საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის სახელწოდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის სახელწოდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 151
დოკუმენტის მიმღები განათლების სამინისტრო
მიღების თარიღი 11/05/1999
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 11/05/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 22/08/1999
სარეგისტრაციო კოდი 000000190.01(2).003.000542
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
151
11/05/1999
გამოუქვეყნებელი, 0, 11/05/1999
000000190.01(2).003.000542
საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის სახელწოდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
განათლების სამინისტრო
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/05/1999 - 17/08/2006)

საზელმწიფო სარეგისტრაციო კოდი         190.012.003.542

საქართველოს განათლების სამინისტრო

ბრძანება №151

1999 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის სახელწოდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოში ზოოტექნიკური  და სავეტერინარო ცოდნის დაუფლებას საფუძველი ჩაეყარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ ფაკულტეტზე. 1932 წელს საქართველოში ჩამოყალიბდა ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტი. სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, 1959 წელს საქართველოს მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები გაერთიანდნენ და შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო- სამეცნიერო ინსტიტუტი. ეს ინსტიტუტი თავისი სტრუქტურით წარმოადგენს სასწავლო და სამეცნიერო კომპლექსს, სადაც ინტეგრირებულია განათლებისა და სამეცნიერო საქმიანობა. იგი არის საქართველოში ერთადერთი კერა მეცხოველეობასა და ვეტერიანარიაში.

ზემოთ მოყვანილ მოსაზრებებზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის შუამდგომლობის და საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წერილის გათვალისწინებით, ვბრძანებ:

1. საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტს შეეცვალოს სახელწოდება და ეწოდოს – საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემია.

2. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ და რექტორატმა შეიმუშაოს კონკრეტული გეგმა სასწავლო და სამეცნიერო ხაზით საგანმანათლებლო პროგრამის შესაქმნელად.

3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბ-ნ გ. მათიაშვილს.

ალ. კარტოზია