„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9743
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 01/11/2011
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111111005, 14/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016022
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
9743
01/11/2011
ვებგვერდი, 111111005, 14/11/2011
000000000.00.00.016022
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

შემოსავლების ამსახურის უფროსის

ბრძანება №9743

2011 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე და 63-ე მუხლების და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №9):

ა) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო3“ ქვეპუნქტი:

„ო3) ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გასატანი აქციზური მარკების ნიშანდებას იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით;“.

ბ) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გასატანი აქციზური მარკების ნიშანდება იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით;“.

2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №10):

ა) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების (გარდა საქართველოს ეკონომიკურ საზღვართან მდებარე კონტროლის ზონაში არსებული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი სანებართვო პირობების შესრულებისა) კონტროლს;;

ბ) 91 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების (გარდა საქართველოს ეკონომიკურ საზღვართან მდებარე კონტროლის ზონაში არსებული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი სანებართვო პირობების შესრულებისა) კონტროლი – შემოწმება და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი წინადადებების შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტისათვის მიწოდება;;

გ) მე-10 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი:

„პ1) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების (გარდა საქართველოს ეკონომიკურ საზღვართან მდებარე კონტროლის ზონაში არსებული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი სანებართვო პირობების შესრულებისა) კონტროლი – შემოწმება და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი წინადადებების შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტისათვის მიწოდება;“.

3.საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის 2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №11):

ა) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) ამტკიცებს საწყობების, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების, „ოქროს სიის“ მონაწილეთა საწყობების, საფოსტო გზავნილების გადამზიდველების საწყობების და საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილების კლასიფიკატორს;“;

ბ) მე-9 მუხლპირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში მომხმარებელთა დაშვების და დაშვების გაუქმების ტექნიკური უზრუნველყოფა.;

გ) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს თელავის, ახალციხის, ქუთაისის და რუსთავის განყოფილებები უფლებამოსილნი არიან განახორციელონ სასაქონლო ექსპერტიზ საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენის, საქონლის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრის, საქონლის მიმართ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად, სასაქონლო კოდის განსაზღვრის ან/და საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენის მიზნით.“.

4. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12):

ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ო) საქართველოს ეკონომიკურ საზღვართან მდებარე კონტროლის ზონაში არსებულ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს;;

ბ) მე-9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) საქართველოს ეკონომიკურ საზღვართან მდებარე კონტროლის ზონაში არსებულ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების მდგომარეობის ანალიზი და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი წინადადებების შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტისათვის მიწოდება;;

გ) მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ო) საქართველოს ეკონომიკურ საზღვართან მდებარე კონტროლის ზონაში არსებულ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი;“.

5.საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის 2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №11) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის უფლება აქვს როგორც გაფორმების დეპარტამენტის უფროსს, ასევე გაფორმების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 16 იანვრის ბრძანება №410 - ვებგვერდი, 01.03.2012წ.

6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ვასილ გედევანიშვილისთვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 01 მარტის №855 ბრძანება.

7. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების მე-2 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე, ხოლო ამ ბრძანების მე-2 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 7 ნოემბრიდან.

8. ამ ბრძანების მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-5 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 10 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

. ებანოიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 16 იანვრის ბრძანება №410 - ვებგვერდი, 01.03.2012წ.