დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №488 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 460080000.10.003.016716 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №43
2012 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოში რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №488 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №488 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2011, 460080000. 10.003.016648) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული საქართველოში რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა (შემდგომში – პროგრამა).“.
2. დადგენილების მე‑2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ასიგნებების ასახვის მიზნით, რათა უზრუნველყოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთვის თანდართული პროგრამით გათვალისწინებული 20,5 მლნ ლარის ეტაპობრივად გამოყოფა ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის №1 დანართის მიხედვით.“.
3. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:
„მუხლი 31. 2012–2016 წლებში უმაღლესი ლიგის გუნდების საბაზო და საპრიზო ფონდი განაწილდეს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის №2 დანართის მიხედვით.“.
4. დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის „ქართული რაგბის განვითარების დაფინანსების ცხრილი“ ამოღებულ იქნეს.
5. დადგენილებით დამტკიცებულ პროგრამას დაემატოს შემდეგი შინაარსის №1 და №2 დანართები:
„დანართი №1
ქართული რაგბის განვითარების დაფინანსების ცხრილი (ლარებით)
|
დასახელება | თანხა (ლარებით) წლების მიხედვით |
სულ | ||||
| 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | ||
| საქართველოში რაგბის განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების დაფინანსება (ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების, ქალთა და ბავშვთა რაგბის, საქართველოს ჩემპიონატების, სარაგბო აკადემიის, ეროვნულ და ასაკობრივ ჩემპიონატებში მონაწილე გუნდების მხარდაჭერა, შეკრებებისა და შეჯიბრებების ხარჯები, დაზღვევა/ლიცენზირება, მსაჯთა და მწვრთნელთა მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, სპორტული ინვენტარის შეძენა, ხელფასების და მივლინების ანაზღაურება, სასკოლო პროგრამები და სხვ.) |
3,000,000 |
3,200,000 |
3,300,000 |
5,000,000 |
|
14,500,000 |
| კლუბების საბაზო და საპრიზო ფონდი | 1,000,000 | 1,500,000 | 1,500,000 | 1,500,000 | 500,000 | 6,000,000 |
| სულ: | 4,000,000 | 4,700,000 | 4,800,000 | 6,500,000 | 500,000 | 20,500,00. |
დანართი №2
საბაზო და საპრიზო ფონდის გადანაწილება 2012-2016 წლების ჩემპიონატის შედეგების მიხედვით
|
| საბაზო | საპრიზო | ჯამი | |
| უმაღლესი ლიგა | I ადგილი | 100,000 | 98,000 | 198,000 |
| II ადგილი | 100,000 | 89,000 | 189,000 | |
| III ადგილი | 100,000 | 80,000 | 180,000 | |
| IV ადგილი | 100,000 | 75,000 | 175,000 | |
| V ადგილი | 100,000 | 56,000 | 156,000 | |
| VI ადგილი | 100,000 | 45,000 | 145,000 | |
| VII ადგილი | 100,000 | 32,000 | 132,000 | |
| VIII ადგილი | 100,000 | 25,000 | 125,000 | |
| IX ადგილი | 100,000 | – | 100,000 | |
| X ადგილი | 100,000 | – | 100,000 | |
| სულ: | 1,000,000 | 500,000 | 1,500,000.“. | |
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები