„სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

„სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4083-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 430060000.05.001.019345
4083-რს
22/12/2018
ვებგვერდი, 28/12/2018
430060000.05.001.019345
„სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

„სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06.07.2018, სარეგისტრაციო კოდი: 430060000.05.001.018909) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი   1.   „სპეციალური   პროფესიული   განათლების   შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 430060000.05.001.016510) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სპეციალური პროფესიული განათლება – განათლება, რომლის მიზანია პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის მომზადება;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სპეციალური პროფესიული მომზადება − სწავლების პროცესი, რომლის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ძირეული სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების გამომუშავება;“;

გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) კვალიფიკაციის ამაღლება – სწავლების პროცესი, რომლის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სპეციალური პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ დამატებითი სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების დახვეწა.“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. სპეციალური პროფესიული განათლების მიზნები

საქართველოში სპეციალური პროფესიული განათლების მიზნებია:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;

გ) სპეციალური პროფესიული განათლების სფეროში სწავლის სისტემის განვითარება.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. სპეციალური პროფესიული განათლების მიღების უფლება

სპეციალური პროფესიული განათლების მიღების უფლება აქვს ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ მიიღებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.“.

4. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება იმ ძირითადი საკითხების შესწავლის მიზნით, რომლებიც აუცილებელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთათვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად და მათთვის მინიჭებული უფლებების განსახორციელებლად.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავენ შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.“.

5. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა

1. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია (შემდგომ – აკადემია) და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დანაყოფი/დაწესებულება.

2. აკადემია, დანაყოფი/დაწესებულება:

ა) ახორციელებს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლებას;

ბ) პროფესიული განვითარების, სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და დახვეწის მიზნით ახორციელებს გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებით სწავლებას;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს სპეციალური პროფესიული მომზადებისა და გადამზადების შესაბამისი სასწავლო კურსების ორგანიზებასა და განხორციელებას.“.

6. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჭიროებიდან გამომდინარე, სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დამატებით სოციალურ-სამართლებრივ ვალდებულებებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავენ შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.“.“.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.   

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

ქუთაისი,

22 დეკემბერი 2018 წ.

N4083-რს