„თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა–პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის № 141 დადგენილებაში ცვლილების შესახებ

„თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა–პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის № 141 დადგენილებაში ცვლილების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 171
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/03/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016381
171
29/03/2017
ვებგვერდი, 31/03/2017
010250020.35.123.016381
„თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა–პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის № 141 დადგენილებაში ცვლილების შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №171

2017 წლის 29 მარტი

ქ. ქუთაისი

 

„თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის №141 დადგენილებაში ცვლილების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების  შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის №141 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06.12.2011. №010250020.35.123.016093), კერძოდ, დადგენილებით დამტკიცებული დანართი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

(დანართი დადგენილებას თან ერთვის).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელინიკოლოზ ლატარია



დანართი

 

თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესი

მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
წინამდებარე წესი განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობის, მოვლა-პატრონობის, სარიტუალო მომსახურების, სასაფლაოების დახურვისა და ახალი სასაფლაოების გახსნის წესებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. წარმოდგენილ წესში ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სასაფლაო – მიწის ნაკვეთი, რომელიც განკუთვნილია და გამოიყენება ადამიანის ნეშტის დასაკრძალად;

ბ) საქალაქო სასაფლაო – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ან ადმინისტრაციული საზღვრის ფარგლებს გარეთ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელსაც ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით მინიჭებული აქვს სასაფლაოს სტატუსი და რომელიც იმართება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით;

გ) კერძო სასაფლაო – მოწყობილია კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე და იმართება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ნებისმიერი სხვა იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ;

დ) პანთეონი – საქალაქო სასაფლაო ან მისი ნაწილი, რომელიც განკუთვნილია ცნობილი საზოგადო და გამოჩენილ მოღვაწეთა დაკრძალვისთვის;

ე) საფლავი – ცალკე გამოყოფილი მიწის ნაკვეთი სასაფლაოზე, რომელზედაც განლაგდება ერთი ან რამდენიმე სამარე;

ვ) სამარე – მიწის ნაკვეთი სასაფლაოზე, რომელიც გამოიყენება ან განკუთვნილია ერთი ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად;

ზ) საძმო სამარე – სამარე, რომელშიც დაკრძალულია საომარი მოქმედებების, სტიქიური უბედურების, ეპიდემიის ან რაიმე ბუნებრივი კატაკლიზმის შედეგად დაღუპული რამდენიმე გარდაცვლილის ნეშტი, საფლავებისათვის დადგენილი ნორმების დაცვის გარეშე;

თ) საოჯახო საფლავი – დადგენილი წესით გაცემული მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება ოჯახის წევრების ან/და ოჯახის წევრების თანხმობით, ახლო ნათესავების ნეშტის დასაკრძალავად;

ი) სარიტუალო საქმიანობა – ყველა სახის მომსახურება დაკავშირებული ადამიანის ნეშტის დაკრძალვასთან, დაკრძალვამდე ცხედრის გაპატიოსნებასთან და გარდაცვლილის ხსოვნის უკვდავსაყოფად სარიტუალო, საწარმოო, სანიტარიულ მომსახურებასთან;

კ) ჭირისუფალი – გარდაცვლილის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი, ან მის სიცოცხლეში ანდერძით ან სხვა რაიმე სახის დოკუმენტით დასახელებული პიროვნება, რომელიც ახორციელებს დაკრძალვის ცერემონიალს და იხდის მომსახურების ხარჯებს;

ლ) უპატრონო მიცვალებული – მიცვალებული, რომელსაც არ ჰყავს ჭირისუფალი ან რომლის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება, რაც დადასტურებულია შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული ცნობით;

მ) სასაფლაოს მმართველი – კანონმდებლობით დადგენილი წესით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირები, ფიზიკური პირი, რომლებიც ახორციელებენ სასაფლაოს მოვლა-პატრონობას, მმართველობასა და მომსახურებას;

ნ) საქალაქო სასაფლაოს მმართველი – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასაფლაოების მოვლა-პატრონობას, მმართველობასა და მომსახურებას;

ო) ძეგლი (საფლავის ქვა) – სასაფლაოზე დამონტაჟებული ქვის, ლითონის ან/და სხვა მასალისაგან დამზადებული გამოსახულება, კონსტრუქცია და ა.შ., რომელიც განკუთვნილია გარდაცვლილის ხსოვნის უკვდავსაყოფად;

პ) საფლავების მომსახურება – მომსახურება, რომელსაც დასაფლავებასთან დაკავშირებით ახორციელებს:

) საქალაქო სასაფლაოების შემთხვევაში – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი ან მისი კონტრაქტორი კერძო სამართლის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელსაც საქალაქო სასაფლაო ან მისი ნაწილი იჯარით გადაეცემა მხოლოდ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსა და  საქალაქო სასაფლაოს პარტნიორთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, საქალაქო სასაფლაოების მმართველის მხრიდან  შუამდგომლობის წარმოდგენის შემთხვევაში, რომლითაც დგინდება საქალაქო სასაფლაოს ან მისი ნაწილის იჯარით გადაცემით მუნიციპალიტეტის და საქალაქო სასაფლაოს ფინანსური და/ან ინფრასტრუქტურული მიზანშეწონილობა;

) კერძო სასაფლაოების შემთხვევაში – კერძო სასაფლაოს მესაკუთრე;

ჟ) დაკრძალვა – გარდაცვლილის ნეშტის მიწას მიბარების ცერემონია, რომელიც ხორციელდება რელიგიური წესების, ადათებისა და წესჩვეულებების შესაბამისად. დაკრძალვა ხორციელდება სანიტარული ნორმების დაცვით;

რ) ზემოდან დაკრძალვა – გარდაცვლილის მიწას მიბარების ცერემონია, როდესაც ნეშტი იკრძალება გარდაცვლილის ნეშტზე, ჭირისუფლისა და სასაფლაოს მმართველის შეთანხმებით. სათანადო სანიტარიულ-ეპოდემიოლოგიური ნორმების დაცვით;

ს) საფლავის მეორადი გაცემა – ადრე არსებული საფლავის წინამდებარე წესით დადგენილი ნორმების შესაბამისად ხელახალი გაცემა;

ტ) მეორადი დაკრძალვა – გარდაცვლილის მიწას მიბარება, როდესაც ნეშტი საფლავდება ადრე არსებულ საფლავზე წინამდებარე წესით დადგენილი ნორმების შესაბამისად;

უ) გადასვენება – გარდაცვლილის ნეშტის მიწას მიბარების ცერემონია, როდესაც ხდება გარდაცვლილის ნეშტის ამოსვენება სამარიდან და სხვა სამარეში დაკრძალვა;

ფ) სასაფლაოს დახურვა – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე შემოღებული სპეციალური რეჟიმი, როდესაც სასაფლაოზე წყდება ახალი საფლავების გამოყოფა;

ქ) სასაფლაოს გაუქმება – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე შემოღებული სპეციალური რეჟიმი, როდესაც სასაფლაოზე წყდება როგორც ახალი, ისე მეორეული დაკრძალვა;

ღ) სასაფლაოს ლიკვიდაცია – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე ადრე გაუქმებული სასაფლაოს ტერიტორიის ლიკვიდაცია;

ყ) ინფორმაციის გამოცხადება – ამ წესების მიზნებისათვის ინფორმაციის გამოცხადება არის ინფორმაციის გამოკვრა საინფორმაციო დაფაზე, ვებგვერდზე, ადგილობრივ ბეჭდვით ორგანოში, ადგილობრივი ტელევიზიით გამოცხადება ან/და სხვა სახით გამოცხადება;

შ) ოჯახის წევრები – ამ წესების მიზნებისათვის ოჯახის წევრები არიან სამოქალაქო კოდექსით დადგენილი პირველი რიგის მემკვიდრეები;

ჩ) ახლო ნათესავი – ამ წესების მიზნებისათვის ახლო ნათესავები არიან სამოქალაქო კოდექსით დადგენილი მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე რიგის მემკვიდრეები;

ც) საფლავის პასპორტი – მფლობელობის უფლების დამადასტურებელი  დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სასაფლაოზე საფლავის არსებობას, მის ზუსტ ადგილმდებარეობას, მფლობელს, საფლავში განთავსებული სამარეების ოდენობასა და დაკრძალული ცხედრების ვინაობას. საფლავის პასპორტის ფორმას ამტკიცებს სასაფლაოს მმართველი. საფლავზე მემკვიდრეობის უფლება რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1332-ე მუხლის შესაბამისად.


მუხლი 3. ახალი სასაფლაოების გახსნა
1. ადამიანის ნეშტის ტრადიციული წესით დაკრძალვისათვის გამოყოფილი ტერიტორია შესაძლებელია განთავსდეს არანაკლებ, 300 (სამასი) მეტრის დაშორებით (მინიმალური სავალდებულო მანძილი) საცხოვრებელი, საყოფაცხოვრებო დანიშნულებისა და დასასვენებელი ადგილებიდან. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ქალაქ ქუთაისის ფარგლებში მოქმედ სასაფლაოებზე, როდესაც სასაფლაოს გაფართოება ხდება მომიჯნედ მდებარე ტერიტორიების გამოყენებით, სასაფლაოს გაფართოება არ უნდა იწვევდეს სამასმეტრიანი ზღვარის დარღვევას. აღნიშნული წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც საცხოვრებელი, საყოფაცხოვრებო დანიშნულებისა და დასასვენებელი ადგილებთან მიახლოების 300-მეტრიანი ზღვარი უკვე დარღვეულია მინიმალური სავალდებულო მანძილის წესის მიღებამდე.

2. ახალი სასაფლაოების მოწყობის პროექტები, სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა, სასაფლაოების ტერიტორიაზე მშენებლობის განხორციელება, მოქმედი სასაფლაოების გაფართოება და რეკონსტრუქცია საჭიროებს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის სამსახურებთან სავალდებულო შეთანხმებას  მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. სასაფლაოების მოწყობა დაუშვებელია შემდეგ ტერიტორიებზე:

ა) წყალმომარაგების სათავეების, მინერალური წყლების  სანიტარიული დაცვის პირველ და მეორე ზონებში, კურორტების პირველ და მეორე ზონებში;

ბ) ტბების, მდინარეების, ხელოვნური წყალსაცავებისა და სხვა ღია წყალსაცავების სანაპიროებზე, რომლებიც მოსახლეობის მიერ გამოიყენება სამეურნეო-საყოფაცხოვრებო დანიშნულებით, სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით;

გ) სასმელი და სამეურნეო დანიშნულების წყლით მომარაგების ცენტრალიზებული სისტემებით დაკავებულ ტერიტორიაზე.

4. სასაფლაოსათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) არ უნდა იყოს მეწყერულ ზონაში;

ბ) არ უნდა იტბორებოდეს წყალდიდობის შემთხვევაში;

გ) გრუნტული წყლები უნდა იყოს სულ ცოტა ორი მეტრით დაშორებული მიწის ზედაპირიდან;

დ) უნდა ჰქონდეს მოხერხებული კეთილმოწყობილი მისასვლელები.

5. სასაფლაოს მოწყობა უნდა განხორციელდეს შესაბამისი წესით დამტკიცებული პროექტის მიხედვით, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნეს: 

ა) დასაფლავებისათვის ნაკვეთების (სექტორების) გამოყოფა და მათი გამოყენების რიგითობა;

ბ) გასასვლელებისა და ფეხით სავალი გზების მიმართულება, ზომები და კეთილმოწყობა;

გ) მწვანე ნარგავების განთავსება და ხასიათი;

დ) სასაფლაოს გამწვანება, სასაფლაოს პერიმეტრის გასწვრივ დამცავი მწვანე ნარგავების გაშენება და დეკორატიული ნარგავების დარგვა, ძირითად ხეივნებსა და დაკრძალვის ადგილებში საკმარისი განიავების უზრუნველყოფით;

ე) სასაფლაოს შესასვლელში საავტომობილო სადგომის მოწყობა;

ვ) საფლავებისა და საფლავში სამარეების აღრიცხვა-ნუმერაცია და სხვა.

6. სასაფლაოს ტერიტორია პერიმეტრზე უნდა იყოს შემოზღუდული და დაგეგმილი ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ზედაპირული წყლების სწრაფი დაკლება.


მუხლი 4. სასაფლაოების მართვა
1. სასაფლაოების მართვას შეიძლება ახორციელებდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ან ფიზიკური პირი.

2. სასაფლაოს მმართველი ახორციელებს სასაფლაოების მართვასთან, მათ მოვლა-პატრონობასთან, გარდაცვლილის ნეშტის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ქმედებებს.

3. საქალაქო სასაფლაოს მმართველი ვალდებულია განახორციელოს შემდეგი მომსახურება:

ა) სასაფლაოზე საფლავების (სამარეების) დადგენილი წესით გამოყოფა;

ბ) სასაფლაოზე არსებული ყველა სამარის გათხრა და ამოვსება;

გ) გარდაცვლილის სამარეში ჩასვენება;

დ) უპატრონო მიცვალებულის სამარეზე სარეგისტრაციო ფირფიტის დაყენება;

ე) სასაფლაოს გასასვლელების, ბილიკების, საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილების არსებული ქონების მოვლა-პატრონობა;

ვ) დაინტერესებული პირებისათვის სახელშეკრულებო ურთიერთობების საფუძველზე შესაბამისი მომსახურების გაწევა;

ზ) საფლავის პასპორტის გაცემა.

4. საქალაქო სასაფლაოს მმართველის მიერ გაწეული მომსახურების საფასური, ასევე მისი გადახდისაგან გათავისუფლებისა და შეღავათების გაწევის წესი და შემთხვევები განისაზღვრება საქალაქო სასაფლაოს მმართველის მიერ, დამფუძნებლის თანხმობით. საქალაქო სასაფლაოს დამფუძნებლის მიერ განსაზღვრული მომსახურეობის საფასური არ ვრცელდება საქალაქო სასაფლაოს მმართველის მიერ საქალაქო სასაფლაოს ან მისი ნაწილის მესამე (კერძო სამართლის იურიდიულ ან ფიზიკურ) პირზე იჯარით გადაცემის შემთხვევაში, რა დროსაც ხდება მოიჯარის მიერ საქალაქო სასაფლაოსათვის დამფუძნებელთან შეთანხმებული დაკრძალვის ინდივიდუალური ტარიფის გადახდა. იჯარით აღებული ტერიტორიის ინფრასტრუქტურის შესაბამისობა ამ წესთან წარმოადგენს მოიჯარის დამატებით ფინანსურ (მატერიალურ) ვალდებულებას და მის მოსაწესრიგებლად გაწეული ხარჯის ჩათვლა არ ხდება იჯარის და/ან დასაფლავების ქირაში.

5. საქალაქო სასაფლაოს მმართველის მიერ გაწეული მომსახურება, რომლის საფასურის დადგენაც წინასწარ შეუძლებელია და გამომდინარეობს ჭირისუფლის (დაინტერესებული პირის) მოთხოვნებიდან ან/და აუცილებლობიდან, განისაზღვრება საქალაქო სასაფლაოს მმართველსა და ჭირისუფალს (დაინტერესებულ პირს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

6. უპატრონო მიცვალებულისა და პანთეონში დაკრძალვის შემთხვევაში საქალაქო სასაფლაოს მმართველს, დამფუძნებლის მოთხოვნით, უფლება აქვს მოახდინოს ერთადგილიანი საფლავის გაცემა უფასოდ.

7. სასაფლაოს მმართველმა გარდაცვლილის ნეშტის დაკრძალვასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევისას უნდა დაიცვას რელიგიური და ქვეყანაში არსებული კულტურული ტრადიციები; შესაძლებლობის ფარგლებში გაითვალისწინოს გარდაცვლილის ჭირისუფლის სურვილები.

8. სასაფლაოს მმართველი გარდაცვლილის შესახებ უნდა ფლობდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) სახელი, გვარი;

ბ) დაბადებისა და გარდაცვალების დრო;

გ) იმ ახლობლის სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება გარდაცვლილის დასაფლავების შესახებ და რომელმაც მიმართა სასაფლაოს მმართველს.

9. საქალაქო სასაფლაოს მმართველს უფლება აქვს დამფუძნებლის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად:

ა) ხელშეკრულების საფუძველზე მიიღოს ნებისმიერი შენატანი, ანაზღაურება, ქონება, ფასიანი ქაღალდები ან ნებისმიერი სხვა საკუთრება ან შემოსავალი, რათა წესრიგში იქონიოს ან რაიმე განსაკუთრებული სახით მოუაროს საფლავს, ძეგლს და სხვა;

ბ) შეიძინოს ახალი ქონება, ააშენოს ახალი შენობა-ნაგებობები, აღნიშნული წესის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და პარტნიორთა ერთობლივი გადაწყვეტილებით გასცეს საქალაქო სასაფლაო ან მისი ნაწილის მესამე (კერძო სამართლის იურიდიულ ან ფიზიკურ) პირზე იჯარით, რათა გაზარდოს სასაფლაოების მოვლის ეფექტიანობა;

გ) მოაწესრიგოს სასაფლაოს ტერიტორიაზე ძეგლების, სასაფლაოს ქვების გამოსახულების, საფლავის შემოფარგვლის, მოპირკეთებითი სამუშაოების, გარდაცვლილის ხსოვნისადმი საჭირო სხვა ობიექტების დადგმა-დამონტაჟების საკითხები ან აკრძალოს ისინი;

დ) დამფუძნებელს განსახილველად წარუდგინოს სასაფლაოს ეფექტური მართვისათვის საჭირო მომსახურების ახალი სახეებისა და მათი საფასურის ოდენობის შესახებ წინადადებები.

10. საქალაქო სასაფლაოს მმართველს უფლება აქვს საქალაქო სასაფლაოს ტერიტორიაზე წინასწარ დაადგინოს ძეგლების, სასაფლაოების ქვების, გამოსახულების და ა.შ. ზომები.

11. საქალაქო სასაფლაოზე საფლავის კეთილმოწყობითი სამუშაოების ჩატარება დასაშვებია, მხოლოდ საქალაქო სასაფლაოს მმართველის ან მისი კონტრაქტორი კერძო სამართლის იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.

12. საქალაქო სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირის მართვაში შეიძლება იყოს როგორც ახალი სასაფლაოს ტერიტორია, ისე უკვე არსებული სასაფლაო (სასაფლაოები), რის შესახებაც გადაწყვეტილებას სადამფუძნებლო დოკუმენტის ან/და ცალკეული სამართლებრივი აქტის სახით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით, იღებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი.

13. საქალაქო სასაფლაოების მართვას ახორციელებს მხოლოდ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, ან მისი კონტრაქტორი კერძო სამართლის იურიდიული ან ფიზიკური პირი, იჯარის ვადით.


მუხლი 5. სასაფლაოების მოვლა-პატრონობა
1. სასაფლაოების მოვლა-პატრონობა მოიცავს:

ა) ბალახის, ბუჩქებისა და ხეების გაკრეჭას;

ბ) სასაფლაოს ინფრასტრუქტურის /წყალარინების სისტემის, წყლის ქსელების, გზების, შენობებისა და სხვა/ წესრიგში მოყვანას;

გ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობისათვის საჭირო მანქანა-დანადგარებისა და მოწყობილობების შეძენასა და მომსახურებას; 

დ) მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებას და სხვა თანხების გადახდას;

ე) მიცვალებულის ნეშტის დასაფლავებისა და გადაადგილებისათვის საჭირო მომსახურებას;

ვ) სასაფლაოს ტერიტორიის (გასასვლელები, ბილიკები, საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილები) მორწყვას, რეგულარულ დაგვა-დასუფთავებას, მწვანე ნარგავების კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებას და სხვა.

