ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 193/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 19/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016459
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
193/ნ
19/09/2012
ვებგვერდი, 20/09/2012
430210000.22.022.016459
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/09/2012 - 08/08/2013)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №193/ნ

2012 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ

ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის 1” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების საფუძველზე,  ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესი” ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 ივნისის 114/ნ ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. დეკანოიძე

 

დანართი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესი

    მუხლი 1. რეგულირების სფერო

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესი (შემდგომში წესი) არეგულირებს მოსწავლის გადასვლას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომში მობილობა).

    მუხლი 2. მობილობის უფლების მქონე პირი

მობილობის უფლება აქვს მოსწავლეს, რომლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით და არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე.

    მუხლი 3. მობილობა

1. მოსწავლეების მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს მიმღებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული თავისუფალი ადგილების ფარგლებში.

2. მობილობა დაუშვებელია პირველი კლასის პირველი სემესტრის მიმდინარეობისას, მე-12 კლასის მე-2 სემესტრის მიმდინარეობისას და სასწავლო წლის დასრულებამდე 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

3. ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო უფლებამოსილია , ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში მიიღოს გადაწყვეტილება მოსწავლის მობილობის თაობაზე.

4. ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი განათლების სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისმა განათლების სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.

5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია , მობილობის მსურველის ჩარიცხვამდე , გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე , დაადგინოს მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების ცალკეული კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან თავსებადობა.

    მუხლი 4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის პასუხისმგებლობა

წინამდებარე წესის შესრულებაზე პასუხისმგებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი.

12. 12/01/2024 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01/ნ - ვებგვერდი, 15/01/2024 11. 23/08/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 72/ნ - ვებგვერდი, 23/08/2021 10. 27/01/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 11/ნ - ვებგვერდი, 28/01/2020 9. 26/07/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 155/ნ - ვებგვერდი, 29/07/2019 8. 23/04/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 81/ნ - ვებგვერდი, 25/04/2019 7. 18/02/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 20/ნ - ვებგვერდი, 19/02/2019 6. 21/06/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 108/ნ - ვებგვერდი, 21/06/2017 5. 28/09/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 129/ნ - ვებგვერდი, 29/09/2016 4. 14/09/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 116/ნ - ვებგვერდი, 15/09/2016 3. 18/09/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 122/ნ - ვებგვერდი, 21/09/2015 2. 17/09/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 138/ნ - ვებგვერდი, 18/09/2013 1. 08/08/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 104/ნ - ვებგვერდი, 09/08/2013