დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2012 წლის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/06/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.35.169.016088 |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №20
2012 წლი ს 30 მაისი
ქ. დედოფლისწყარო
,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2012 წლის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ “ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
1. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2012 წლის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ “ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 დეკემბრის №34 დადგენილების დანართ 1-ში შეტანილ იქნ ეს შემდეგი ცვლილება:
ა) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 დეკემბრის №34 დადგენილებით დამტკიცებულ „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2012 წლის პროგრამის“ II თავის მე-6 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი:
„5. შრომითი მოვალეობის შერულებისას, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მოსამსახურეების ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.“
ბ) III თავის მე-11 მუხლის მე - 2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ონკოლოგიური, გადაუდებელი (ურგენტული), ონკოლოგიურ და გადაუდებელ (ურგენტულ) შემთხვევებთან დაკავშირებული მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფიის – როგორც ექიმის დანიშნულებით წინასაოპერაციო გამოკვლევის, გეგმური სტაციონარული მკურნალობის დაფინანსების (თანადაფინანსების) და შრომითი მოვალეობის შე სრულებისას, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მოსამსახურეების ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილებას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით , დადგენილი წესის საფუძველზე, იღებს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სოციალური დახმარების კომისია.“ .
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ლ. ბაღაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები