დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 28 ივლისის №416 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 523 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 16/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110916014, 16/09/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120140000.08.002.016318 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №523
2011 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 28 ივლისის №416 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 28 ივლისის №416 ბრძანებულებაში (ვებ-გვერდი, 110729023, 29/07/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი რედაქციის 11 პუნქტი:
„11. ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე გაცემული ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.”.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულების ამოქმედებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები