დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოში რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 488 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111223043, 26/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 460080000.10.003.016648 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/12/2011 - 08/02/2012)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №488
2011 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოში რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1. „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ ე“ ქვე პუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს თანდართული საქართველოში რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა.
მუხლი 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ასიგნებების ასა ხვის მიზნით, რათა უზრუნველყოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთვის თანდართული პროგრამით გათვალისწინებული 20, 5 მლნ ლარის ეტაპობრივად გამოყოფა.
მუხლი 3. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი თანხის განაწილება ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში.
მუხლი 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
საქართველოში რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა 2012-2016 წლებისათვის
საქართველოში რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრებისათვის, სამომავლო და უკეთესი წარმატებების მიღწევის მიზნით, მაქსიმალურ ხელშეწყობას.
სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის შედეგად რაგბის საერთაშორისო საბჭო (IRB) 2013-2016 წლებში ახალ ოთხწლიან ციკლში საქართველოს მიანიჭებს ახალ სტატუსს – High Performance Union და, შესაბამისად, გაზრდის ქართული რაგბის დაფინანსებას, უზრუნველყოფს მაღალი დონის გუნდებთან საქართველოს ნაკრების თამაშებს.
სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად კვლავ რჩება საქართველოს ქვეყნის შიდა ჩემპიონატის განვითარება. ასევე, დაფინანსების პროგრამის თანახმად, დიდი ყურადღება მიექცევა ბავშვებში რაგბის განვითარებას.
სახელმწიფო პროგრამა, ისევე როგორც 2008-2011 წლებში, კვლავ გახდება საფუძველი იმისა, რომ უფრო მეტი სპონსორი გამოიჩენს ინტერესს რაგბისადმი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში რაგბის შემდგომ განვითარებას და უკეთესი სპორტული შედეგების მიღწევას.
პროგრამის მიზანია:
1. 2015 წლის მსოფლიო თასზე გასვლა და უკეთესი შედეგის მიღწევა.
2. 2016 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურის მოსაპოვებლად შვიდკაცა ნაკრების მომზადება.
3. ასაკობრივი ნაკრებების მომზადება, მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირებში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა.
4. უცხოელი სპეციალისტების მოზიდვა.
5. საქართველოს ჩემპიონატის დონის შემდგომი ამაღლება (სპორტული განვითარება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა, ფორმატის დახვეწა).
6. ბავშვთა რაგბის მასშტაბური განვითარება.
ქართული რაგბის განვითარების დაფინანსების ცხრილი (ლარებით)
| დასახელება | 2012 წ. | 2013 წ. | 2014 წ. | 2015 წ. | 2016 წ. | ||
| სრკ-ის საბაზო საპროგრამო დაფინანსება | 4 000 000 | 4 200 000 | 4 300 000 | 5 000 000 | 500 000 | ||
| 7-კაცა ნაკრების მზადება (სრკ-ის დამატებითი დაფინანსება) |
| 500 000 | 500 000 | 500 000 |
| ||
|
|
| ||||||
| მსოფლიო თასის წელი (სრკ-ის დამატებითი დაფინანსება) |
|
|
| 1 000 000 |
| ||
| ჯამური წლიური დაფინანსება | 4 000 000 | 4 700 000 | 4 800 000 | 6 500 000 | 500 000 | ||
|
| სულ | 20 500 000. | |||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები