ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურისა და სარგებლობის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე

  • Word
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურისა და სარგებლობის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/08/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110811011, 16/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 26/04/2013
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.162.016047
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
23
05/08/2011
ვებგვერდი, 110811011, 16/08/2011
040110030.35.162.016047
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურისა და სარგებლობის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/08/2011 - 30/11/2011)

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება 23

 2011 წლის 5 აგვისტო

 ქ. ახმეტა

ახმეტ ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურ ისა და სარგებლობის საფასურ ის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირვე ლი პუნქტის „ქ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის , 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 25- მუხლის პირველი პუნქტის ,,ქვეპუნქტის, „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ საქართველოს კანონის 192 მუხლის პირველი პუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებსაქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს 659 ბრძანებულების შესაბამისად, ახმეტ ის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. დამტკიცდ ეს ახმეტ ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურ განსაზღვრის წესი დანართი 1-ის შესაბამისად .

მუხლი 2. დამტკიცდ ეს ახმეტ ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის განსაზღვრის წესი დანართი 2-ის შესაბამისად .

მუხლი 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გასაცემი ფართის ერთ კვ. მ-ზე საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის     10 ივლისის 23 დადგენილება.

მუხლი 4 . დადგენილება ამოქმედდეს ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                 ა. მაილაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 1

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი სა ფასურ განსაზღვრის წესი

1. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურ ის ოდენობა განისაზღვრება :

ა) ბალანსმფ ობელის (მოსარგებლის) მიერ მოწოდებული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით;

ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი ) შესაბამის დასკვნის საფუძველზე.

2. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთი ს საპრივატიზებო საწყისი საფასურ ის ოდენობა განისაზღვრება :

ა) ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით;

ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი ) შესაბამის დასკვნის საფუძველზე.

 3. ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების აქციების/წილის საპრივატიზებო საწყისი საფასური პრივატიზებისას არ უნდა იყოს რეგისტრირებულ კაპიტალზე ნაკლები.

 

 

 

 

დანართი 2

 ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური საფასური განსაზღვრის წესი

 1. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით გადაცემისას წლიური საწყისი საფასური განისაზღვრება ნარჩენი საბალანსო ან დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნით დადგენილი ღირებულებებით.

2. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გაცემისას საწყისი წლიური საფასურის (ქირის) ოდენობა განისაზღვრება :

ა) 1 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე – მისი საპრივატიზებო საწყისი საფასურის 7 (შვიდი) პროცენტით;

ბ) სხვა უძრავ ქონებაზე:

ბ.ა) ქალაქ ახმეტაში მდებარე უძრავ ნივთებზე – მისი საპრივატიზებო საწყისი საფასურის 7 (შვიდი) პროცენტით;

ბ.ბ) სოფლებში მდებარე უძრავ ნივთებზე – მისი საპრივატიზებო საწყისი საფასურის 5 (ხუთი) პროცენტით;

გ) მოძრავ ნივთებზე – მისი საპრივატიზებო საწყისი საფასურის 10 (ათი) პროცენტით.

3. წილებისა და აქციების საჯარო აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას საფასურის ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.