თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა–პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა–პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 141
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი 30/11/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111205005, 06/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016093
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
141
30/11/2011
ვებგვერდი, 111205005, 06/12/2011
010250020.35.123.016093
თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა–პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (06/12/2011 - 30/01/2015)

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს

დადგენილება №141

2011 წლის 30 ნოემბერი

. ქუთაისი 

თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესი დამტკიცების შესახებ

ქალაქ ქუთაისის საკრებულო აღნიშნავს, რომ ქალაქ ქუთაისის მერიის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილ იქნა თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესი, რომლის მიღება ხელს შეუწყობს ქალაქ ქუთაისში სარიტუალო მომსახურების მოწესრიგებას.

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის          მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

 დამტკიცდეს თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესი დანართის შესაბამისად.

/დანართი დადგენილებას

თან ერთვის/

    მუხლი 2

დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე       ა.ხვადაგიანი

 დანართი

თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესი

    მუხლი 1. ზოგადი ნაწილი

წინამდებარე წესი განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობის, მოვლა-პატრონობის, სარიტუალო მომსახურების, სასაფლაოების დახურვისა და ახალი სასაფლაოების გახსნის წესებს.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. წარმოდგენილ წესში ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

) სასაფლაომიწის ნაკვეთი, რომელიც განკუთვნილია და გამოიყენება ადამიანის ნეშტის დასაკრძალავა;

) საქალაქო სასაფლაოთვითმმართველი ქალაქის ქუთაისის ტერიტორიაზე მდებარე ან ადმინისტრაციული საზღვრის ფარგლებს გარეთ ქალაქ ქუთაისის ითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელსაც ქალაქ ქუთაისის საკრებულოს განკარგულებით მინიჭებული აქვს სასაფლაოს სტატუსი და რომელიც იმართება ქალაქ ქუთაისის საკრებულოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით;

) კერძო სასაფლაომოწყობილია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და იმართება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ნებისმიერი სხვა იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ;

) პანთეონისაქალაქო სასაფლაო ან მისი ნაწილი, რომელიც განკუთვნილია ცნობილ საზოგადო და გამოჩენილ მოღვაწეთა დასაკრძალავად;

) საფლავი ცალკე გამოყოფილი მიწის ნაკვეთი სასაფლაოზე, რომელზედაც განლაგდება ერთი ან რამდენიმე სამარე;

) სამარემიწის ნაკვეთი სასაფლაოზე, რომელიც გამოიყენება ან განკუთვნილია ერთი ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად;

) საძმო სამარესამარე, რომელშიც დაკრძალულია საომარი მოქმედებების, სტიქიური უბედურების, ეპიდემიის ან რაიმე ბუნებრივი კატაკლიზმის შედეგად დაღუპული რამდენიმე გარდაცვლილის ნეშტი, საფლავებისათვის დადგნილი ნორმების დაცვის გარეშე;

) საოჯახო საფლავიდადგენილი წესით გაცემული მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება ოჯახის წევრების ან/და ოჯახის წევრების თანხმობით, ახლო ნათესავების ნეშტის დასაკრძალავად;

) სარიტუალო საქმიანობაყველა სახის მომსახურება, დაკავშირებული ადამიანის ნეშტის დაკრძალვასთან, დაკრძალვამდე ცხედრის გაპატიოსნებასთან და გარდაცვლილის ხსოვნის უკვდავსაყოფად სარიტუალო, საწარმოო, სანიტარულ მომსახურებასთან;

) ჭირისუფალიგარდაცვლილის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი, ან მის სიცოცხლეში ანდერძით ან სხვა რაიმე სახის დოკუმენტით დასახელებული პიროვნება, რომელიც ახორციელებს დაკრძალვის ცერემონიალს და იხდის მომსახურების ხარჯებს;

) უპატრონო მიცვალებულიმიცვალებული, რომელსაც არ ჰყავს ჭირისუფალი ან რომლის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება, რაც დადასტურებულია შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული ცნობით;

) სასაფლაოს მმართველიკანონმდებლობით დადგენილი წესით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირები ან ფიზიკური პირი, რომლებიც ახორციელებენ სასაფლაოს მოვლა-პატრონობას, მმართველობასა და მომსახურებას;

) საქალაქო სასაფლაოს მმართველითვითმმართველი ქალაქისქუთაისის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასაფლაოების მოვლა-პატრონობას, მმართველობასა და მომსახურებას;

) ძეგლი (საფლავის ქვა) – სასაფლაოზე დამონტაჟებული ქვის, ლითონის ან/და სხვა მასალისაგან დამზადებული გამოსახულება, კონსტრუქცია და .., რომელიც განკუთვნილია გარდაცვლილის ხსოვნის უკვდავსაყოფად;

) საფლავების მომსახურებამომსახურება, რომელსაც დასაფლავებასთან დაკავშირებით ახორციელებს:

) საქალაქო სასაფლაოების შემთხვევაშითვითმმართველი ქალაქის ქუთაისის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი;

) კერძო სასაფლაოების შემთხვევაშიკერძო სასაფლაოს მესაკუთრე;

) დაკრძალვაგარდაცვლილის ნეშტის მიწ მიბარების ცერემონია, რომელიც ხორციელდება რელიგიური წესების, ადათებისა და წეს-ჩვეულებების შესაბამისად. დაკრძალვა ხორციელდება სანიტარული ნორმების დაცვით;

) ზემოდან დაკრძალვაგარდაცვლილის მიწას მიბარების ცერემონია, როდესაც ნეშტი იკრძალება გარდაცვლილის ნეშტზე, ჭირისუფლისა და სასაფლაოს მმართველის შეთანხმებით. სათანადო სანიტარულ-ეპოდემიოლოგიური ნორმების დაცვით;

) საფლავის მეორადი გაცემაადრე არსებული საფლავის წინამდებარე წესით დადგენილი ნორმების შესაბამისად ხელახალი გაცემა;

) მეორადი დაკრძალვაგარდაცვლილის მიწ მიბარება, როდესაც ნეშტი საფლავდება ადრე არსებულ საფლავზე წინამდებარე წესით დადგენილი ნორმების შესაბამისად;

) გადასვენებაგარდაცვლილის ნეშტის მიწ მიბარების ცერემონია, როდესაც ხდება გარდაცვლილის ნეშტის ამოსვენება სამარიდან და სხვა სამარეში დაკრძალვა;

) სასაფლაოს დახურვათვითმმართველი ქალაქისქუთაისის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე შემოღებული სპეციალური რეჟიმი, როდესაც სასაფლაოზე წყდება ახალი საფლავების გამოყოფა;

) სასაფლაოს გაუქმებაქალაქ ქუთაისის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე შემოღებული სპეციალური რეჟიმი, როდესაც სასაფლაოზე წყდება როგორც ახალი, ისე მეორეული დაკრძალვა;

) სასაფლაოს ლიკვიდაციათვითმმართველი ქალაქის ქუთაისის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე ადრე გაუქმებული სასაფლაოს ტერიტორიის ლიკვიდაცია;

) ინფორმაციის გამოცხადებაამ წესების მიზნებისათვის ინფორმაციის გამოცხადება არის ინფორმაციის გამოკვრა საინფორმაციო დაფაზე, ვებგვერდზე, ადგილობრივ ბეჭდვით ორგანოში, ადგილობრივი ტელევიზიით გამოცხადება ან/და სხვა სახით გამოცხადება;

) ოჯახის წევრებიამ წესების მიზნებისათვის ოჯახის წევრები არიან სამოქალაქო კოდექსით დადგენილი პირველი რიგის მემკვიდრეები;

) ახლო ნათესავიამ წესების მიზნებისათვის ახლო ნათესავები არიან სამოქალაქო კოდექსით დადგენილი მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე რიგის მემკვიდრეები;

) საფლავის პასპორტიმფლობელობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სასაფლაოზე საფლავის არსებობას, მის ზუსტ ადგილმდებარეობას, მფლობელს, საფლავში განთავსებული სამარეების ოდენობასა და დაკრძალული ცხედრების ვინაობას. საფლავის პასპორტის ფორმას ამტკიცებს სასაფლაოს მმართველი. საფლავზე მემკვიდრეობის უფლება რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1332- მუხლის შესაბამისად.

    მუხლი 3. ახალი სასაფლაოების გახსნა

1. ახალი სასაფლაო უნდა განლაგდეს, სულ ცოტა, 100 მეტრის დაშორებით საცხოვრებელი შენობებიდან და დასასვენებელი ადგილებიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასაფლაოსთან მიწის ნაკვეთის გამოყოფა (სტატუსის მინიჭება) ხდება უკვე ფაქტობრივად არსებული სასაფლაოს მომიჯნავედ. თვითმმართველი ქალაქისქუთაისის საკრებულოს შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, პანთეონის განლაგებისას ასევე შესაძლებელია არ იქნეს დაცული ამ პუნქტის პირველი წინადადებით განსაზღვრული 100-მეტრიანი შეზღუდვის წესი.

2. ახალი სასაფლაოების მოწყობის პროექტები, სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა, სასაფლაოების ტერიტორიაზე მშენებლობის განხორციელება, მოქმედი სასაფლაოების გაფართოება და რეკონსტრუქცია საჭიროებს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის სამსახურებთან სავალდებულო შეთანხმებას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. სასაფლაოების მოწყობა დაუშვებელია შემდეგ ტერიტორიებზე:

) წყალმომარაგების სათავეების, მინერალური წყლების სანიტარული დაცვის პირველ და მეორე ზონებში, კურორტების პირველ და მეორე ზონებში;

) ტბების, მდინარეების, ხელოვნური წყალსაცავების და სხვა ღია წყალსაცავების სანაპიროებზე, რომლებიც მოსახლეობის მიერ გამოიყენებ სამეურნეო-საყოფაცხოვრებო დანიშნულებით, სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით;

) სასმელი და სამეურნეო დანიშნულების წყლით მომარაგების ცენტრალიზებული სისტემებით დაკავებულ ტერიტორიაზე.

4. სასაფლაოსათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

) არ უნდა იყოს მეწყერულ ზონაში;

) არ უნდა იტბორებოდეს წყალდიდობის შემთხვევაში;

) გრუნტული წყლები უნდა იყოს სულ ცოტა ორი მეტრით დაშორებული მიწის ზედაპირიდან;

) უნდა ჰქონდეს მოხერხებული კეთილმოწყობილი მისასვლელები.

5. სასაფლაოს მოწყობა უნდა განხორციელდეს შესაბამისი წესით დამტკიცებული პროექტის მიხედვით, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნეს:

) დასაფლავებისათვის ნაკვეთების (სექტორების) გამოყოფა და მათი გამოყენების რიგითობა;

) გასასვლელებისა და ფეხით სავალი გზების მიმართულება, ზომები და კეთილმოწყობა;

) მწვანე ნარგავების განთავსება და ხასიათი;

) სასაფლაოს გამწვანება, სასაფლაოს პერიმეტრის გასწვრივ დამცავი მწვანე ნარგავების გაშენება და დეკორატიული ნარგავების დარგვა, ძირითად ხეივნებსა და დაკრძალვის ადგილებში საკმარისი განიავების უზრუნველყოფით;

) სასაფლაოს შესასვლელში საავტომობილო სადგომის მოწობა;

) საფლავებისა და საფლავში სამარეების აღრიცხვა-ნუმერაცია და სხვა.

6. სასაფლაოს ტერიტორია პერიმეტრზე უნდა იყოს შემოზღუდული და დაგეგმილი ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ზედაპირული წყლების სწრაფი დაკლება.

    მუხლი 4. სასაფლაოების მართვა

1. სასაფლაოების მართვას შეიძლება ახორციელებდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან ფიზიკური პირი.

2. სასაფლაო მმართველი ახორციელებს სასაფლაოების მართვასთან, მათ მოვლა-პატრონობასთან, გარდაცვლილის ნეშტის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ქმედებებს.

3. საქალაქო სასაფლაოს მმართველი ვალდებულია განახორციელოს შემდეგი მომსახურება:

) სასაფლაოზე საფლავების (სამარეების) დადგენილი წესით გამოყოფა;

) სასაფლაოზე არსებული ყველა სამარის გათხრა და ამოვსება;

) გარდაცვლილის სამარეში ჩასვენება;

) უპატრონო მიცვალებულის სამარეზე სარეგისტრაციო ფირფიტის დაყენება;

) სასაფლაოს გასასვლელების, ბილიკების, საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილების არსებული ქონების მოვლა-პატრონობა;

) დაინტერესებული პირებისათვის სახელშეკრულებო ურთიერთობების საფუძველზე შესაბამისი მომსახურების გაწევა;

) საფლავის პასპორტის გაცემა ახალი საფლავის გაცემისას.

4. საქალაქო სასაფლაო მმართველის მიერ გაწეული მომსახურების საფასური, ასევე მისი გადახდისაგან გათავისუფლებისა და შეღავათების გაწევის წესი და შემთხვევები განისაზღვრება საქალაქო სასაფლაოს მმართველის დამფუძნებლის მიერ.

5. საქალაქო სასაფლაო მმართველის მიერ გაწეული მომსახურება, რომლის საფასურის დადგენაც წინასწარ შეუძლებელია და გამომდინარეობს ჭირისუფლის (დაინტერესებული პირის) მოთხოვნებიდან ან/და აუცილებლობიდან, განისაზღვრება საქალაქო სასაფლაოს მმართველსა და ჭირისუფალს (დაინტერესებულ პირს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

6. უპატრონო მიცვალებულისა და პანთეონში დაკრძალვის შემთხვევაში საქალაქო სასაფლაოს მმართველს, დამფუძნებლის მოთხოვნით, უფლება აქვს მოახდინოს ერთადგილიანი საფლავის გაცემა უფასოდ.

7. სასაფლაო მმართველმა გარდაცვლილის ნეშტის დაკრძალვასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევისას უნდა დაიცვას რელიგიური და ქვეყანაში არსებული კულტურული ტრადიციები; შესაძლებლობის ფარგლებში გაითვალისწინოს გარდაცვლილის ჭირისუფლის სურვილები.

8. სასაფლაო მმართველი გარდაცვლილის შესახებ უნდა ფლობდეს შემდეგ ინფორმაციას:

) სახელი, გვარი;

) დაბადების და გარდაცვალების დრო;

) იმ ახლობლის სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება გარდაცვლილის დასაფლავების შესახებ და რომელმაც მიმართა სასაფლაო მმართველს.

9. საქალაქო სასაფლაო მმართველს უფლება აქვს მართვაზე დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად:

) ხელშეკრულების საფუძველზე მიიღოს ნებისმიერი შენატანი, ანაზღაურება, ქონება, ფასიანი ქაღალდები ან ნებისმიერი სხვა საკუთრება ან შემოსავალი, რათა წესრიგში იქონიოს ან რაიმე განსაკუთრებული სახით მოუაროს საფლავს, ძეგლს და სხვა;

) შეიძინოს ახალი ქონება, ააშენოს ახალი შენობა-ნაგებობები, რათა გაზარდოს სასაფლაოების მოვლის ეფექტიანობა;

) მოაწესრიგოს სასაფლაოს ტერიტორიაზე ძეგლების, სასაფლაოს ქვების გამოსახულების, საფლავის შემოფარგვლის, მოპირკეთებითი სამუშაოების, გარდაცვლილის ხსოვნისადმი საჭირო სხვა ობიექტების დადგმა-დამონტაების საკითხები ან აკრძალოს ისინი;

) დამფუძნებელს განსახილველად წარუდგინოს სასაფლაოს ეფექტური მართვისათვის საჭირო მომსახურების ახალი სახეებისა და მათი საფასურის ოდენობის შესახებ წინადადებები.

10. საქალაქო სასაფლაოს მმართველს უფლება აქვს საქალაქო სასაფლაოს ტერიტორიაზე წინასწარ დაადგინოს ძეგლების, სასაფლაოების ქვების, გამოსახულების და .. ზომები.

11. საქალაქო სასაფლაოზე საფლავის კეთილმოწყობითი სამუშაოების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ საქალაქო სასაფლაო მმართველის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.

12. საქალაქო სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირის მართვაში შეიძლება იყოს როგორც ახალი სასაფლაოს ტერიტორია, ისე უკვე არსებული სასაფლაო (სასაფლაოები), რის შესახებაც გადაწყვეტილებას სადამფუძნებლო დოკუმენტის ან/და ცალკეული განკარგულების სახით იღებს თვითმმართველი ქალაქისქუთაისის საკრებულო.

13. საქალაქო სასაფლაოების მართვას ახორციელებს მხოლოდ თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის საკრებულოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი.


მუხლი 5. სასაფლაოების მოვლა-პატრონობა

1. სასაფლაოების მოვლა-პატრონობა მოიცავს:

) ბალახის, ბუჩქების და ხეების გაკრეჭას;

) სასაფლაოს ინფრასტრუქტურის /წყალარინების სისტემის, წყლის ქსელების, გზების, შენობების და სხვა/ წესრიგში მოყვანას;

) სასაფლაოების მოვლა-პატრონობისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების და მოწყობილობების შეძენასა და მომსახურებას;

) მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებას და სხვა თანხების გადახდას;

) მიცვალებულის ნეშტის დასაფლავებისა და გადაადგილებისათვის საჭირო მომსახურებას;

) სასაფლაოს ტერიტორიის (გასასვლელები, ბილიკები, საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილები) მორწყვას, რეგულარულ დაგვა-დასუფთავებას, მწვანე ნარგავების კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებას და სხვა.

2. საქალაქო სასაფლაო მმართველი საფლავის მოვლა-პატრონობას ახორციელებს მხოლოდ საფლავის მფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

3. საქალაქო სასაფლაო მმართველი საკუთარი ხარჯებით საფლავის მოვლა-პატრონობას ახორციელებს მხოლოდ საფლავის მეორადი გაცემის მიზნით.

4. საქალაქო სასაფლაოთა ტერიტორიის საზოგადოებრივი ადგილების მოვლა-პატრონობას საქალაქო სასაფლაოს მმართველი ახორციელებს საკუთარი ხარჯებით.

    მუხლი 6. საფლავების ექსპლუატაცია. დაკრძალვა

1. ყოველი გარდაცვლილის დაკრძალვა ხდება ცალკე სამარეში, გარდა ზემოდან დაკრძალვის შემთხვევისა. ყოველ სამარეზე გაანგარიშებული და გამოყოფილ უნდა იქნეს 2,5 კვ.მდე ფართობის ტერიტორია.

2. საფლავებს შორის დაშორება უნდა იყოს გრძელ მხარეებს შორის 0,5–დან 0,8 მეტრამდე, ხოლო მოკლე მხარეებს შორის არ უნდა იყოს 0,5 მეტრზე ნაკლები.

3. სამარის სიღრმე არ უნდა იყოს 1,2 მეტრზე ნაკლები (ადგილობრივი ნიადაგისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით). გარდაცვლილ ჩვილ ბავშვთა ან ადრე გარდაცვლილის ნეშტის დასაფლავებისას, სამარე შესაბამისად შეიძლება შემცირდეს. ყოველ სამარეზე უნდა მოეწყოს მისი ბორცვი.

4. გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვისას მიწის შრე გვამზე საფლავისზედა ყრილის ჩათვლით უნდა იყოს სულ ცოტა 1 მეტრი.

5. საძმო საფლავებში ნეშტის დაკრძალვა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი წესების დაცვით.

6. გარდაცვლილთა დასაფლავების ადგილამდე გადატანა, როგორც წესი, ხორციელდება კუბოთი, უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში დაკრძალვისათვის დამზადებულ სპეციალურ ყუთში.

7. ნეშტის გადასვენების შემთხვევაში სამარე მაშინვე უნდა ამოივსოს და მიწის ზედაპირს ჩაუტარდეს დაგეგმარება.

8. ცხედრის დაკრძალვა შეიძლება გარდაცვალების მოწმობის სასაფლაოს მმართველთან წარმოდგენის შემდეგ. გამონაკლის შემთხვევაში უქმე დღეების გამო ან სხვა რაიმე საპატიო მიზეზით გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, მიცვალებულის დაკრძალვა შესაძლებელია გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ან ექსპერტის დასკვნის საფუძველზე იმ პირობით, რომ ჭირისუფალი წარმოადგენს გარდაცვალების მოწმობას მაქსიმუმ ერთი კვირის მანძილზე.

9. სასაფლაოს მმართველი ვალდებულია საფლავის გაცემისას დაამზადოს და გასცეს საფლავის პასპორტი.

10. საქალაქო სასაფლაოზე ადრე გაცემულ საფლავებზე საფლავის პასპორტის დამზადება არის ნებაყოფლობითი და საფლავის მფლობელის იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემთხვევაში, იგი გაიცემა ჭირისუფლის განცხადების საფუძველზე მმართველის მიერ.

11. ჭირისუფალი ვალდებულია სასაფლაოთა მმართველს გარდაცვლილის შესახებ მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები:

) სახელი, გვარი;

) დაბადების და გარდაცვალების დრო;

) გარდაცვალების მოწმობა.

12. საქალაქო სასაფლაოსათვის ან მისი თავისუფალი (გამოუყენებელი) ნაწილისათვის პანთეონის სტატუსის მინიჭება და მოქმედი პანთეონის დახურვა ხორციელდება ქალაქ ქუთაისის საკრებულოს ადმინისტრაციული აქტით.

13. პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვის შესახებ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით გადაწყვეტილებას იღებს თვითმმართველი ქალაქისქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, გამოჩენილ პირთა პატივგების საქალაქო კომისიის წარდგინების საფუძველზე.

14. გარდაცვლილთა სხვა სამარეში გადასვენება შესაძლებელია მხოლოდ გარდაცვლილის ოჯახის წევრებისა და სასაფლაოს მმართველის შეთანხმებით, სათანადო სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვით.

15. ჭირისუფლის მიერ, საფლავის სასაფლაოს მმართველისათვის ჩაბარების შემთხვევაში, მისი მეორადი გაცემა დაიშვება ჩაბარებიდან არანაკლებ ერთი თვის გასვლის შემდეგ.

16. ჭირისუფლის მხრიდან უკვე გაცემულ საფლავზე ფართის მიმატების მოთხოვნისას სასაფლაო მმართველს უფლება აქვს გასცეს თანხმობა, თუ:

) მოთხოვნის დაკმაყოფილებისას საფლავის მთლიანი ფართი არ აღემატება ამ წესებით განსაზღვრულ მაქსიმალურ ფართს;

) დაცულია საფლავებს შორის დაცილების ამ წესებით განსაზღვრული ნორმები.

17. საფლავის წინასწარი გაცემა დასაშვებია მხოლოდ საოჯახო (საგვარეულო) საფლავის დანიშნულებით.

    მუხლი 7. საქალაქო სასაფლაოს საფლავი

1. საქალაქო სასაფლაოს საფლავი შეიძლება იყოს:

) სტანდარტული საფლავი;

) საძმო საფლავი.

2. სტანდარტული საფლავებია:

) ერთადგილიანი – 3 კვ.;

) ორადგილიანი – 6 კვ.;

) სამადგილიანი – 9 კვ..;

) ოთხადგილიანი – 12 კვ..

3. სტანდარტულ საფლავზე მეტი ზომის საფლავი შეიძლება გაიცეს, მაგრამ არა უმეტეს 21 კვადრატული მეტრისა. გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქალაქო სასაფლაო მმართველის გადაწყვეტილებით.

4. საქალაქო სასაფლაოზე გაცემულ საფლავზე, როგორც წესი, ხდება ოჯახის წევრების ან/და მათი თანხმობით ახლო ნათესავის დასაფლავება.

5. ცხედრის კონკრეტულ საქალაქო სასაფლაოზე დაკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეუძლიათ მიიღონ:

) გარდაცვლილის მიერ მის სიცოცხლეში ანდერძით, სათანადო ხელშეკრულებით ან/და სხვა რაიმე წერილობითი დოკუმენტით დასახელებულმა პირმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

) გარდაცვლილის მეუღლემ;

) გარდაცვლილის სრულწლოვანმა შვილებმა (ნაშვილებმა);

) გარდაცვლილის მშობლებმა (მშვილებლებმა);

) გარდაცვლილის ახლო ნათესავმა.

6. ცხედრის ამოსვენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეუძლიათ მიიღონ ოჯახის წევრებმა, ასეთის არარსებობის შემთხვევაში მისმა ახლო ნათესავებმა.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილ პირებს შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში კონკრეტულ საქალაქო სასაფლაოზე დაკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება საქალაქო სასაფლაო მმართველის მიერ.

9. საქალაქო სასაფლაოზე სამარის გათხრის უფლება აქვს მხოლოდ საქალაქო სასაფლაო მმართველს, დამფუძნებლის მიერ განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის საფუძველზე. გამონაკლის შემთხვევაში, სამარის გათხრა შესაძლებელია განხორციელდეს საქალაქო სასაფლაოს მმართველის მიერ საკუთარი ხარჯებით. დაუშვებელია საქალაქო სასაფლაოზე სამარის გათხრა სხვა პირის მიერ.

10. გარდაცვლილის დაკრძალვის შემდეგ ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნულ პირთან მისი თანხმობის შემთხვევაში საქალაქო სასაფლაოს მმართველმა შეიძლება დადოს ხელშეკრულება საფლავის მოვლა-პატრონობასა და მომახურებაზე. საქალაქო სასაფლაო მმართველი ვალდებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ პირებს წინასწარ წარუდგინოს გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი და ფასები.

    მუხლი 8. საფლავის მეორადი გაცემისა და ზემოდან დაკრძალვის წესი

საფლავის მეორადი გაცემა ან/და ზემოდან დაკრძალვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ჭირისუფლის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობით.

    მუხლი 9. საქალაქო სასაფლაოს დახურვა, გაუქმება და ლიკვიდაცია

1. საქალაქო სასაფლაოზე ახალი საფლავის ადგილების შევსების შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია ახალი საფლავების გამოყოფა, საქალაქო სასაფლაოთა მმართველის მიმართვის საფუძველზე, დამფუძნებელი იღებს გადაწყვეტილებას საქალაქო სასაფლაოს დახურვის შესახებ. დახურულ სასაფლაოზე შესაძლებელია მხოლოდ საფლავების მეორადი გაცემა.

2. საქალაქო სასაფლაოზე ახალი და ადრე არსებული საფლავების ადგილების შევსების შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია ახალი საფლავების გამოყოფა, ასევე შეუძლებელია არსებულ სასაფლაოზე დადგენილი წესით მეორადი დაკრძალვა, საქალაქო სასაფლაო მმართველის მიმართვის საფუძველზე დამფუძნებელი იღებს გადაწყვეტილებას საქალაქო სასაფლაოს გაუქმების შესახებ.

3. გაუქმებული საქალაქო სასაფლაოს ლიკვიდაცია შეიძლება განხორციელდეს მისი გაუქმებიდან არანაკლებ 20 წლის გასვლის შემდეგ. საქალაქო სასაფლაოს ლიკვიდაციის თაობაზე, საქალაქო სასაფლაო მმართველის მიმართვის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს დამფუძნებელი.

4. ლიკვიდაციისათვის განკუთვნილი საქალაქო სასაფლაოს ტერიტორია გამოყენებულ უნდა იქნეს საზოგადოებრივი სარგებლობის მწვანე მასივის სახით. ასეთ შემთხვევაში, საქალაქო სასაფლაოების ლიკვიდაცია, საინფორმაციო საშუალებებით წინასწარი განცხადების შემდეგ, როგორც წესი, ხორციელდება ნეშტის ნარჩენების ამოღების გარეშე, საფლავის ქვების ამოღების გზით.

5. ცალკეულ შემთხვევაში, ლიკვიდირებულ საქალაქო სასაფლაოს ტერიტორიის სხვა მიზნით გამოყენება დაიშვება კანონმდებლობის შესაბამისად.

6. საჭიროების შემთხვევაში, საქალაქო სასაფლაოს ლიკვიდაციისას, მიცვალებულთა გვამების გადასვენება ხორციელდება სანიტარული ნორმების დაცვით.