დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა – პატრონობის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის №141 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 73 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.123.016283 |
73
30/01/2015
ვებგვერდი, 06/02/2015
010250020.35.123.016283
„თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა – პატრონობის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის
30 ნოემბრის №141 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
|
„თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა – პატრონობის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის №141 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის №141 დადგენილებაში /www.matsne.gov.ge 06.12.2011. N010250020.35.123.016093/, კერძოდ, დადგენილებით დამტკიცებული დანართის („თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა – პატრონობის ზოგადი წესი“) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადამიანის ნეშტის ტრადიციული წესით დაკრძალვისათვის გამოყოფილი ტერიტორია შესაძლებელია განთავსდეს არანაკლებ, 300 (სამასი) მეტრის დაშორებით (მინიმალური სავალდებულო მანძილი) საცხოვრებელი, საყოფაცხოვრებო დანიშნულებისა და დასასვენებელი ადგილებიდან. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ქალაქ ქუთაისის ფარგლებში მოქმედ სასაფლაოებზე. როდესაც სასაფლაოს გაფართოება ხდება მომიჯნედ მდებარე ტერიტორიების გამოყენებით, სასაფლაოს გაფართოება არ უნდა იწვევდეს სამასმეტრიანი ზღვარის დარღვევას.“
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები