დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტების გაცნობისათვის ან/და გაცემისათვის დადგენილი მომსახურების სახეობებისა და ვადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5140-IIს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 25/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111031034, 31/10/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.05.001.016449 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (31/10/2011 - 22/06/2012)
საქართველოს კანონი
ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის (შემდგომ – არქივი ) მიერ გაწეული მომსახურების საფასურსა და ვადებს, საფასურის განაკვეთებს, მისი გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესებს, ასევე საფასურის გადახდისა გან გათავისუფლების პირობებს.
მუხლი 2. არქივის მიერ გაწეული მომსახურება
1. არქივის მიერ გაწეული მომსახურებაა:
ა ) არქივში დაცული დოკუმენტებ ით სარგებლობა ;
ბ) საინფორმაციო მომსახურება ;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავებისა და შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული მომსახურება.
2. დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე არქივი მას მომსახურებას უწევს დაჩქარებული წესით.
მუხლი 3. საფასური და მისი გადახდის წესი
1. საფასური არის არქივი ს მიერ გაწეული მომსახურებისათვის ამ კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.
2. საფასური გადაიხდება შესაბამისი მომსახურების გაწევის შესახებ განა ცხადის შეტანამდე ან მისი შეტანის შემდეგ, უნაღდო ანგარიშსწორებით. საფასურის განა ცხადის შეტანის შემდეგ გადახდის შემთხვევაში იგი გადაიხდება განა ცხადის შეტანის დღესვე.
3 . თუ მომსახურება გაი წევა განა ცხადის შეტანის დღესვე, საფასური გადაიხდება განა ცხადის შეტანამდე. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია საფასური გადაიხადოს შესაბამისი მომსახურების გაწევის შემდეგ, მიუხედავად მომსახურების გაწევის ვადისა.
4 . საფასური ჩაირიცხება არქივის ანგარიშსწორების ანგარიშზე.
მუხლი 4. საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გაუთვალისწინებელი საქმიანობის საფასური
არქივი უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გაუთვალისწინებელი საქმიანობა, ასევე დამკვეთისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ან ღირებულების მქონე დოკუმენტების გაცნობა, რომლის საფასური განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით.
მუხლი 5. მომსახურებისათვის დაწესებული ვადები და განსაზღვრული საფასურის განაკვეთები
არქივში დაცული დოკუმენტებით სარგებლობის მიზნით გაწეული მომსახურებისათვის მისი სახეობების მიხედვით დაწესებუ ლია შემდეგი ვადები და განსაზღვრულია შემდეგი საფასურის განაკვეთები :
|
N |
მომსახურების სახეობა და ვადა |
ერთეული |
საფასური ლარებში, დღგ-ის ჩათვლით |
|
1 |
2 |
3 |
4 |
|
1. |
დოკუმენტების თემატური გამოვლენა: ა) საქმეთა შერჩევით ბ ) გამოქვეყნებული ლიტერატურის მიხედვით
|
10 სათაური 1 საქმე 1 დოკუმენტი (ცნობა)
|
24,00 3,00 4,00 |
|
2. |
თემატური შეკითხვის შესრულება ცალკეული ფაქტის, მოვლენის, ცნობის დადგენის (დადასტურების) შესახებ
|
1 შეკითხვა |
26,00 |
|
3. |
ლექციის წაკითხვა
|
1 ლექცია |
30,00
|
|
4.
|
დოკუმენტების გამოფენის მომზადება (25 ექსპონატით, 50 ექსპონატით, 100 ექსპონატით)
|
1 გამოფენა |
59,00–177,00
|
|
5.
|
ცნობის (დადებითი ს , უარყოფითი ს ) მომზადება: ა) ნასამართლობის, რეპრესირებ ული პირის , გადასახლების, სპეცგადასახლების, რეაბილიტ აციის, ტყვედ ნამყოფობის და სხვა ცნობის: ა.ა) განაცხადის შეტანიდან მე-10 დღეს გაცემისათვის ა.ბ) განაცხადის შეტანიდან მე-5 დღეს გაცემისათვის ა.გ) განაცხადის შეტანიდან მე-3 დღეს გაცემისათვის ა.დ) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის ა.ე) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის ბ) ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე: ბ.ა) ინფორმაციის მიღებიდან მე- 5 დღეს გაცემისათვის ბ. ბ) ინფორმაციის მიღებიდან მე- 3 დღეს გაცემისათვის |
1 ცნობა
1 ცნობა
|
9,00 12,00 14,00
20 ,00 30 ,00
25,00 30,00 |
|
6. |
სამკითხველო დარბაზში მკვლევართა მომსახურება – საქმეთა გაცემა: ა) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის ბ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის |
1 საქმე
|
3,00
6 ,00 |
|
7. |
დოკუმენტის თარგმნა: ა) ხელნაწერი დოკუმენტის: ა.ა) განაცხადის შეტანიდან მე-10 დღეს გაცემისათვის ა.ბ) განაცხადის შეტანიდან მე-5 დღეს გაცემისათვის ბ) ნაბეჭდი დოკუმენტის: ბ.ა) განაცხადის შეტანიდან მე-10 დღეს გაცემისათვის ბ.ბ) განაცხადის შეტანიდან მე-5 დღეს გაცემისათვის
|
1 გვერდი
1 გვერდი
|
6,00
9,00
4,00 6,00 |
|
8.
|
სამკითხველო დარბაზში მკვლევართა მომსახურება – დოკუმენტის პირის გადაღება: ა) დოკუმენტის მომზადება გადასაღებად: ა.ა) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის ა.ბ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის ბ) დოკუმენტის კ ომპიუტერზე გადაბეჭდვა: ბ.ა) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის ბ.ბ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის გ) ქსეროპირის გადაღება და დამოწმება: გ .ა) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის გ .ბ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის დ ) დოკუმენტის ელექტრომატარებელზე გადატანა (სკანირება, ციფრული აპარატით გადაღება): დ .ა) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის დ .ბ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის
|
1 საქმე
1 გვერდი
1 გვერდი
1 გვერდი
|
3,00
4,00
2,00 3,00
0,60 1,00
3,00 4 ,00
|
|
9. |
დამკვეთის მიერ დოკუმენტის გადაღება საკუთარი ტექნიკური საშუალებით |
1 გვერდი |
5,00 |
|
10.
|
ვიდეო ფოტოდოკუმენტები : |
|
|
|
10.1. |
მკვლევართათვის ვიდეო ფოტოდოკუმენტების გამოვლენა და ნუსხის შედგენა : ა) განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის ბ) განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის
|
1 ნუსხა
|
40,00
46,00
|
|
10.2. |
ვიდეო ფოტოდოკუმენტების მიხედვით საინფორმაციო ხასიათის ცნობის გაცემა : ა) განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის ბ) განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის
|
1 ცნობა |
10,00
14,00 |
|
10.3. |
ვიდეო ფოტოდოკუმენტების შემადგენლობისა და შინაარსის ანალიტიკური მიმოხილვის მომზადება : ა) განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის ბ) განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის
|
1 მიმოხილვა |
30,00
42,00
|
|
10.4. |
ფოტოალბომების გაცნობა და დათვალიერება : ა) განაცხადის შეტანიდან 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის ბ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის
|
1 ალბომი |
5,00
10,00
|
|
10.5. |
დამკვეთის მიერ ფოტოდოკუმენტის გადაღება საკუთარი ტექნიკური საშუალებით : ა) განაცხადის შეტანიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის ბ) განაცხადის შეტანიდან 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის
|
1 ასლი |
8,00
11,00
|
|
10. 6 . |
ვიდეო პირი დ ა ნ ასლის გადაწერა : ა) განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის ბ) განაცხადის შეტანიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის გ) განაცხადის შეტანი ს დღეს გაცემისათვის |
1 წუთი |
8,00
11,00
15,00 |
|
11 . |
ციფრულ მატარებლებზე გადატანა :
|
|
|
|
11 .1. |
ფოტოპოზიტივიდან სკანირება : ა) განაცხადის შეტანიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის ბ) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის
ა) განაცხადის შეტანიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის ბ) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის
|
300–600 წერტილი (dpi)
1200 და 1200-ზე მეტი წერტილი (dpi)
|
7,00
10,00
15,00
21,00 |
|
11. 2. |
ფოტონეგატივიდან სკანირება : ა) განაცხადის შეტანიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის ბ) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის
ა) განაცხადის შეტანიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის ბ) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის
|
300–600 წერტილი (dpi)
1200 და 1200-ზე მეტი წერტილი (dpi)
|
15,00
21,00
20,00
28,00 |
|
11 .3. |
ფოტოგამოსახულების კომპიუტერული დამუშავება : ა) განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის ბ) განაცხადის შეტანიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის
|
1 ფოტო |
15,00–50,00
21,00–70,00 |
|
11.4. |
ვიდეო დოკუმენტის DVD დისკზე გადაწერა : ა) განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის ბ) განაცხადის შეტანიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის
|
1 წუთი |
8,00
11,00 |
|
11.5. |
ვიდეო გამოსახულების კომპიუტერული დამუშავება : ა) განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის ბ) განაცხადის შეტანიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის
|
1 წუთი |
10,00–30,00
14,00–42,00 |
მუხლი 6. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების პირობები.
ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 ნოემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 25 ოქტომბერი.
№5140 –IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები