დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 26 სექტემბრის №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 163-უ.ს.გ.ს. |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 17/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.31.056.016021 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 26 სექტემბრის №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 26 სექტემბრის №136 უ.ს.რ.ს. დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 190020020.31.056.016014, 29.09.2011) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. უმაღლესი საბჭოს 2012 წლის ბიუჯეტი განისაზღვროს 4 006,5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) ხარჯები 3 804,5 ათასი ლარი;
ა.ა) შრომის ანაზღაურება 2 531,9 ათასი ლარი;
ა.ბ) საქონელი და მომსახურება 1 228,3 ათასი ლარი;
ა.გ) სოციალური უზრუნველყოფა 14,3 ათასი ლარი;
ა.დ) სხვა ხარჯები 30,0 ათასი ლარი;
ბ) არაფინანსური აქტივების ზრდა 202,0 ათასი ლარი.’’.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მ. მახარაძე
ჩაქვი,
2012 წლის 17 მაისი
№163 –უ.ს.გ.ს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები