დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის სეზონის პერიოდში გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის განმსაზღვრელი ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №35.35.1487 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33.08.1166 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 04/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/12/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.37.101.016136 |
|
„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის სეზონის პერიოდში გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის განმსაზღვრელი ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №35.35.1487 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის სეზონის პერიოდში გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის განმსაზღვრელი ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №35.35.1487 (გამოქვეყნების თარიღი: ვებგვერდი, 111228050, 29/12/2011) დადგენილებით დამტკიცებულ ,,ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის სეზონის პერიოდში გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობის განსაზღვრის წესში” (შემდგომში - წესი) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) ამოღებულ იქნეს 41 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი; ბ) 41 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. სტუდენტებისთვის სეზონის აბონემენტის საფასური განისაზღვრება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.“. გ) ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლი; დ) წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 მუხლი: „მუხლი 6. სათხილამურო ტრასების გაქირავების მომსახურების საფასური 1. სსიპ - გუდაურის განვითარების ფონდი უფლებამოსილია სათხილამურო სეზონის პერიოდში დროებით გააქირავოს სათხილამურო ტრასები, ასევე მის მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული ტექნიკა. 2. სათხილამურო ტრასების გაქირავების მომსახურების საფასური განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ა) სამოყვარულო სათხილამურო ტრასის 1 სრული/არასრული საათით გაქირავების საფასური სამუშაო დღეს 500 ლარი; ბ) სამოყვარულო სათხილამურო ტრასის 1 სრული/არასრული საათით გაქირავების საფასური არასამუშაო დღეს 1500 ლარი; გ) სამოყვარულო სათხილამურო ტრასის მთელი დღით გაქირავების საფასური სამუშაო დღეს - 2500 ლარი; დ) სამოყვარულო სათხილამურო ტრასის მთელი დღით გაქირავების საფასური არასამუშაო დღეს - 4000 ლარი; ე) თოვლის სატკეპნი ტექნიკის 1 სრული/არასრული საათით გაქირავების საფასური - 200 ლარი.“. ე) „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის სეზონის პერიოდში გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის განმსაზღვრელი ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №35.35.1487 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული დანართის რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი 1
|
გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტი – სეზონური მომსახურების სტანდარტული პაკეტი, სეზონის დაწყებიდან 10 მარტამდე
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი 2
|
გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის სეზონური მომსახურების სტანდარტული პაკეტი, 10 მარტიდან სეზონის დასრულებამდე
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები