დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურისა და სარგებლობის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აგვისტოს №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 53 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111205010, 07/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.35.162.016077 |
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №53
2011 წლის 30 ნოემბერი
ქ. ახმეტა
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურისა და სარგებლობის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აგვისტოს №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურისა და სარგებლობის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აგვისტოს №23 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 110811011, 16/08/2011) დამტკიცებული დანართი №2-ის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) სხვა უძრავ ქონებაზე:
ბ.ა) ქალაქ ახმეტაში მდებარე უძრავ ნივთებზე – მისი საპრივატიზებო საწყისი საფასურის 7 (შვიდი) პროცენტით;
ბ.ბ) სოფლებში მდებარე უძრავ ნივთებზე (გარდა ,,ბ.გ“ ქვეპუნქტში მითითებული უძრავი ქონებისა) – მისი საპრივატიზებო საწყისი საფასურის 5 (ხუთი) პროცენტით;
ბ.გ) სოფელ კასრისწყლის ტერიტორიული ორგანოს (შირაქის) ტერიტორიაზე არსებულ საძოვრებზე – მისი საპრივატიზებო საწყისი საფასურის 10 (ათი) პროცენტით“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები