“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №411 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

  • Word
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №411 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 690
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/07/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 81, 08/07/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 23/02/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.034.007.533
  • Word
690
06/07/2005
სსმ, 81, 08/07/2005
010.320.020.22.034.007.533
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №411 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.034.007.533

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №690

2005 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №411 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქარ-თველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა” და ,,ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №411 ბრძანებაში (სსმ III, 28.04.2005 წ., №52, მუხ. 568) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 9.

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) რეფორმებისა და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსთან მუშაობის კოორდინაციის სამმართველო;

ბ) ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობისა და კანონმდებლობის ჰარმონიზაციის განყოფილება;

გ) ევროპული ინტეგრაციის განყოფილება;

დ) კანცელარია;

ე) ევროპოლისა და სუუამის ეროვნული ცენტრი (განყოფილება).”.

2.  დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-14 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტი.

3.  დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 მუხლი:

,,მუხლი 16.

ევროპოლისა და სუუამ-ის ეროვნული ცენტრის ფუნქციებია:

ა) თანამშრომლობა საქართველოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან;

ბ) თანამშრომლობა ,,ევროპოლისა” და ,,სუუამ”-ის წევრი სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან;

გ) ,,ევროპოლის” ინფორმირება ერთობლივი ოპერატიული ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ.

დ) ,,სუუამ”-ის რეგიონალური ცენტრის ინფორმირება ერთობლივი ოპერატიული ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ;

ე) მონაცემთა ბაზის ყოველდღიური განახლება;

ვ) მიღებული ინფორმაციის ანალიზი და ქვემდებარეობით მათი შესაბამის დანაყოფებზე გადაცემა;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სხვა უფლებამოსილებას.”.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი         ლ. გვაზავა