ტრანპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ

  • Word
ტრანპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/883
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 09/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110610066, 13/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 310150000.22.024.016082
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1-1/883
09/06/2011
ვებგვერდი, 110610066, 13/06/2011
310150000.22.024.016082
ტრანპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (13/06/2011 - 07/12/2011)

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ

ბრძანება №1-1/883

2011 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

ტრან პორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 13 მუხლის პირველი პუნქტისა და „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 5 მუხლის მე- 4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხა“.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა სამოქალაქო ავიაციის და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოებმა, ხოლო სახმელეთო ტრანსპორტის დარგში – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყო დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტების ამ ბრძანებასთან შესაბამისობა.

3 . არა უგვიანეს 2011 წლის პირველ დეკემბრისა:

ა) სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უზრუნველყოს ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის“ მე- 2 მუხლის „- “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცება;

ბ) საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ უზრუნველყოს ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის“ მე- 3 მუხლის „ზ“- “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცება.

4 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ქობალია

 

დანართი

ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგლამენტების ნუსხა

    მუხლი 1. სახმელეთო ტრანსპორტის დარგის ტექნიკური რეგლამენტები

სახმელეთო ტრანსპორტის დარგის ტექნიკური რეგლამენტებია:

ა) „ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესი“;

ბ) „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება“;

გ) „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობა“;

დ) „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესები“;

ე) „ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის წესი“;

ვ) „ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები“;

ზ) „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესი“;

თ) „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი“;

ი) „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესი“;

კ) საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმები“;

ლ) „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების საკონტროლო მოწყობილობების გამოყენების წესი“;

მ) „მოთხოვნები ინდივიდუალური წესით დამზადებული (თვითნაკეთი) ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ“.

    მუხლი 2. სამოქალაქო ავიაციის დარგის ტექნიკური რეგლამენტები

სამოქალაქო ავიაციის დარგის ტექნიკური რეგლამენტებია:

ა) „საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“;

ბ) „საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესები“;

გ) „აეროდრომების სერტიფიცირების წესი“;

დ) „საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესები“;

ე) „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესები“;

ვ) „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი“;

ზ) „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“;

თ) „საავიაციო ტექნიკის სერტიფიცირების წესი“;

ი) „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესი“;

კ) „გაფრენისწინა შემოწმების წესი“;

ლ) „სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევის, მიღების, მომზადების და სერტიფიცირების წესი“;

მ) „საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესი“;

ნ) „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოების სერტიფიცირების წესი“;

ო) „სამოქალაქო აეროპორტის კონტროლირებად ტერიტორიაზე და სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ბორტზე იარაღის ნებადართული შეტანის წესი“;

პ) „სამოქალაქო საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობების შერჩევის, შეძენის, ტექნიკური მომსახურების და შემოწმების წესი“;

ჟ) „სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სისტემის გამოცდის წესი“;

რ) „სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის სახელმწიფო ნორმები“;

ს) „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესი“;

ტ) „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესი“;

უ) „საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესები“.

    მუხლი 3. საზღვაო ტრანსპორტის დარგის ტექნიკური რეგლამენტები

საზღვაო ტრანსპორტის დარგის ტექნიკური რეგლამენტებია:

ა) „ნავსადგურის წესები“;

ბ) „სალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესები“;

გ) „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესი“;

დ) „მეზღვაურის წიგნაკის დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესები“;

ე) „საზღვაო ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესი“;

ვ) „საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ეკიპაჟის მინიმალური დასაშვები შემადგენლობის შესახებ“;

ზ) „გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესები“;

თ) „მცურავი საშუალების რადიოაღჭურვილობის შესახებ“;

ი) მცურავი საშუალების ეკიპაჟის წევრის მიმართ წაყენებული მოთხოვნები“;

კ) „ნავებისა (კანჯოების) და სკუტერების რეგისტრაციის წესი“.