2. საქალაქო სასაფლაოს მმართველი, ან მისი კონტრაქტორი კერძო სამართლის იურიდიული ან ფიზიკური პირი, საფლავის მოვლა-პატრონობას ახორციელებს მხოლოდ საფლავის მფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

3. საქალაქო სასაფლაოს მმართველი საკუთარი ხარჯებით საფლავის მოვლა-პატრონობას ახორციელებს მხოლოდ საფლავის მეორადი გაცემის მიზნით.

4. საქალაქო სასაფლაოთა ტერიტორიის საზოგადოებრივი ადგილების მოვლა-პატრონობას საქალაქო სასაფლაოს  მმართველი, ან მისი კონტრაქტორი კერძო სამართლის იურიდიული ან ფიზიკური პირი ახორციელებს საკუთარი ხარჯებით.

5. იჯარის ვადის დასრულების, ან იჯარის ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში საქალაქო სასაფლაო ხდება მოიჯარის მიერ საფლავის გაცემის ფარგლებში აღებული ყველა ამ წესიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების სამართალმემკვიდრედ უვადოდ, თუ თავად ხელშეკრულებით რაიმე ვადა არ არის განსაზღვრული.


მუხლი 6. საფლავების ექსპლუატაცია. დაკრძალვა
1. ყოველი გარდაცვლილის დაკრძალვა ხდება ცალკე სამარეში, გარდა ზემოდან დაკრძალვის შემთხვევისა. ყოველ სამარეზე გაანგარიშებული და გამოყოფილი უნდა იქნეს 2,5 კვ.მ-მდე ფართობის ტერიტორია.

2. საფლავებს შორის დაშორება უნდა იყოს გრძელ მხარეებს შორის 0,5-დან 0,8 მეტრამდე, ხოლო მოკლე მხარეებს შორის არ უნდა იყოს 0,5 მეტრზე ნაკლები.

3. სამარის სიღრმე არ უნდა იყოს 1,2 მეტრზე ნაკლები (ადგილობრივი ნიადაგისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით). გარდაცვლილ ჩვილ ბავშვთა ან ადრე გარდაცვლილის ნეშტის დასაფლავებისას, სამარე შესაბამისად შეიძლება შემცირდეს. ყოველ სამარეზე უნდა მოეწყოს მისი ბორცვი.

4. გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვისას მიწის შრე გვამზე საფლავისზედა ყრილის ჩათვლით უნდა იყოს სულ ცოტა 1 მეტრი.

5. საძმო საფლავებში ნეშტის დაკრძალვა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი წესების დაცვით.

6. გარდაცვლილთა დასაფლავების ადგილამდე გადატანა, როგორც წესი ხორციელდება კუბოთი, უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში – დაკრძალვისათვის დამზადებულ სპეციალურ ყუთში.

7. ნეშტის გადასვენების შემთხვევაში, სამარე მაშინვე უნდა ამოივსოს და მიწის ზედაპირს ჩაუტარდეს დაგეგმარება.

8. ცხედრის დაკრძალვა შეიძლება გარდაცვალების მოწმობის სასაფლაოს მმართველთან წარმოდგენის შემდეგ. გამონაკლის შემთხვევაში უქმე დღეების გამო ან სხვა რაიმე საპატიო მიზეზით გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, მიცვალებულის დაკრძალვა შესაძლებელია გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ან ექსპერტის დასკვნის საფუძველზე იმ პირობით, რომ ჭირისუფალი წარმოადგენს გარდაცვალების მოწმობას მაქსიმუმ ერთი კვირის მანძილზე.

9. საქალაქო სასაფლაოებზე საფლავის პასპორტის ამ წესების შესაბამისად დამზადება და გაცემა სავალდებულოა:

ა) საფლავის გაცემისას;

ბ) ადრე გაცემულ საფლავზე დაკრძალვისას, თუ ამ წესების შესაბამისად არ არის გაცემული საფლავის პასპორტი;

გ) საფლავზე ფართის მიმატებისას (იმ შემთხვევაშიც, თუ საფლავზე ამ წესების შესაბამისად გაცემულია პასპორტი).

10. გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული შემთხვევებისა, საქალაქო სასაფლაოებზე საფლავის პასპორტის დამზადება არის ნებაყოფლობითი და საფლავის მფლობელის იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემთხვევაში, იგი გაიცემა ჭირისუფლის განცხადების საფუძველზე, მმართველის მიერ.

11. ჭირისუფალი ვალდებულია სასაფლაოთა მმართველს, ან მის კონტრაქტორ კერძო სამართლის იურიდიულ ან ფიზიკური პირს გარდაცვლილის შესახებ მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები:

ა) სახელი, გვარი;

ბ) დაბადებისა და გარდაცვალების დრო;

გ) გარდაცვალების მოწმობა.

12. საქალაქო სასაფლაოსათვის ან მისი თავისუფალი (გამოუყენებელი) ნაწილისათვის პანთეონის სტატუსის მინიჭება, მისი სახელდება და მოქმედი პანთეონის დახურვა ხორციელდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტით.

13. პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვის შესახებ ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტით, გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული გამოჩენილ პირთა პატივგების საქალაქო კომისიის წარდგინების საფუძველზე.

14. გარდაცვლილთა სხვა სამარეში გადასვენება შესაძლებელია მხოლოდ გარდაცვლილის ოჯახის წევრებისა და სასაფლაოს მმართველის შეთანხმებით, სათანადო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვით.

15. ჭირისუფლის მხრიდან უკვე გაცემულ საფლავზე ფართის მიმატების მოთხოვნისას სასაფლაოს მმართველს, ან მის კონტრაქტორ კერძო სამართლის იურიდიულ ან ფიზიკურ პირს  უფლება აქვს გასცეს თანხმობა, თუ:

ა) მოთხოვნის დაკმაყოფილებისას საფლავის მთლიანი ფართი არ აღემატება ამ წესებით განსაზღვრულ მაქსიმალურ ფართს;

ბ) დაცულია საფლავებს შორის დაცილების ამ წესებით განსაზღვრული ნორმები.

16. საფლავის წინასწარი გაცემა დასაშვებია მხოლოდ საოჯახო (საგვარეულო) საფლავის დანიშნულებით.


მუხლი 7. საქალაქო სასაფლაოს საფლავი
1. საქალაქო სასაფლაოს საფლავი შეიძლება იყოს:

ა) სტანდარტული საფლავი;

ბ) საძმო საფლავი.

2. სტანდარტული საფლავებია:

ა) ერთადგილიანი – 3 კვ.მ;

ბ) ორადგილიანი – 6 კვ.მ;

გ) სამადგილიანი – 9 კვ.მ;

დ) ოთხადგილიანი – 12 კვ.მ.

3. სტანდარტულ საფლავზე მეტი ზომის საფლავი შეიძლება გაიცეს, მაგრამ არა უმეტეს 21 კვადრატული მეტრისა. გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში საქალაქო სასაფლაოს მმართველის ან მისი კონტრაქტორი კერძო სამართლის იურიდიული ან ფიზიკური პირის  გადაწყვეტილებით.

4. საქალაქო სასაფლაოზე გაცემულ საფლავზე, როგორც წესი, ხდება ოჯახის წევრების ან/და მათი თანხმობით ახლო ნათესავის დასაფლავება.

5. ცხედრის კონკრეტულ საქალაქო სასაფლაოზე დაკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეუძლიათ მიიღონ:

ა) გარდაცვლილის მიერ მის სიცოცხლეში ანდერძით, სათანადო ხელშეკრულებით ან/და სხვა რაიმე წერილობითი დოკუმენტით დასახელებულმა პირმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) გარდაცვლილის მეუღლემ;

გ) გარდაცვლილის სრულწლოვანმა შვილებმა (ნაშვილებმა);

დ) გარდაცვლილის მშობლებმა (მშვილებლებმა);

ე) გარდაცვლილის ახლო ნათესავმა.

6. ცხედრის ამოსვენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეუძლიათ მიიღონ ოჯახის წევრებმა, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, მისმა ახლო ნათესავებმა.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილ პირებს შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში კონკრეტულ საქალაქო სასაფლაოზე დაკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ საქალაქო სასაფლაოს მმართველის მიერ.

9. საქალაქო სასაფლაოზე სამარის გათხრის უფლება აქვს მხოლოდ საქალაქო სასაფლაოს მმართველს, დამფუძნებლის მიერ განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის საფუძველზე ან მის კონტრაქტორ კერძო სამართლის იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, საქალაქო სასაფლაოსათვის იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქალაქო სასაფლაოს კუთვნილი დაკრძალვის საფასურის თანხის გადახდის შემდეგ. გამონაკლის შემთხვევაში, სამარის გათხრა შესაძლებელია განხორციელდეს საქალაქო სასაფლაოს მმართველის მიერ საკუთარი ხარჯებით. დაუშვებელია საქალაქო სასაფლაოზე სამარის გათხრა სხვა პირის მიერ.

10. გარდაცვლილის დაკრძალვის შემდეგ, ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნულ პირთან, მისი თანხმობის შემთხვევაში, საქალაქო სასაფლაოს მმართველმა შეიძლება დადოს ხელშეკრულება საფლავის მოვლა-პატრონობასა და მომსახურებაზე.


მუხლი 8. საფლავის მეორადი გაცემა და ზემოდან დაკრძალვა
საფლავის მეორადი გაცემა ან/და ზემოდან დაკრძალვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ჭირისუფლის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობით. ჭირისუფლის მიერ საფლავის სასაფლაოს მმართველისათვის ჩაბარების შემთხვევაში, საფლავი შეიძლება გაიცეს მეორადად.

მუხლი 9. საქალაქო სასაფლაოს დახურვა, გაუქმება და ლიკვიდაცია
1. საქალაქო სასაფლაოზე ახალი საფლავის ადგილების შევსების შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია ახალი საფლავების გამოყოფა, საქალაქო სასაფლაოთა მმართველის მიმართვის საფუძველზე, დამფუძნებელი იღებს გადაწყვეტილებას საქალაქო სასაფლაოს დახურვის შესახებ. დახურულ სასაფლაოზე შესაძლებელია მხოლოდ საფლავების მეორადი გაცემა.

2. საქალაქო სასაფლაოზე ახალი და ადრე არსებული საფლავების ადგილების შევსების შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია ახალი საფლავების გამოყოფა, ასევე შეუძლებელია არსებულ სასაფლაოზე დადგენილი წესით მეორადი დაკრძალვა, საქალაქო სასაფლაოს მმართველის მიმართვის საფუძველზე დამფუძნებელი იღებს გადაწყვეტილებას საქალაქო სასაფლაოს გაუქმების შესახებ.

3. გაუქმებული საქალაქო სასაფლაოს ლიკვიდაცია შეიძლება განხორციელდეს მისი გაუქმებიდან არანაკლებ 20 წლის გასვლის შემდეგ. საქალაქო სასაფლაოს ლიკვიდაციის თაობაზე, საქალაქო სასაფლაოს მმართველის მიმართვის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს დამფუძნებელი. 

4. ლიკვიდაციისათვის განკუთვნილი საქალაქო სასაფლაოს ტერიტორია გამოყენებული უნდა იქნეს საზოგადოებრივი სარგებლობის მწვანე მასივის სახით. ასეთ შემთხვევაში, საქალაქო სასაფლაოების ლიკვიდაცია, საინფორმაციო საშუალებებით წინასწარი განცხადების შემდეგ, როგორც წესი, ხორციელდება ნეშტის ნარჩენების ამოღების გარეშე, საფლავის ქვების ამოღების გზით.

5. ცალკეულ შემთხვევაში, ლიკვიდირებულ საქალაქო სასაფლაოს ტერიტორიის სხვა მიზნით გამოყენება დაიშვება კანონმდებლობის შესაბამისად.

6. საჭიროების შემთხვევაში, საქალაქო სასაფლაოს ლიკვიდაციისას, მიცვალებულთა გვამების გადასვენება ხორციელდება სანიტარიული ნორმების დაცვით.