვრებელი ფართობის 50% ან მეტი

 

20

 

500

 

10000

 

10

უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი

 

5

 

200

 

1000

 

11

სასურსათო პაკეტი მაღალმთიანი რეგიონის (თუშეთი) მუდმივად მცხოვრებთათვის

 

25

საახალწლოდ - 50

 

1250

სააღდგომოდ - 50

 

1250

სულ - 100

სულ - 2500

 

 

12

აიპ ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის“ უფასო სასადილოს დაფინანსება

200

450

90000

 

 

 

 

სულ - 285.100