ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 114/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 29/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110630017, 05/07/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 20/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016151
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
114/ნ
29/06/2011
ვებგვერდი, 110630017, 05/07/2011
430210000.22.022.016151
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/07/2011 - 22/08/2011)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №11 4/ნ

2011 წლის 2 9 ივნისი

ქ. თბილისი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ

,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს1” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესიამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. შაშკინი

 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესი

    მუხლი 1. რეგულირების სფერო

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს მოსწავლის გადასვლას ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომში – მობილობა).

    მუხლი 2. მობილობის უფლების მქონე მოსწავლე

მობილობის უფლება აქვს მოსწავლეს , რომლის ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით და არის ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე .

    მუხლი 3. მობილობა

1. მოსწავლეების მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ, ყოველი წლის 1 ივლისიდან 31 ივლისამდე და 25 დეკემბრიდან 20 იანვრამდე.

2. ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადებისაგან განსხვავებულ პერიოდში მიიღოს გადაწყვეტილება მოსწავლის ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ.

 3. ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, მობილობის მსურველის ჩარიცხვამდე გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე დაადგინოს მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების ცალკეული კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონესთან თავსებადობა.

    მუხლი 4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის პასუხისმგებლობა

წინამდებარე წესის შესრულებაზე პასუხისმგებელია ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი.