დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურისა და სარგებლობის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აგვისტოს №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 60 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/08/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.35.162.016145 |
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №60
2012 წლის 30 ივლისი
ქ. ახმეტა
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურისა და სარგებლობის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აგვისტოს №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას და იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მიწის ნაკვეთის საწყისი საფასურის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით დამტკიცების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (რომელიც არ ექვემდებარება პრივატიზებას) აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის წლიური საწყისი საფასურის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს მთვარობის 2012 წლის 8 ივნისის №205 დადგენილების შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. ,,ახმეტ ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურ ისა და სარგებლობის საფასურ ის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აგვისტოს №23 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი , 16/08/2011, 040110030.35.162.016047) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართი №2-ის მე-2 პუნქტის ,,ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ.გ) ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საძოვრებზე – 1 ჰექტარზე 15 ლარ ით.“.
მუხლი 2 . ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები