დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5366-IIს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 06/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111220006, 20/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430060000.05.001.016510 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ
ამ კანონის მიზანია მოაწესრიგოს საქართველოში სპეციალური პროფესიული განათლების განხორციელების პროცესი, დაადგინოს სპეციალური პროფესიული განათლების მიღების წესი და განსაზღვროს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი.
მუხლი 2. სპეციალური პროფესიული განათლების სამართლებრივი საფუძვლები
სპეციალური პროფესიული განათლების სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტები.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3446 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
ამ კანონ ში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სპეციალური პროფესიული განათლება – განათლება, რომლის მიზანია პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის მომზადება;
ბ) (ამოღებულია – 25.05.2012, №6300) ;
გ) ინსტრუქტორი – პირი, რომელიც ასწავლის მსმენელს თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული
უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით;
დ) მსმენელი – პირი, რომელიც სწავლობს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით;
ე) სპეციალური პროფესიული მომზადება − სწავლების პროცესი, რომლის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ძირეული სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების გამომუშავება;
ვ) გადამზადება – სწავლების პროცესი, რომლის მიზანია ადრე მიღებული ცოდნისაგან განსხვავებული სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაც განპირობებულია სპეციალური პროფესიული საქმიანობის სპეციფიკის შეცვლის აუცილებლობით;
ზ) კვალიფიკაციის ამაღლება – სწავლების პროცესი, რომლის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სპეციალური პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ დამატებითი სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების დახვეწა.
საქ ართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6300 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3958 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2615 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4083 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
მუხლი 4. სპეციალური პროფესიული განათლების მიზნები
საქართველოში სპეციალური პროფესიული განათლების მიზნებია:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
გ) სპეციალური პროფესიული განათლების სფეროში სწავლის სისტემის განვითარება.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3958 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2615 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4083 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
მუხლი 5. სპეციალური პროფესიული განათლების მიღების უფლება
სპეციალური პროფესიული განათლების მიღების უფლება აქვს ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ მიიღებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2615 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4083 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
საქ ართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6300 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
მუხლი 7. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
1. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება იმ ძირითადი საკითხების შესწავლის მიზნით, რომლებიც აუცილებელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთათვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად და მათთვის მინიჭებული უფლებების განსახორციელებლად.
2. სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას შეიმუშავებს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება.
3. სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავენ შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3958 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2615 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4083 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
1.სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს მსმენელის სამართლიანი და დადგენილი კრიტერიუმებით შეფასება.
2.მსმენელის შეფასების სისტემასა და კრიტერიუმებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება.
1. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებია:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია (შემდგომ − აკადემია);
[ ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემია (შემდგომ − აკადემია); (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან)]
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო (შემდგომ − სააგენტო);
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დანაყოფი/დაწესებულება;
დ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დანაყოფი/დაწესებულება;
ე) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია (შემდგომ – სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია).
2. აკადემია, სააგენტო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დანაყოფი/დაწესებულება, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დანაყოფი/დაწესებულება:
ა) ახორციელებს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლებას;
ბ) პროფესიული განვითარების, სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და დახვეწის მიზნით ახორციელებს გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებით სწავლებას;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს სპეციალური პროფესიული მომზადებისა და გადამზადების შესაბამისი სასწავლო კურსების ორგანიზებასა და განხორციელებას.
საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2615 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4083 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
მუხლი 10. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა
სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა ხორციელდება მისი წესდების (დებულების) შესაბამისად.
თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით მსმენელს ასწავლის ინსტრუქტორი, რომელსაც უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ან შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
მუხლი 111. პერსონალისთვის დადგენილი შეზღუდვა
სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.
მუხლი 12. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სოციალურ-სამართლებრივი ვალდებულებები
1.სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია სწავლის მიმდინარეობისას დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნას ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უსაფრთხო გარემო.
2.საჭიროებიდან გამომდინარე, სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დამატებით სოციალურ-სამართლებრივ ვალდებულებებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავენ შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.
ამ კანონით განსაზღვრული სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის მარეგულირებელი ნორმები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უზრუნველსაყოფად ვრცელდება აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიაზე, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამას, ასევე სათანადო სასწავლო პროგრამას ან კურსს.
საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1210 – ვებგვერდი, 17.12.2025წ.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 6 დეკემბერი.
№5366- IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები