ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 825
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 14/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111214021, 14/12/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 25/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 120140000.08.002.016382
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
825
14/12/2011
ვებგვერდი, 111214021, 14/12/2011
120140000.08.002.016382
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (14/12/2011 - 15/10/2014)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 825

 2011 წლის 14 დეკემბერი

 ქ. თბილისი

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

1. „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს:

ა) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშები (დანართი 1);

ბ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის გაცემის წესი (დანართი 2).

2. ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე გაცემული ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 28 ივლისის 416 ბრძანებულება.

4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. სააკაშვილი

 

დანართი 1

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშები

 

 

 

დანართი 2

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის გაცემის წესი

1. „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვა, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემა ხორციელდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.

2. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობებს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირებზე გასცემს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი.

3. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების აღრიცხვიანობის მიზნით იქმნება ელექტრონული ბაზა, რომლის ადმინისტრირებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახდენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი.

4. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული მოწმობა წარმოადგენს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებისა და შეღავათების განხორციელების სავალდებულო პირობას.

5. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის გაცემა დასტურდება მისი მიმღები პირის ხელმოწერით სპეციალურ ჟურნალში, რომელიც ინახება მოწმობის გამცემ დაწესებულებაში.