დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 ივნისის №114/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 137/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/08/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110823014, 24/08/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016174 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №137/ნ
2011 წლის 22 აგვისტო
ქ. თბილისი
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 ივნისის №114/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე , ვბრძანებ:
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 ივნისის №114/ნ ბრძანებით ( ვებპორტალი, 110630017, 05/07/2011) დამტკიცებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესში შევიდეს ცვლილება და წესის
ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადებისაგან განსხვავებულ პერიოდში მიიღოს გადაწყვეტილება მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ”.
ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისმა განათლების სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს”.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები