დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გუდაურის განვითარების ფონდის მიერ გუდაურის სამთო–სათხილამურო კურორტის სეზონის პერიოდში გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის განმსაზღვრელი ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35.35.1487 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 27/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111228050, 29/12/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.37.101.016100 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/12/2011 - 02/02/2012)
ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება №35.35.1487
2011 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის სეზონის პერიოდში გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის განმსაზღვრელი ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 321 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. დამტკიცდეს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის წესი და მისი დანართი.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერი გ. უგულავა
ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტიs სეზონის პერიოდში გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობ ის განსაზღვრის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის (შემდგომში „ფონდი“) მიერ წესდებისა და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გაწეული მომსახურებისათვის დაწესებულ ი საფასუ რის (შემდგომში – საფასური) განაკვეთებს და მათი გადახდის ზოგად წესს.
მუხლი 2. საფასურის ცნება
საფასური არის „ფონდის“მიერ სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში გაწეული მომსახურებისათვის დადგენილი გადასახდელი.
მუხლი 3. საფასურის ოდენობის განსაზღვრა
1. საფასური შემოღება და მისი ოდენობის განსაზღვრა ხდება ამ წესით.
2. ამ წესითა და სხვა ნორმატიული აქტებით პირდაპირ გაუთვალისწინებელი მომსახურებისათვის, თუ მომსახურების განხორციელება არ წარმოადგენს ფონდის ვალდებულებას, საფასურის ოდენობა შეიძლება დადგინდეს შესაბამისი ხელშეკრულებით, ქ. თბილისის მთავრობის თანხმობის საფუძველზე.
3. ამ წესით დადგენილი საფასური მოიცავს მომსახურების გაწევისათვის საჭირო ყველა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებს (მათ შორის: გადასახადებს).
მუხლი 4. საფასურის ოდენობა, სახეები, საფასურის გადახდის წესი და პირობები
1. საფასურის ოდენობა და სახეები დადგენილია ამ წესის დანართის მიხედვით.
2. წესის დანართში ფასები მოცემულია ლარებში, დღგ-ს ჩათვლით.
3. ამ წესის ფარგლებში ფასების ოდენობის განსაზღვრისას მოქმედებს შემდეგი პირობები:
ა) ზრდასრული პირი – 16 წლის და ზევით ასაკის მქონე ფიზიკური პირი.
ბ) ბავშვი – 16 წლამდე ასაკის მქონე ფიზიკური პირი .
მუხლი 5. საფასურის უკან დაბრუნების წესი
მომსახურების გადახადილი საფასური უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
დანართი
გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტი – სეზონის პრაის ლისტი
| ბილეთის ტიპი | ბარათის ტიპი | ვიზიტორთა კატეგორია | ||
| ბავშვი | ზრდასრული | |||
| ერთი გარბენი | ძირითადი ბარათი | 5 | 5 | |
|
|
|
|
| |
| სკოლა |
| 12 | 20 | |
| 1 დღე | ძირითადი ბილეთი | 20 | 30 | |
|
|
|
|
| |
| 3-დღე | ძირითადი ბილეთი | 57 | 84 | |
| 4-დღე | ძირითადი ბილეთი | 74 | 112 | |
| 5-დღე | ძირითადი ბილეთი | 91 | 137 | |
| 6-დღე | ძირითადი ბილეთი | 107 | 160 | |
| 7-დღე | ძირითადი ბილეთი | 116 | 174 | |
| 8-დღე | ძირითადი ბილეთი | 131 | 197 | |
| 9-დღე | ძირითადი ბილეთი | 146 | 219 | |
| 10-დღე | ძირითადი ბილეთი | 160 | 240 | |
| 14-დღე | ძირითადი ბილეთი | 221 | 332 | |
| სეზონი | აბონემენტი | 300 | 500 | |
| სასრიალო მილი (1 -საათიანი ბილეთი) | ძირითადი ბარათი | 10 | 15 | |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები