დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6856-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/07/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 010100000.04.001.017981 |
|
„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.07.2011, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.04.001.016021) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ბიუჯეტის უნივერსალობის პრინციპი სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში გადახდილი გადასახადების განკარგვა ხდება ბიუჯეტის უნივერსალობის პრინციპით, რომელიც გულისხმობს შემდეგს: ა) სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ყველა შემოსულობა მიმართული უნდა იქნეს ბიუჯეტის გადასახდელების დასაფინანსებლად, მათ შორის, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მიღებული შემოსავლები მიიმართება შესაბამის ბიუჯეტში საერთო გადასახდელების დასაფინანსებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ორგანიზაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირია; ბ) არ შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგინდეს, რომ ბიუჯეტის კონკრეტული შემოსულობა მიმართულ იქნეს ბიუჯეტის კონკრეტული გადასახდელის დასაფინანსებლად. ეს შეზღუდვა არ ეხება ისეთ დაფინანსებას, რომელსაც ახორციელებს დონორი და რომელიც ითვალისწინებს დაფინანსების განსხვავებულ პრინციპს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 15 ივლისი 2020 წ. N6856-რს |
დოკუმენტის კომენტარები