დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რაიონული პროკურატურების შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 20 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გენერალური პროკურორი |
| მიღების თარიღი | 29/12/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 155, 30/12/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110060000.39.036.006959 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.000.39.036.006.959
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №8
2004 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
„რაიონული პროკურატურების შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 20 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „გ” და „ო” ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პროკურატურის სისტემის ოპტიმიზაციისა და საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, ვბრძანებ:
1. „რაიონული პროკურატურების შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 20 აგვისტოს №1 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №773, მუხ. 89) დამტკიცებული რეორგანიზაციის შედეგად გაერთიანებული რაიონული პროკურატურების ნუსხაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. რუსთავის პროკურატურა – ქ. რუსთავის პროკურატურა და გარდაბნის რაიონული პროკურატურა.”;
ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურა – ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონული პროკურატურები.”;
გ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. ქუთაისის პროკურატურა – ქ. ქუთაისის პროკურატურა, ბაღდათის, ტყიბულის და წყალტუბოს რაიონული პროკურატურები.”;
დ) 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„22. ფოთის პროკურატურა – ქ. ფოთის პროკურატურა და ხობის რაიონული პროკურატურა.”;
ე) 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„24. ბათუმის პროკურატურა – ქ. ბათუმის პროკურატურა, ქობულეთისა და ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურები.”;
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები