დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №488 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 193 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 460080000.10.003.017812 |
|
„საქართველოში რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №488 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №488 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2011, 460080000. 10.003.016648) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული საქართველოში რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა (შემდგომში – პროგრამა).“. 2. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ასიგნებების ასახვის მიზნით, რათა უზრუნველყოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთვის თანდართული პროგრამით გათვალისწინებული 42 373 968 (ორმოცდაორი მილიონ სამას სამოცდაცამეტი ათას ცხრაას სამოცდარვა) ლარის ეტაპობრივად გამოყოფა ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის №1 დანართის მიხედვით.“. 3. დადგენილების 31 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 31. 2012-2016 წლებში უმაღლესი და პირველი ლიგების გუნდების საბაზო დაფინანსება და საპრიზო ფონდი განაწილდეს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის №2 დანართის მიხედვით.“. 4. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 მუხლი: „მუხლი 32. 2014-2016 წლებში უმაღლესი და პირველი ლიგების გუნდების საბაზო დაფინანსების ოდენობა (თითოეულ გუნდზე) განისაზღვროს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთვის ა(ა)იპ - საქართველოს რაგბის კავშირის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე.“. 5. დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის №1 და №2 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
,,დანართი №1
|
ქართული რაგბის განვითარების დაფინანსების ცხრილი (ლარებში)
დანართი №2
საბაზო დაფინანსებისა და საპრიზო ფონდის გადანაწილება 2012-2016 წლების ჩემპიონატების მიხედვით (ლარებში)
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები