აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

  • Word
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 136 - უ.ს.რ.ს.
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 26/09/2011
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110928006, 29/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 190020020.31.056.016014
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
136 - უ.ს.რ.ს.
26/09/2011
ვებგვერდი, 110928006, 29/09/2011
190020020.31.056.016014
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/09/2011 - 17/11/2011)

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 1381 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის ბიუჯეტი.

2. უმაღლესი საბჭოს 2012 წლის ბიუჯეტი განისაზღვროს 3 562,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:

ა) ხარჯები 3 442,0 ათასი ლარი;

ა.ა) შრომის ანაზღაურება 2 269,1 ათასი ლარი;

ა.ბ) საქონელი და მომსახურება 1 128,6 ათასი ლარი;

ა.გ) სოციალური უზრუნველყოფა 14,3 ათასი ლარი;

ა.დ) სხვა ხარჯები 30,0 ათასი ლარი;

ბ) არაფინანსური აქტივების ზრდა 120,0 ათასი ლარი.

3. უმაღლესი საბჭოს მომუშავეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 93 საშტატო ერთეულით, მათ შორის უმაღლესი საბჭოს 18 წევრი.

4. აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული თანხები გათვალისწინებულ იქნეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტში.

5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარ ე                  მ. მახარაძე           

ბათუმი,

2011 წლის 26 სექტემბერი

№136 – უ.ს.რ.ს.