დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/10/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.162.016268 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/10/2014 - 07/05/2018)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შემოღებულ იქნეს ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი, დანართი №1 შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მოწმობის
ფორმა დანართი №2 შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 ნოემბრის №43 დადგენილება. |
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი № 1
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი
|
| მუხლი 1 |
|
| მუხლი 2 |
ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება საქართველოსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის წინაშე; ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეს - განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის წინაშე, ან ახმეტის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. |
| მუხლი 3 |
ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე მოტივირებული შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს:
ა) საქართველოს პარლამენტის წევრს – ახმეტის მაჟორიტარ დეპუტატს. ბ) კახეთის სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს; გ) ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1 ⁄ 3-ს; დ) ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს; ე) ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელს; ვ) საზოგადოებრივ გაერთიანებებს; ზ) შვიდი ან მეტი სუბიექტისაგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს (ამ შემთხვევაში შუამდგომლობას თან უნდა ერთოდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერა). |
| მუხლი 4 |
ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ შუამდგომლობას თან უნდა ერთვოდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად წარდგენილი პირის :
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; უცხო სახელმწიფოს მოქალაქისათვის - ამ სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქართულ ენაზე თარგმანით, რომლის სისწორეც დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით); ბ) 2 ფოტოსურათი ზომით 3×4; გ) წერილობითი თანხმობა ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ.
|
| მუხლი 5 |
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფი 7 (შვიდი) წევრის შემადგენლობით, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, იხილავს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად წარმოდგენილ მასალებს. მათი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში წინადადებას და ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის პროექტს წარუდგენს გამგებელს.
2. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ.
|
| მუხლი 6 |
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეებს „ბიძინაობის“ დღესასწაულზე, საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ „ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ მოწმობა.
2. ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მონაცემები შეტანილი იქნება „ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წიგნში“, რომელიც ინახება მუნიციპალიტეტის გამგეობაში. 3. „ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წიგნს“, ბრძანებით ამტკიცებს გამგებელი. |
| მუხლი 7 |
1. პირს შეიძლება ჩამოერთვას ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება იმ შემთხვევაში, თუ მან ჩაიდინა:
ა) სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული; ბ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება; გ) ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ ან ზნეობრივ ნორმებს. 2. ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელს შესაბამისი დროებითი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე. |
| მუხლი 8 |
ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის დამადასტურებელი მოწმობის დამზადებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის გამგეობა. |
დანართი 2
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები