საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 111
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/04/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 52, 28/04/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 23/02/2006
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.340.007330
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
111
27/04/2005
სსმ, 52, 28/04/2005
010320020.22.340.007330
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/04/2005 - 06/07/2005)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.034.007.330

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

 ბრძანება №411

2005 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-11 მუხლის ,,კ” და ,,ნ” ქვეპუნქტებისა და მე-17 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 3 მაისიდან.

ი. მერაბიშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1.

ეს დებულება აწესრიგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს, უფლება-მოვალეობებს და სტატუსს.

    მუხლი 2.

რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდ-გომში – სამინისტროს) სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დონორ სახელმწიფოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობას, სამინისტროს ევროატლან-ტიკურ სტრუქტურებთან საკანონმდებლო ჰარმონიზაციის უზრუნველყოფას, კოორდინაციას უწევს სუუამ-ის ვირტუალური ცენტრის ეროვნული სეგმენტის მუშაობას.

    მუხლი 3.

დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს კანონები, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები, ეს დებულება და სხვა სახის სამართლებრივი აქტები.

    მუხლი 4.

დეპარტამენტის საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, სოციალური სამართლიანობისა და ჰუმანიზმის პრინციპებს.

    მუხლი 5.

თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტი თანამშრომლობს სამთავრობო დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, სხვა ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

    მუხლი 6.

დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე.    

თავი II. დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია

    მუხლი 7.

დეპარტამენტის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:

ა) სამინისტროსთან არსებული და სამინისტროს რეფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსთან თანამშრომლობის საფუძველზე სამინისტროში მიმდინარე და სამომავლო რეფორმების დაგეგმვა, მომზადება და მუშაობის კოორდინირება;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, მათთან არსებული სამართალდამცავი სტრუქტურების მოკავშირე ოფიცრებთან თანამშრომლობა;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს დონორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

დ) ,,ევროპოლთან” თანამშრომლობის საფუძველზე საერთაშორისო და სხვა დანაშაულებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ამ მიზნით საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან და სხვა სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან კოორდინაცია და თანამშრომლობა;

ე) ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირების მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადება;

ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე დაკისრებული სხვა ამოცანების შესრულება.

    მუხლი 8.

თავისი ამოცანების განხორციელების მიზნით დეპარტამენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) ევროსტრუქტურებში ინტეგრირების მიზნით საერთაშორისო ხელშეკრულებათა მომზადება და მათი შესრულების ორგანიზება;

ბ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნის წარმომადგენლობებთან კონტაქტების დამყარება;

გ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და საქართველოს წარმომადგენლობებთან ურთიერთობის დამყარება და საჭიროების შემთხვევაში ცალკეული ინფორმაციის გამოთხოვა;

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ მინიჭებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

თავი III. დეპარტამენტის სტრუქტურა და მისი ხელმძღვანელობა

    მუხლი 9.

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) რეფორმებისა და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსთან მუშაობის კოორდინაციის სამმართველო;

ბ) ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობისა და კანონმდებლობის ჰარმონიზაციის განყოფილება;

გ) ევროპული ინტეგრაციის განყოფილება;

დ) კანცელარია.

    მუხლი 10.

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

2. დეპარტამენტის დირექტორი:

ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

ბ) აკონტროლებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) წარმოადგენს დეპარტამენტს საკუთარი მოვალეობის შესრულებისას და დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს;

ე) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

ვ) აკონტროლებს დეპარტამენტის საქმისწარმოებას;

ზ) აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ შრომის შინაგანაწესის დაცვას.

    მუხლი 11.

1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

2. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის უფლებამოსილება განისაზღვრება დეპარტამენტის დირექტორის განკარგულებით.

3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე:

ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) დეპარტამენტის დირექტორის დავალებით ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაზე;

გ) ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის ცალკეულ დავალებებს.

4. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მისი დავალებით მოადგილე ასრულებს დირექტორის მოვალეობებს.

თავი IV. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები

    მუხლი 12.

რეფორმებისა და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსთან მუშაობის კოორდინაციის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსთან ერთად სამინისტროში მიმდინარე და სამომავლო რეფორმების დაგეგმვა, მომზადება და კოორდინირება;

ბ) სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს დონორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

    მუხლი 13.

ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობისა და კანონმდებლობის ჰარმონიზაციის განყოფილების ფუნქციას წარმოადგენს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირების მიზნით ახალი პროექტების დაგეგმარება, მომზადება.

    მუხლი 14.

ევროპული ინტეგრაციის განყოფილების ფუნქციებია:

ა) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან სამინისტროს კავშირებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დამყარებისა და სამომავლო თანამშრომლობის ორგანიზების უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, ასევე მათთან არსებული სხვადასხვა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან და საკონტაქტო ოფიცრებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება;

გ) ევროპოლთან თანამშრომლობის საფუძველზე ახორციელებს საერთაშორისო და სხვა დანაშაულებების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, ამ მიზნით თანამშრომლობს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან და სხვა სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან.

    მუხლი 15.

კანცელარია უზრუნველყოფს დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვას, დამუშავებას და დანიშნულებისამებრ დაგზავნას, საიდუმლო საქმისწარმოებას, საიდუმლოების რეჟიმის დაცვას.