ეკონომიკური თავისუფლების შესახებ

ეკონომიკური თავისუფლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4979-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110714022, 14/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 010100000.04.001.016021
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4979-რს
01/07/2011
ვებგვერდი, 110714022, 14/07/2011
010100000.04.001.016021
ეკონომიკური თავისუფლების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (05/09/2018 - 14/12/2018)

საქართველოს ორგანული კანონი

ეკონომიკური თავისუფლების  შესახებ

საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით საქართველოს მოქალაქენი ადგენენ დღევანდელი და მომავალი თაობების ეკონომიკური უფლებებისა და თავისუფლებების გარანტიებს. ეკონომიკური უფლებები და თავისუფლებები არის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ნაწილი, რომელთა შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში.

სახელმწიფო უზრუნველყოფს ეკონომიკურ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს საზოგადოების განვითარებას, ხალხის კეთილდღეობისა და ეკონომიკის გრძელვადიან, სტაბილურ ზრდას.

თავისუფლება არის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრინციპი, რომელიც გამოიხატება მთავრობის მცირე ზომაში , პასუხისმგებლობიან მაკროეკონომიკურ პოლიტიკასა და დაბალ გადასახადებში.

    მუხლი 1 . საქართველოს მოქალაქე თა მონაწილეობა საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების დადგენაში

1. ამ კანონის ამოქმედების თარიღიდან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა, გარდა აქციზისა, შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. რეფერენდუმის დანიშვნის ინიციირების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობას. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება გადასახადის შემოღება ან ცვლილება, რომელიც არსებული გადასახადის ალტერნატივაა ან ანაცვლებს მას და ამავე დროს არ ზრდის საგადასახადო ტვირთს. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება აგრეთვე გადასახადის სახის მიხედვით არსებული ზღვრული განაკვეთის ფარგლებში გადასახადის განაკვეთის ცვლილება.

11. საპენსიო და სადაზღვევო შენატანები რეგულირდება კანონით და ისინი არ წარმოადგენს გადასახადებსა და მოსაკრებლებს.

2. ამ კანონის ამოქმედების თარიღისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებია:

ა) საშემოსავლო გადასახადი;

ბ) მოგების გადასახადი;

გ) დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ);

დ) იმპორტის გადასახადი;

ე) აქციზი.

3. ქონების გადასახადის განაკვეთები დგინდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული წესის მიხედვით.

4 . ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ საკითხზე რეფერენდუმი ტარდება რეფერენდუმის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.

5. დაუშვებელია, რეფერენდუმის საგანი იყოს გადასახადის პროგრესულობის პრინციპი ან მეთოდოლოგია/საგადასახადო რეჟიმი.

6. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მოითხოვოს გადასახადების დროებით გაზრდა − არა უმეტეს 3 წლის ვადით. ამ შემთხვევაში რეფერენდუმი არ ტარდება.

საქართველოს 2018 წლის  სექტემბრის ორგანული  კანონი №3385   –  ვებგვერდი, 24.09.2018წ.

    მუხლი 2 . მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრების დადგენა

1. ეკონომიკის გრძელვადიანი და სტაბილური ზრდის საშუალებით კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და ყოველი შემდგომი თაობისათვის სამართავად შემცირებული ფინანსური ვალდებულებების მქონე ქვეყნის გადაცემის ხელშეწყობის მიზნით დგინდე ბა მაკროეკონომიკური პარამეტრების შემდეგი მაქსიმალური ზღვრები:

) ნაერთი ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან არა უმეტეს 30%;

) ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან − არა უმეტეს 3%;

) სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან არა უმეტეს 60%.

2. თუ საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი არ შეესაბამება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ ზღვარს ან/და ზღვრებს, საქართველოს მთავრობა ვალდებულია შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს შემდგომი ორი წლის ბიუჯეტების პარამეტრები, რომლებიც უნდა ითვალისწინებდეს მოცემულ პერიოდში ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ზღვრებში დაბრუნების გეგმას.

3. საქართველოს პარლამენტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ზღვრის ან/და ზღვრების შეუსაბამო ბიუჯეტის დამტკიცება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე წლის ბიუჯეტი ამ ზღვრის/ზღვრების შესაბამისი იყო, გარდა საგანგებო ან საომარი მდგომარეობისა ან/და ეკონომიკური რეცესიისა.

4. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები უნდა დაიგეგმოს პროგრამულ საფუძველზე, მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად.

    მუხლი 3. ბიუჯეტის უნივერსალობის პრინციპი

სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში გადახდილი გადასახადების განკარგვა ხდება ბიუჯეტის უნივერსალობის პრინციპით, რომელიც გულისხმობს შემდეგს:

ა) სახელწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ყველა შემოსულობ მიმართული უნდა იქნ ბიუჯეტის გადასახდელების დასაფინანსებლად, მათ შორის, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მიღებული შემოსავლები მიიმართება შესაბამის ბიუჯეტში საერთო გადასახდელების დასაფინანსებლად , გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ორგანიზაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირია;

ბ) არ შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგინდეს, რომ ბიუჯეტის კონკრეტული შემოსულობა მიმართულ იქნეს ბიუჯეტის კონკრეტული გადასახდელის დასაფინანსებლად. ეს შეზღუდვა არ ეხება ისეთ დაფინანსებას, რომელსაც ახორციელებს დონორი და რომელიც ითვალისწინებს დაფინანსების განსხვავებულ პრინციპს.

    მუხლი 4. კაპიტალის მოძრაობის თავისუფლება

1. დაუშვებელია რეზიდენტი ან/და არარეზიდენტი პირების თავისუფლების შეზღუდვა ვალუტის კონვერტაციასთან, ნებისმიერი სახის ანგარიშის გახსნასთან ან ამ ანგარიშზე ფულადი სახსრების მოძრაობასთან დაკავშირებით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ნებისმიერ პირს აქვს ფულ ადი სახსრების საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანის შეზღუდი უფლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. საქართველოში კაპიტალის მოძრაობა თავისუფალია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან იმ შემთხვევისა, როდესაც კაპიტალის მოძრაობა დაკავშირებულია სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან.

მუხლი 41. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და 11 პუნქტების მოქმედების ვადა 

ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და 11 პუნქტები მოქმედებს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის№1324-რს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებიდან 12 წლის განმავლობაში.

საქართველოს 2018 წლის  სექტემბრის ორგანული  კანონი №3385   –  ვებგვერდი, 24.09.2018წ.

      მუხლი 5. კანონის ამოქმედება 

ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის 31 დეკემბრიდან.

საქართველოს 2018 წლის  სექტემბრის ორგანული  კანონი №3385   –  ვებგვერდი, 24.09.2018წ.

 

საქართველოს პრეზიდენტი                             მ . სააკაშვილი

თბილისი,

 

2011 წლის 1 ივლისი.

№4979-რს