სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ

სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5366-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111220006, 20/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 430060000.05.001.016510
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5366-IIს
06/12/2011
ვებგვერდი, 111220006, 20/12/2011
430060000.05.001.016510
სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (25/05/2012 - 08/07/2015)

საქართველოს კანონი

სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია მოაწესრიგოს საქართველოში სპეციალური პროფესიული განათლების განხორციელების პროცეს , და ადგ ს სპეციალური პროფესიული განათლების მიღების წეს და განსაზღვრ ს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუს .

    მუხლი 2. სპეციალური პროფესიული განათლების სამართლებრივი საფუძვლები

სპეციალური პროფესიული განათლების სამართლებივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ , ეს კანონი და საქართველოს სხვა ნორმატიულ აქტები.

    მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ კანონ ში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სპეციალური პროფესიული განათლება – განათლება, რომლის მიზანია პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებში მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის მომზადება ;

ბ) (ამოღებულია25.05.2012, №6300) ;

გ) ინსტრუქტორი – პირი, რომელიც ასწავლის მსმენელს თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ -ჩვევების განვითარების მიზნით ;

დ) მსმენელი – პირი, რომელიც სწავლობს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით;

ე) სპეციალური პროფესიული მომზადება სწავლების პროცესი, რომლის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების საქმიანობის სფეროში ძირეული სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ -ჩვევების გამომუშავება ;

ვ) გადამზადება – სწავლების პროცესი, რომლის მიზანია ადრე მიღებული ცოდნისაგან განსხვავებული სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ -ჩვევების გამომუშავება, რაც განპირობებულია სპეციალური პროფესიული საქმიანობის სპეციფიკის შეცვლის აუცილებლობით;

ზ) კვალიფიკაციის ამაღლება – სწავლების პროცესი, რომლის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების საქმიანობის სფეროში სპეციალური პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ დამატებით სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ -ჩვევების დახვეწა .

საქ ართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6300 ვებგვერდი, 12.06.2012წ.

    მუხლი 4. სპეციალური პროფესიული განათლების მიზნები

საქართველოში სპეციალური პროფესიული განათლების მიზნებია:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მოსამსახურეთა გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;

გ) სპეციალური პროფესიული განათლების სფეროში სწავლის სისტემის განვითარება.

 

თავი II . სპეციალური პროფესიული განათლების მიღების წესი და სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამ

    მუხლი 5. სპეციალური პროფესიული განათლების მიღების უფლება

სპეციალური პროფესიული განათლებ ის მიღ ები უფლება აქვს ყველას , გარდა იმ პირებისა, რომლებიც , საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად , არ მიიღებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებში.

    მუხლი 6. (ამოღებულია)

საქ ართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6300 ვებგვერდი, 12.06.2012წ.

    მუხლი 7. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

1. სპეციალური პროფესიული საგნმანათლებლო პროგრამა ხორციელდება იმ ძირითადი საკითხების შესწავლის მიზნით, რომლებიც აუცილებელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მოსამსახურეთათვის დაკისრებული მოვალეობ ების შესასრულებლად და უფლებების განსახორციელებლად.

2. სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამს შეიმუშავებს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება.

3. სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამზე მსმენელ ის ჩარიცხვის წესს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

 

    მუხლი 8. მსმენელის შეფასება

1. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს მსმენელის სამართლიანი და დადგენილი კრიტერიუმებით შეფასება.

2. მსმენელ ის შეფასების სისტემას და კრიტერიუმებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება.  

 

თავი III. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, ორგანიზაცი ულ-სამართლებრივი ფორმა და საქმიანობა

    მუხლი 9. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა

1. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია (შემდგომ – აკადემია).

2. აკადემია:

ა) ახორციელებს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლებას ;

ბ) პროფესიული განვითარებისათვის, სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და დახვეწის მიზნით ახორციელებს გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებით სწავლებას ;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს სპეციალური პროფესიული მომზადების და გადამზადების შესაბამისი სასწავლო კურსების ორგანიზებასა და განხორციელებას.

    მუხლი 10. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა

სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა ხორციელდება მისი წესდების (დებულების) შესაბამისად.

    მუხლი 11. ინსტრუქტორი

თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით მსმენელ სწავლის ინსტრუქტორი , რომელსაც უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ან შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

    მუხლი 12. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სოციალურ-სამართლებრივი ვალდებულებები

1. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია სწავლის მიმდინარეობისას დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნას ჯანმრთელობის და სიცოცხლისათვის უსაფრთხო გარემო.

2. საჭიროებიდან გამომდინარე, სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დამატებით სოციალურ-სამართლებივ ვალდებულებებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

    მუხლი 13. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი        მ . სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 6 დეკემბერი.

№5366- II

შეტანილი ცვლილებები:

1. საქ ართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6300 ვებგვერდი, 12.06.2012წ.