რაიონული პროკურატურების შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ

  • Word
რაიონული პროკურატურების შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 20/08/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 89, 20/08/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 07/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 110060000.10.010.006631
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1
20/08/2004
სსმ, 89, 20/08/2004
110060000.10.010.006631
რაიონული პროკურატურების შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს გენერალური პროკურორი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/08/2004 - 29/12/2004)

სახელმწიფო სარეგისტრციო კოდი 110.060.000.10.010.006.631

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №1

2004 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

რაიონული პროკურატურების შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ და „ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საქართველოს პროკურატურის სისტემის ოპტიმიზაციისა და საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, ვბრძანებ:

1. განხორციელდეს საქართველოს პროკურატურის სისტემაში შემავალი რაიონული პროკურატურების (გარდა ქ. თბილისის რაიონული პროკურატურებისა) რეორგანიზაცია და მათ ბაზაზე შეიქმნას 25 რაიონული პროკურატურა თანდართული ნუსხის შესაბამისად (დანართი №1).

2. რეორგანიზებული პროკურატურების უფლებამოსილება გავრცელდეს მათში გაერთიანებული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიაზე.

3. ქ. თბილისის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს „ქ. თბილისის რაიონების პროკურატურების რაიონულ პროკურატურებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2001 წლის 26 თებერვლის №7-მ ბრძანების შესაბამისად.

4. ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში რაიონულმა პროკურორებმა უზრუნველყონ:

ა) მათ წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეებისა (მათ შორის, შეჩერებული და შეწყვეტილი) და სხვა დოკუმენტების აღრიცხვა-ინვენტარიზაცია;

ბ) მათ სარგებლობაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა-ინვენტარიზაცია.

5. დაევალოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს (გ. ლაცაბიძე – გენერალური პროკურორის მოადგილე), გენერალური პროკურატურის აპარატს (ნ. წერეთელი) და გენერალური პროკურატურის ეკონომიკურ სამსახურს (ს. მესხი) უზრუნველყონ ამ ბრძანების მე-2 პუნქტში მითითებული ქონების და დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს გენერალური პროკურორის მოადგილეს ქ-ნ ნ. წოწორიას.

7. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

 

დანართი №1

რეორგანიზაციის შედეგად გაერთიანებული რაიონული პროკურატურების ნუსხა

1. სიღნაღის რაიონული პროკურატურა – დედოფლისწყაროს, სიღნაღის და საგარეჯოს რაიონული პროკურატურები.

2. გურჯაანის რაიონული პროკურატურა – გურჯაანის, ლაგოდეხის და ყვარლის რაიონის პროკურატურები.

3. თელავის რაიონული პროკურატურა – თელავის და ახმეტის რაიონული პროკურატურები.

4. რუსთავის საქალაქო პროკურატურა – ქ. რუსთავის პროკურატურა და გარდაბნის რაიონული პროკურატურა.

5. მცხეთის რაიონული პროკურატურა – მცხეთის და ახალგორის რაიონული პროკურატურები.

6. დუშეთის რაიონული პროკურატურა – დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის რაიონული პროკურატურები.

7. ბოლნისის რაიონული პროკურატურა – ბოლნისის და დმანისის რაიონული პროკურატურები.

8. მარნეულის რაიონული პროკურატურა – მარნეულის, თეთრიწყაროს და წალკის რაიონული პროკურატურები.

9. გორის რაიონული პროკურატურა – გორის, კასპის, ცხინვალის და ჯავის რაიონული პროკურატურები.

10. ხაშურის რაიონული პროკურატურა – ხაშურის და ქარელის რაიონული პროკურატურები.

11. ახალციხის რაიონული პროკურატურა – ახალციხის, ბორჯომის, ასპინძის და ადიგენის რაიონული პროკურატურები.

12. ახალქალაქის რაიონული პროკურატურა – ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონული პროკურატურები.

13. ზესტაფონის რაიონული პროკურატურა – ზესტაფონის, ხარაგაულის და თერჯოლის რაიონული პროკურატურები.

14. ჭიათურის რაიონული პროკურატურა – ჭიათურის და საჩხერის რაიონული პროკურატურები.

15. ქუთაისის საქალაქო პროკურატურა – ქუთაისის, ბაღდათის, ტყიბულის და წყალტუბოს რაიონული პროკურატურები.

16. ამბროლაურის რაიონული პროკურატურა – ამბროლაურის და ონის რაიონული პროკურატურები.

17. ცაგერის რაიონული პროკურატურა – ცაგერის და ლენტეხის რაიონული პროკურატურები.

18. სამტრედიის რაიონული პროკურატურა – სამტრედიის, ვანის და ხონის რაიონული პროკურატურები.

19. ოზურგეთის რაიონული პროკურატურა – ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის რაიონული პროკურატურები.

20. სენაკის რაიონული პროკურატურა – სენაკის, აბაშის და მარტვილის რაიონული პროკურატურები.

21. ზუგდიდის რაიონული პროკურატურა – ზუგდიდის, წალენჯიხის და ჩხოროწყუს რაიონული პროკურატურები.

22. ქ. ფოთის საქალაქო პროკურატურა – ქ. ფოთი და ხობის რაიონული პროკურატურები.

23. მესტიის რაიონული პროკურატურა – მესტიის რაიონული პროკურატურა.

24. ბათუმის საქალაქო პროკურატურა – ქ. ბათუმი, ქობულეთის და ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურები.

25. შუახევის რაიონული პროკურატურა – შუახევის, ქედის და ხულოს რაიონული პროკურატურები.