„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 410
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 16/01/2012
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016034
  • Word
410
16/01/2012
ვებგვერდი, 01/03/2012
000000000.00.00.016034
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების ამსახურის უფროსის

ბრძანება №410

2012 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის 2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №9):

ა) მე-5 მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტის „ო1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო1) საწყობის საქმიანობის და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემას, ნებართვაში ცვლილების შეტანას და ნებართვის გაუქმებას. საწყობის საქმიანობის და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის უწყებრივი სანებართვო რეესტრების წარმოებას;“;

ა.ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო4“ ქვეპუნქტი:

„ო4) საწყობების, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების, „ოქროს სიის“ მონაწილეთა საწყობების, საფოსტო გზავნილების გადამზიდველების საწყობების და საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილების კლასიფიკატორის მომზადებას;“;

ბ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) ამტკიცებს საწყობების, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების, „ოქროს სიის“ მონაწილეთა საწყობების, საფოსტო გზავნილების გადამზიდველების საწყობების და საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილების კლასიფიკატორს;“;

გ) მე-9 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წ) საწყობის საქმიანობის და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა. საწყობის საქმიანობის და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის უწყებრივი სანებართვო რეესტრების წარმოება;“;

გ.ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ1“ ქვეპუნქტი:

„წ1) საწყობების, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების, „ოქროს სიის“ მონაწილეთა საწყობების, საფოსტო გზავნილების გადამზიდველების საწყობების და საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილების კლასიფიკატორის მომზადება;“;

2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №11):

ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:

ა.ა) „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ა.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საწყობის საქმიანობის ნებართვების მფლობელთა მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს;“;

ბ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12):

ა) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:

ა.ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) პორტალი „გარდაბანი და მტკვარი;“;

ა.ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

 ბ) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვების გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს ხელს აწერს პორტალის უფროსი ან ცვლის უფროსი ან დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.“.

4. საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებით ამ ბრძანების ამოქმედებამდე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება უზრუნველყოს შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტმა.

5. საგადასახადო ორგანოს მიერ ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული საწყობის/ღია საწყობის/დახურული საწყობის საქმიანობის და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვებში ცვლილების/დამატების შეტანასთან და ნებართვების გაუქმებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა უზრუნველყოს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტმა.

6. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 1 ნოემბრის №9743 ბრძანების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის 2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №11) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის უფლება აქვს როგორც გაფორმების დეპარტამენტის უფროსს, ასევე გაფორმების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს.“.

7. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს 2012 წლის 17 იანვრიდან. ამ ბრძანების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი  ჯ. ებანოიძე