დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის სეზონის პერიოდში გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის განმსაზღვრელი ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №35.35.1487 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 04.07.86 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 02/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.37.101.016105 |
ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება №04.07.86
2012 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის სეზონის პერიოდში გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის განმსაზღვრელი ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №35.35.1487 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის სეზონის პერიოდში გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის განმსაზღვრელი ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №35.35.1487 (გამოქვეყნების თარიღი: ვებგვერდი, 111228050, 29/12/2011) დადგენილებით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის სეზონის პერიოდში გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობის განსაზღვრის წესში და დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:
„მუხლი 4 1. საფასურისგან განთავისუფლება
1. ამ წესით დადგენილი საფასურისგან თავისუფლდებიან შემდეგი პირები:
ა) სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები;
ბ) დაბა გუდაურის საშუალო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები;
გ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები გუდაურის ტერიტრიაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს;
დ) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვეტერან მოთხილამურეთა კლუბის წევრები;
ე) საქართველოს სათხილამური ფედერაციის ცენტრალური აპარატის თანამშრომლები და ნაკრების წევრები;
ვ) საქართველოს „სნოუ ბორდის“ ფედერაციის თანამშრომლები და ნაკრების წევრები;
თ) გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებულ მთაზე მომუშავე ორგანიზაციები.
2. ქ. თბილისის მერიის ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე, სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდი უფლებამოსილია გარკვეული იურიდიული და ფიზიკური პირები გაათავისუფლოს ამ წესით დადგენილი მომსახურების საფასურისაგან.
3. სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდი უფლებამოსილია გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მთაზე მომუშავე ადგილობრივ მწვრთნელებზე განახორციელოს ამ წესით დადგენილი მომსახურების განვადებით სარგებლობა, სეზონურ ბილეთებთან დაკავშირებით.
4. სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდი უფლებამოსილია განახორციელოს სპეციალური მომსახურების კორპორატიული პაკეტების შემუშავება და სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის მათი შეთავაზება.
5. ქ. თბილისის მერიის სისტემის თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის სეზონის აბონიმენტის საფასური განისაზღვრება 200 (ორასი) ლარის ოდენობით. “.
2. შევიდეს ცვლილება დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის წესის დანართის სათაურში და სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის სეზონური მომსახურების სტანდარტული პაკეტი“.
3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერი გ .უგულავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები