ქალაქ თბილისის საკრებულოს, ქალაქ თბილისის მერიისა და ქალაქ თბილისის მთავრობის ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ქალაქ თბილისის საკრებულოს, ქალაქ თბილისის მერიისა და ქალაქ თბილისის მთავრობის ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20-113
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/12/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.101.016096
20-113
30/12/2014
ვებგვერდი, 05/01/2015
010260030.35.101.016096
ქალაქ თბილისის საკრებულოს, ქალაქ თბილისის მერიისა და ქალაქ თბილისის მთავრობის ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20-113

2014 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისის საკრებულოს, ქალაქ თბილისის მერიისა და ქალაქ თბილისის მთავრობის ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ძალადაკარულად გამოცხადდეს ქალაქ თბილისის საკრებულოს, ქალაქ თბილისის მერიისა და ქალაქ თბილისის მთავრობის შემდეგი ნორმატიულ-სამართლებრივი აქტები:


1. ა) ,,ქ. თბილისში გამწვანებული ტერიტორიებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებაზე კონტროლისა და ზარალის ანაზღაურების წესის გამკაცრების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2002 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება №6-4;

 ბ) ,,ქ. თბილისის მერის სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2006 წლის 24 თებერვლის  გადაწყვეტილება №3-13;

 გ) ,,ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს  №9-62  გადაწყვეტილება;

დ) ,,ქ.თბილისის საზოგადო მოღვაწეთა საბურთალოს პანთეონში დაკრძალვის წესის შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2000 წლის  1 მარტის  გადაწყვეტილება №3-9;

  ე) ,,ქ. თბილისში ადგილობრივი სატენდერო მოსაკრებლის      შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის თაობაზე“  ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება  №3-30;

 ვ) ,,საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვისა  და ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის გაერთიანებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2009 წლის 15 იანვრის ბრძანება №10;

ზ) ,,ქალაქ თბილისში სოციალური საცხოვრისის საკითხთა შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №45;

 თ),,ქალაქ თბილისის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2009 წლის 18 ივნისის  ბრძანება №32;

ი) ,,ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2012 წლის 5 ოქტომბრის  დადგენილება №25.11.957;

კ) ,,ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №35.13.1465;

ლ) ,,M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 26 ნოემბრის  დადგენილება №29.01.1433;

 მ) ,,ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” დამატებითი ეტაპის გამოცხადებისა და მისი განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 15 აპრილის დადგენილება №08.38.321;

ნ) ,,ქ. თბილისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დამტკიცების  შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2009 წლის 24 თებერვლის დადგენილება  №05.10.119;

ო) ,,ქ. თბილისის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას ჩამორთმეული სამართალდარღვევის საგნების (საქონლის) განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ  თბილისის  მთავრობის 2011  წლის 11 ნოემბრის  დადგენილება №31.09.1265;

  პ) „სადაზღვევო კომპანიების, ქალაქ თბილისის მერიის და სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ქალაქ თბილისის მოსახლეობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების ასანაზღაურებელი ღირებულების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2012 წლის 4 იანვრის დადგენილება №01.01.01. 

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი