დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2012 წლის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

  • Word
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2012 წლის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/12/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 03/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.169.016068
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
34
26/12/2011
ვებგვერდი, 30/12/2011
280120000.35.169.016068
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2012 წლის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/12/2011 - 28/02/2012)

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2011 წლის 26 დეკემბერი

ქ. დედოფლისწყარო

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2012 წლის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის და 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2012 წლის პროგრამა და პროგრამის ბიუჯეტი (დანართი 1 – პროგრამა და დანართი 2 – ბიუჯეტი – დადგენილებას თან ერთვის).

2. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსება მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში.

3 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

4 . დადგენილების გასაჩივრება შეიძლება დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში (ქ. დედოფლისწყარო, ჰ. გონაშვილის ქ.№2) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე ლ . ბაღაშვილი  

                                                                                                                                               დანართი 1

                       დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის

               მინიმალური სოციალური დახმარების 201 2 წლის პროგრამა

თავი I

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის ზოგადი მიმოხილვა

    მუხლი 1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2012 წლის პროგრამა (შემდგომში – „პროგრამა“) განსაზღვრავს დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე დახმარების გაცემის პირობებს 2012 წლის განმავლობაში.

    მუხლი 2. პროგრამის აქტუალობა

1.საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად ითვლება;

2.სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების მიუხედავად, სოციალური ფონი არასასურველია. დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას;

3.სერიოზული და ანგარიშგასაწევია მძიმე სოციალური მდგომარეობით გამოწვეული უარყოფითი გავლენა მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

   მუხლი 3. პროგრამის მიზანი

 პროგრამის მიზანია:

1.აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება;

2.სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა;

3.სოციალური დახმარების პრიორიტეტების გამოკვეთა;

4.მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის რეაბილიტაციისა და გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა;

5.ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა დახმარება;

6.მარტოხელა დედების, მრავალშვილიანი ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვა.

7.ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით , სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებულებისათვის და ოჯახებისათვის, რომელთა ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, დახმარების გაწევა;

8.უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეთა ჩართვა უფასო კვების ობიექტებში;

9.სოციალური დახმარების პროგრამაში ვეტერანთა ინტერესების გათვალისწინება.

    მუხლი 4. პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებები

პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებებია:

1. სამართლებრივი საფუძვლების შექმნა;

2. მიზნობრივი პროგრამული მართვის პრინციპებზე გადასვლა;

3. სოციალური დახმარების ტექნოლოგიების სრულყოფა და განახლება;

4. სოციალური სტატისტიკის მოწესრიგება, იდენტიფიკაცია და მონაცემთა ბაზის ფორმირება;

5. სოციალური სამსახურის სხვა სამსახურებთან კონტაქტის გაღრმავება;

6. მონიტორინგი და შეტყობინების ეფექტური ფორმის დანერგვა;

7. ანალიზი და საინფორმაციო უზრუნველყოფა.

თავი II

 სოციალური დახმარების პრიორიტეტები და სოციალური ღონისძიებები

    მუხლი 5. სოციალური დახმარების პრიორიტეტები

სოციალური დახმარების პრიორიტეტებია:

1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა ოჯახი;

2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (ინვალიდი) ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი;

3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი;

4. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონულ განყოფილებაში, ორივე მშობელი რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ბავშვი დაიბადა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სტაციონარში ან, დედის ჯამრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარ, ბავშვი დაიბადა სხვა სტაციონარში;

5. მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე) ბავშვი;

6. მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი;

7. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული, დაჭრილი და დაზარალებული (დევნილი) ოჯახი;

8. ხანძრით, მიწისძვით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებულები და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს , რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონულ განყოფილებაში და სარეიტინგო ქულა 150 000 და ნაკლებია;

9. მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახი;

10.უპატრონო მიცვალებული.

    მუხლი 6. სოციალური ღონისძიებები

სოციალური ღონისძიებებია:

1. უფასო კვების ობიექტის დაფინანსება;

2. ონკოლოგიური, გადაუდებელი (ურგენტული), ონკოლოგიურ და გადაუდებელ (ურგენტულ) შემთხვევებთან დაკავშირებული მაგნიტურ - რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფიის – როგორც ექიმის დანიშნულებით წინასაოპერაციო გამოკვლევის და გეგმური სტაციონარული მკურნალობის დაფინანსება (თანადაფინანსება);

3. სოციალურად დაუცველი ოჯახების სათბოი შეშით უზრუნველყოფა ;

4. სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვა.

თავი III

სოციალური დახმარების დაფინანსება, ბიუჯეტი, რეალიზაციის ვადა, საჭირო დოკუმენტაცია და დახმარების ოდენობა

    მუხლი 7. სოციალური დახმარების დაფინანსება

სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსების წყაროა მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისათვის გათვალისწინებულია 412000 (ოთხას თორმეტი ათასი) ლარი.

    მუხლი 8. მინიმალური სოციალური დახმარების ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა

მინიმალური სოციალური დახმარების ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა განისაზღვრება პროგრამის დანართის შესაბამისად (დანართი 2 დადგენილებას თან ერთვის).

    მუხლი 9. სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო დოკუმენტაცია

სოციალური დახმარების გასაცემად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:

1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა ოჯახი:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობა;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარების დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა;

დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან;

ე) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.

2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (ინვალიდი) ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობა;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობა;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარების დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა;

ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან;

ვ) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.

3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი:

ა) განცხადება;

ბ) მშობლის (მეურვის) პირადობის მოწმობა;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობა;

დ) მშობლის ან მშობლების გარდაცვალების მოწმობ(ებ)ა;

4. ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან;

ვ) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.

ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი:

ა) განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობები;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობა;

დ) ცნობა სტაციონარიდან ბავშვის დაბადების შესახებ;

ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან.

5. მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) ბავშვი:

ა) განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობა;

დ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობ(ებ)ა;

ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან;

ვ) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.

6. მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი:

ა) განცხადება;

ბ) მშობლის პირადობის მოწმობა;

გ) მშობლის დაბადების მოწმობა;

დ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობ(ებ)ა;

ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან;

ვ) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.

7.  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული, დაჭრილი და დაზარალებული (დევნილი) ოჯახი:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობა;

გ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან.

8. ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებულები და ოჯახები, რომელთა ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობა;

გ) ცნობა ხანძრის, მიწისძვრის, ბუნებრივი კატასტროფის, სხვა განსაკუთრებული შემთხვევის და სიცოცხლისათვის საშიში ავარიული სახლის შესახებ შესაბამისი სამსახურიდან;

დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან.

9. მეორე მსოფლიო ომის გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახი:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობა;

გ) ვეტერანის მოწმობა;

დ) ვეტერანის გარდაცვალების მოწმობა;

ე) ტერიტორიულ ორგანოებში გამგეობის რწმუნებულის ცნობა.

10. უპატრონო მიცვალებული:

ა) ტერიტორიულ ორგანოში მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულის მომართვა;

    მუხლი 10. სოციალური დახმარების ოდენობა

1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა ოჯახი8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად;

2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (ინვალიდი) ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად;

3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი , რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი არასრულწლოვანი ბავშვი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად;

4. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი , რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი – 12 (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად;

5. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოში, ორივე მშობელი რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ბავშვი დაიბადა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სტაციონარში ან დედის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ბავშვი დაიბადა სხვა სტაციონარში – 300 ლარი;

6. მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასკის ბავშვი) – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად;

7. მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ორი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასკის ბავშვი) – 12 (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად;

8. მარტოხელა დედა, რომესაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი არასრულწლოვანი ბავშვი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად;

9. მარტოხელა დედა, რომესაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი – 12 (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად;

10. ხანძრით, მიწისძვით და ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებულები და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს – 50 ლარი ყოველთვიურად, ბინის ქირის დასაფარად;

11. მეორე მსოფლიო ომის გადაცვლილი ვეტერანის ოჯახი – 250 ლარი;

12. უპატრონო მიცვალებული – 200 ლარი.

    მუხლი 11. სოციალური ღონისძიებების დაფინანსება

1. უფასო კვების ობიექტების დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.

2. ონკოლოგიური, გადაუდებელი (ურგენტული), ონკოლოგიურ და გადაუდებელ (ურგენტულ) შემთხვევებთან დაკავშირებული მაგნიტურ - რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფიის – როგორც ექიმის დანიშნულებით წინასაოპერაციო გამოკვლევის და გეგმიური სტაციონარული მკურნალობის დაფინანსების (თანადაფინანსების) შესახებ გადაწყვეტილებას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით დადგენილი წესის საფუძველზე, იღებს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სოციალური დახმარების კომისია.

3. სოციალური დახმარების კომისიის გადაწყვეტილება მტკიცდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით.

თავი IV

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 12. სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმი

სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმია:

1. სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა გამოიყოფა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად.

2. სოციალური დახმარების მისაღებად მოქალაქის მიერ წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.

3. მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ (ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად) დახმარება ჩაირიცხება მომსახურე ბანკში, მოქალაქის მიერ გახსნილ ან სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის ანგრიშზე.

4. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, თანხა გაიცემა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან მეურვეზე.

5. მოქალაქემ დახმარების მისაღებად ბანკში უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა.

6. ახალდაბადებულ ბავშვიან ოჯახზე დახმარება გაიცემა ბავშვის დაბადებიდან ერთი თვის ვადაში.

7. სოციალური დახმარება II თავის მე-5 მუხლით განხაზღვრულ კატეგორიებზე (გარდა მე-4, მე-7, მე-9 და მე-10 პუნქტებისა) გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახემწიფო პროგრამის ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 150 000 და ნაკლებია.

    მუხლი 13. სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები

სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები არიან:

1. საორგანიზაციო ნაწილში – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;

2. საფინანსო ნაწილში – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური.

    მუხლი 14. პროგრამის განხორციელების ვადა

პროგრამის განხორციელების ვადაა 2012 წლის 01 იანვარი – 31 დეკემბერი.

    მუხლი 15. პროგრამის რეალიზაციის საინფორმაციო უზრუნველყოფა

პროგრამის რეალიზაციის შესახებ მოსახლეობას პერიოდულად ეცნობება პრესისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით.

    მუხლი 16. პროგრამის შეფასების კრიტერიუმები

პროგრამის შეფასების კრიტერიუმებია:

1.  მინიმალური სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა;

2.  დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად პროგრამაში ჩართვის მაქსიმალურობა;

3.  დაგეგმილი და ფაქტიური მონაცემების შესაბამისობა;

4.  სოციალური დახმარების გაცემის ვადები.

    მუხლი 17. პროგრამის განხორციელების შედეგი

პროგრამის განხორციელების შედეგი იქნება:

1. სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა;

2. უკიდურესად გაჭირვებული ფენის შემცირებისათვის ხელშეწყობა;

3. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება;

4. მძიმე სოციალური პირობების გავლენის შემცირება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე;

5. სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიკუთვნებული პირების მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბება.

                                                                                                                                     დანართი 2

    დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 201 2 წლის მინიმალური სოციალური                                       დახმარების ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა

დასახელება

ბენეფიციართა

სავარაუდო

რაოდენობა

სოციალური დახმარების

 მოცულობა (ლარი)

რეალიზაციის ვადა

ერთ ბენეფიციარზე ან ოჯახზე

სულ

1

I. უფასო კვების ობიექტის დაფინანსება

 

 

170000

ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად

2

II. ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯი

16

250

4000

 

 

III. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება

 

 

238000

 

 

ა) ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს ერთი არასრულწლოვანი ბავშვი

35

8 ლარი ყოვეთვიურად

3360

პროგრამის შესაბამისად

 

) ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი

25

12 ლარი ყოველთვიურად

3600

პროგრამის შესაბამისად

 

) I ჯგუფის ინვალიდი

110

12 ლარი ყოველთვიურად

10560

პროგრამის შესაბამისად

 

) ინვალიდი ბავშვი

25

8 ლარი ყოვეთვიურად

2400

პროგრამის შესაბამისად

 

) მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს ერთი არასრულწლოვანი ბავშვი

40

8 ლარი ყოვეთვიურად

3840

პროგრამის შესაბამისად

 

) მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი

15

12 ლარი ყოველთვიურად

2160

პროგრამის შესაბამისად

 

) მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი

40

8 ლარი ყოვეთვიურად

3840

პროგრამის შესაბამისად

 

თ) მრავაშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ორი მაინც არის არასრულწლოვანი

110

12 ლარი ყოველთვიურად

15840

პროგრამის შესაბამისად

 

) ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი

160

300

48000

პროგრამის შესაბამისად

 

) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული, დაჭრილი და დაზარალებული (დევნილი) ოჯახების დახმარება

 

 

3000

პროგრამის შესაბამისად

 

) უპატრონო მიცვალებული

3

200

600

პროგრამის შესაბამისად

 

) სტაციონარული მკურნალობის , მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფიის – როგორც ექიმის დანიშნულებით წინასაოპერაციო გამოკვლევის დაფინანსება (თანადაფინანსება)

 

 

113800

პროგრამის შესაბამისად

 

) ხანძრით, მიწისძვით , ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებულები და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს

 

50 ლარამდე ყოველთვიურად

7000

პროგრამის შესაბამისად

 

ო)სოციალურად დაუცველი მოქალაქეების სათბობი

შეშით უზრუნველყოფა

 

 

20000

 

 

სულ

 

 

412000

 

 

 

8. 27/04/2018 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 43 - ვებგვერდი, 03/05/2018 7. 26/12/2012 - მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება - 37 - ვებგვერდი, 28/12/2012 6. 19/11/2012 - მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება - 33 - ვებგვერდი, 21/11/2012 5. 03/09/2012 - მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება - 26 - ვებგვერდი, 10/09/2012 4. 01/08/2012 - მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება - 25 - ვებგვერდი, 02/08/2012 3. 09/07/2012 - მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება - 23 - ვებგვერდი, 17/07/2012 2. 30/05/2012 - მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება - 20 - ვებგვერდი, 05/06/2012 1. 28/02/2012 - მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება - 12 - ვებგვერდი, 06/03/2012