დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბერის №35.13.1465 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11.01.356 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 19/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/04/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.37.101.016111 |
ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება №11.01.356
2012 წლის 19 აპრილი
ქ. თბილისი
„ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №35.13.1465 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, ,,საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 231 მუხლისა და 321 მუხლის საფუძველზე,
ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. „ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბერის №35.13.1465 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დადგენილების პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) „ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილების 38-ე მუხლით განსაზღვრული შენობის/ნაგებობის ნაწილებისა და არქიტექტურული დეტალების საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში ისეთი შეჭრის შესახებ, რაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საჭიროებს საზოგადოებრივი სივრცის მესაკუთრის თანხმობას;“;
ბ) დადგენილების პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე ან/და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობის მონტაჟის ან/და არსებულ შენობა-ნაგებობაზე სამუშაოების წარმოების შესახებ, რომლისთვის გამოსაყენებელი ტერიტორია არ აღემატება 6 კვადრატულ მეტრს, გარდა ქ. თბილისის მთავრობის ,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ“ 2011 წლის 28 ოქტომბრის №30.15.1214, 2011 წლის 11 ოქტომბრის №28.30.1133, 2011 წლის 21 ოქტომბრის №29.35.1169 და 2012 წლის 13 თებერვლის №05.30.139 დადგენილებებით განსაზღვრული ტერიტორიებისა;“;
გ) დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება მშენებლობის ნებართვის გაცემაზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემაზე, პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით დადგენილი პროცედურების განხორციელებისას, ცალკე ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის გარეშე.“.
2. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერი გ . უგულავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები