„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №417 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №417 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 215
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/02/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 23/02/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 31/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.034.008.182
  • Word
215
20/02/2006
სსმ, 24, 23/02/2006
010.320.020.22.034.008.182
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №417 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.034.008.182

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

ბრძანება №215

2006 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №417 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა” და ,,ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №417 ბრძანებით (სსმ III, 2005წ. №52, მუხ567) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის ,,მ” ქვეპუნქტი:

,,მ) დონორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება და სტრატეგიული პროექტების განხორციელება (ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან საკანონმდებლო ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა).

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის ,,ჭ” - ,,ჰ2 ” ქვეპუნქტები:

,,ჭ) სამინისტროსთან არსებული და სამინისტროს რეფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსთან თანამშრომლობის საფუძველზე სამინისტროში მიმდინარე და სამომავლო რეფორმების დაგეგმვა, მომზადება და მუშაობის კოორდინირება;

ხ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, მათთან არსებული სამართალდამცავი სტრუქტურების მოკავშირე ოფიცრებთან თანამშრომლობა;

ჯ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს დონორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ჰ) ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირების მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადება;

1 )ევროსტრუქტურებში ინტეგრირების მიზნით საერთაშორისო ხელშეკრულებათა მომზადება და მათი შესრულების ორგანიზება;

2 ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნის წარმომადგენლობებთან კონტაქტების დამყარება.”.

3. მე-7 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) საერთაშორისო თანამშრომლობის მთავარი სამმართველო;”

4. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საერთაშორისო თანამშრომლობის მთავარი სამმართველოს ამოცანები და კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულების მე-3 მუხლის ,,ბ” და ,,მ” ქვეპუნქტებითა და მე-4 მუხლის ,,ვ”, ,,ზ”, ,,თ”, ,,ი”, ,,კ”, ,,ლ”, ,,მ” ,,ნ”, ,,ო”, ,,ძ”, “ჭ”, “ხ”, “ჯ”, ,,ჰ”, ,,ჰ1 ” და ,,ჰ2 ” ქვეპუნქტებით.

5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №411 ბრძანება.

    მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  ი. მერაბიშვილი