ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

  • Word
ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 35.13.1465
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 27/12/2011
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111228044, 29/12/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 05/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.37.101.016094
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
35.13.1465
27/12/2011
ვებგვერდი, 111228044, 29/12/2011
040030000.37.101.016094
ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/12/2011 - 19/04/2012)

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №35.13.1465

 2011 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

ალაქ თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის, ,,საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის და 321 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

 1. ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს მიენიჭოს უფლებამოსილება ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელით მიიღოს გადაწყვეტილება:

  ა) სამეზობლო საზღვრის მხარეს ნაკვეთების საზღვრიდან 3.0 მეტრზე ნაკლებ მანძილზე ღიობის მოწყობის შესახებ;

 ბ) შენობის/ნაგებობის ნაწილებისა და არქიტექტურული დეტალების საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში ისეთი შეჭრის შესახებ, რაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საჭიროებს საზოგადოებრივი სივრცის მესაკუთრის თანხმობას;

გ) სამეზობლო საზღვარზე ღობის განთავსების ან/და მოშლის შესახებ;

 დ) საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე ან/და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობის მონტაჟის ან/და არსებულ შენობა-ნაგებობაზე სამუშაოების წარმოების შესახებ, რომლისთვის გამოსაყენებელი ტერიტორია არ აღემატება 6 კვადრატულ მეტრს, გარდა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

 ე) თუ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული წარმოადგენს სამშენებლო მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეს;

 ვ) ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის აუცილებელი გზისათვის გამოყენების შესახებ.

 2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურის ფარგლებში ან/და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით დადგენილი პროცედურების განხორციელებისას, ცალკე ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის გარეშე.

 3. ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს მიენიჭოს უფლებამოსილება მიიღოს გადაწყვეტილება ქალაქ თბილისში I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების ასაშენებლად მშენებლობის ნებართვის საჭიროების თაობაზე, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით.

 4. დადგენილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერი                                                                                                    გ. უგულავა