დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 26 სექტემბრის №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 171-უ.ს.რ.ს. |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 13/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.31.056.016022 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 26 სექტემბრის № 136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 26 სექტემბრის № 136 უ.ს.რ.ს. დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 190020020.31.056.016014, 29.09.2011) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. უმაღლესი საბჭოს 2012 წლის ბიუჯეტი განისაზღვროს 4 171,6 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) ხარჯები 3 995,3 ათასი ლარი;
ა.ა) შრომის ანაზღაურება 2 640,6 ათასი ლარი;
ა.ბ) საქონელი და მომსახურება 1 322,4 ათასი ლარი;
ა.გ) სოციალური უზრუნველყოფა 14,3 ათასი ლარი;
ა.დ) სხვა ხარჯები 18,0 ათასი ლარი;
ბ) არაფინანსური აქტივების ზრდა 175,4 ათასი ლარი;
გ) ვალდებულებების კლება 0,9 ათასი ლარი.
3. უმაღლესი საბჭოს მომუშავეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 96 საშტატო ერთეულით.’’.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მ. მახარაძე
ჩაქვი,
2012 წლის 13 ივლისი
№ 171-უ.ს.რ.ს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები