საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №62 საქართველოს კომერციული ბანკების საწესდებო კაპიტალის (ფონდის) მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ

  • Word
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №62 საქართველოს კომერციული ბანკების საწესდებო კაპიტალის (ფონდის) მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 62
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 09/07/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი
ძალის დაკარგვის თარიღი 29/12/2003
სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(0).003.000310
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
62
09/07/1998
ვებგვერდი
000000090.01(0).003.000310
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №62 საქართველოს კომერციული ბანკების საწესდებო კაპიტალის (ფონდის) მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/08/2018 - 03/12/1998)

 სახელმწიფო სარგეისტრაციო კოდი                090.010.003.310

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №62

1998 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს კომერციული ბანკების საწესდებო კაპიტალის (ფონდის) მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ

 საქართველოს საბანკო სისტემის შემდგომი სრულყოფის, კომერციული ბანკების სტაბილური და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მათი საერთაშორისო საბანკო ნორმებთან მიახლოების მიზნით და ქვეყნის ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე, "საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის" 59-ე მუხლის, "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის და "საქართველო 1998 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ" საქართველოს პარლამენტის დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1.

ახლად შექმნილი კომერციული ბანკებისათვის განაღდებული საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობა ფულად ფორმაში განისაზღვროს ხუთი მილიონი ლარით.

მუხლი 2.

მოქმედი კომერციული ბანკებისათვის განაღდებული მინიმალური   საწესდებო კაპიტალის ოდენობა ფულად ფორმაში განისაზღვროს ხუთი მილიონი ლარით 2001 წლის 1-ლი იანვრისათვის.

მუხლი 3.

 ამ ბრძანების 1-ლი და მე-2 მუხლების შესაბამისად დადგენილი მინიმალური   საწესდებო კაპიტალის შევსება განხორციელდეს და დარჩეს მხოლოდ ფულადი ფორმით ლარებში.

მუხლი 4.

ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს ბანკების ზედამხედველობის სამმართველოს (ლ. ქისტაურს) და ლიცენზირების     სამმართველოს (ნ. მერაბიშვილს).

ი.მანაგაძე