“საქართველოს განათლების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ"

  • Word
“საქართველოს განათლების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 760
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 17/08/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 111, 22/08/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.022.009.100
  • Word
760
17/08/2006
სსმ, 111, 22/08/2006
010.240.030.22.022.009.100
“საქართველოს განათლების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ"
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.022.009.100

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

 მინისტრის ბრძანება №760

2006 წლის 17 აგვისტო

 ქ. თბილისი

საქართველოს განათლების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქარ­თველოს კანონის 50-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვე­­პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერე­ბის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დად­გენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის  მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შემდეგი ნორმა­ტიუ­ლი აქტები:

ა) „საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამი­ნის­ტროს სისტემის დაწესებულებებსა და ორგანიზა­ციებში განცხადებების, საჩივრებისა და მიმართვების მიხედვით საქმისწარმოების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრის 1994 წლის 18 აპრილის №109 ბრძანება;

ბ) „თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პრო­ფილ­სა და სახელწოდებაში ცვლილების შეტანის შესა­ხებ“ საქართველოს განათლების მინისტრის 1997 წლის 24 აპრილის №154 ბრძანება;

გ) „სკოლამდელ დაწესებულებათა მუშაობის მოწეს­რიგების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს განათ­ლების მინისტრის 1997 წლის 30 სექტემბრის №469 ბრძანება;

დ) „საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავ­ლებ­ლების რექტორის არჩევის დებულების დამტკიცე­ბის შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის 1998 წლის 19 თებერვლის №32 ბრძანება;

ე) „განათლების რეფორმის რეალიზაციის პროგრა­მით გათვალისწინებული სამუშაოების განთავსებისათვის ტენდერის ჩატარების წესის თაობაზე დებულების დამ­ტკი­­ცების შესახებ“ საქართველოს განათლების მინის­ტრის 1998 წლის 8 მაისის №169 ბრძანება;

ვ) „ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლების სახელმძღვანელოთა საკონკურსო შერჩევის, აპრობაციი­სა და დამტკიცების შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს განათლების მინისტრის 1999 წლის 26 მარტის №65 ბრძანება;

ზ) „საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სა­ვე­ტერინარო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის სა­ხელ­წოდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქარ­თველოს განათლების მინისტრის 1999 წლის 11 მაისის №151 ბრძანება;

თ) „საშუალო განათლების ატესტატის მისაღებად გამოცდებზე მოსწავლეთა დაშვების აუცილებელი პირო­ბების შემოღების შესახებ“ საქართველოს განათ­ლების მინისტრის 2001 წლის 27 ივლისის №178 ბრძანება (სსმ III, 2001 წ., №82, მუხ.605);

ი) „სასკოლო სახელმძღვანელოთა საგანმანათლებ­ლო დროებითი სტანდარტებისა“ და „დაწყებითი (ელემენ­ტარული), საბაზო (ძირითადი) და საშუალო სკოლების სასწავლო გეგმის დროებითი სტანდარტის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის 2002 წლის 13 დეკემბრის №285 ბრძანება (სსმ III, 2002 წ., №123, მუხ.1100).

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია