დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111117003, 24/11/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.162.016067 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/11/2011 - 31/08/2012)
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №43
2011 წლის 11 ნოემბერი
ქ. ახმეტა
ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1 . შემოღებულ იქნეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდება.
მუხლი 2. დამტკიცდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი“ (დანართი №1).
მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი
დანართი 1
ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი
მუხლი 1
1. ამ წესით განისაზღვრება ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისა და ჩამორთმევის საფუძვლები და წესი.
2. ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება ხორციელდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 2
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდებას ანიჭებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეობა, მოქალაქის თანხმობით, შეიძლება მიენიჭოს:
ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება საქართველოს და ახმეტის მუნიციპალიტეტის წინაშე;
ბ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის წინაშე, ან/და ახმეტის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
3. ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება პირს შეიძლება მიენიჭოს გარდაცვალების შემდეგაც.
მუხლი 3
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე მოტივირებული შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს:
ა) საქართველოს პარლამენტის წევრს;
ბ) სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები);
გ) ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს;
დ) ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
ე) ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელს;
ვ) საზოგადოებრივ გაერთიანებებს;
ზ) შვიდი ან მეტი სუბიექტისაგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს (ამ შემთხვევაში შუამდგომლობას თან უნდა ერთოდეს ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები არანაკლებ 1000 (ერთი ათასი) სრულწლოვანი პირის ხელმოწერა)).
მუხლი 4
ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ შუამდგომლობას თან უნდა ერთოდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად წარდგენილი პირის:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; უცხო სახელმწიფოს მოქალაქისათვის – ამ სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქართულ ენაზე თარგმანით, რომლის სისწორეც დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით);
ბ) 2 (ორი) ფოტოსურათი, ზომით 3x 4;
გ) წერილობითი თანხმობა ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ.
მუხლი 5
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფი 7(შვიდი) წევრის შემადგენლობით, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იხილავს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად წარმოდგენილ მასალებს. მათი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში წინადადებას და ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის პროექტს წარუდგენს საკრებულოს.
2. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში საკრებულო გამოსცემს განკარგულებას ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ.
მუხლი 6
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეებს, როგორც წესი, „ბიძინაობის’’ დღესასწაულზე, საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ „ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ მოწმობა და ატრიბუტიკა.
2. ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მონაცემები შეტანილი იქნება „ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წიგნში“, რომელიც ინახება საკრებულოში.
მუხლი 7
1. პირს შეიძლება ჩამოერთვას ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ჩადენილ იქნა:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება;
გ) ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება მორალურ-ეთიკურ ნორმებს.
2. ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
მუხლი 8
ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის დამადასტურებელი მოწმობისა და ატრიბუტიკის დამზადებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის გამგეობა.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები